Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებიდან ერთს - 4, ხოლო ორს 3-3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებიდან ერთს - 4, ხოლო ორს 3-3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ერთს - 4, ხოლო ორს 3-3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი სამი პირი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს ზაურ ბუ­და­გოვს 4 წლით, ხოლო მამა-შვილ ხუ­სე­ინ და გი­ორ­გი სურ­მა­ნი­ძეს 3-3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ნის მე­პატ­რო­ნის, ზაურ ბუ­და­გო­ვის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა აბ­სურ­დუ­ლია.

"სა­ერ­თო ჯამ­ში სა­დარ­ბა­ზოს ნგრე­ვა გა­მო­იწ­ვია უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბებ­მა. კორ­პუს­ზე ნა­ხავ­დით მი­შე­ნე­ბულ აივ­ნებს, გა­და­კე­თე­ბულ ბი­ნებს, მა­გა­ლი­თად ერ­თო­თა­ხი­ა­ნი - ორო­თა­ხი­ან ბი­ნად და ა.შ. არ ვე­თან­ხმე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ მი­ღე­ბულ გა­ნა­ჩენს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებთ“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი რა­მინ პა­პი­ძე.

ცნო­ბის­თვის, გა­სუ­ლი წლის 8 ოქ­ტომ­ბერს, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც 9 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პირ­ველ სარ­თულ­ზე ბი­ნის მე­პატ­რო­ნე და ამა­ვე ბი­ნა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შე­ბი და­ა­კა­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნგრე­ვა პირ­ველ სარ­თულ­ზე მზი­დი კედ­ლის გა­მო­ღე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)))
0

მართლა მდააააა. ესეიგი ვინმეს მოშორება თუ გინდა, იარაღით მკვლელობაზე 15 წელია და ძურს თუ გამოუთხრი სადაც ცხოვეობს იმ კორპუსს და ოჯახიანად თუ ჩაიტან მიწაში, მაშინ 3 წელია🤦‍♂️

მილიარდელი
0

ბათუმის მერიაში ნაცნობობაა გაჩაღებული. მეგობრის კორპუსი 4 წელია ჩაუბარებელია, იმიტომ რომ ზემოდან ზედმეტი სართული აქვს დაშენებული და არავინ ხსნის იმ ზედმეტ სართულს. ბათუმის მერიას სულ არ ენაღვლება ეგ ამბავი, ამშენებელს ნაცნობები ყავს ეტყობა იქ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებიდან ერთს - 4, ხოლო ორს 3-3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებიდან ერთს - 4, ხოლო ორს 3-3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულებიდან ერთს - 4, ხოლო ორს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბინის მეპატრონეს ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო მამა-შვილ ხუსეინ და გიორგი სურმანიძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ადვოკატის განცხადებით, ბინის მეპატრონის, ზაურ ბუდაგოვის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.

"საერთო ჯამში სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია უკანონო მშენებლობებმა. კორპუსზე ნახავდით მიშენებულ აივნებს, გადაკეთებულ ბინებს, მაგალითად ერთოთახიანი - ოროთახიან ბინად და ა.შ. არ ვეთანხმებით ექსპერტიზის დასკვნას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიღებულ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - აცხადებს ადვოკატი რამინ პაპიძე.

ცნობისთვის, გასული წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ამავე ბინაში დასაქმებული მუშები დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ გამოიწვია.

იხილეთ ასევე: