"დავასკვენი, რომ ოპოზიციის ნაწილს პროპორციული არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებები გვაწუხებს, "ნაციონალურ მოძრაობას" აწუხებს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხი - ეს ორი საკითხია, რომლის მიმართ გამოკვეთილი ინტერესი ჩანს პოლიტიკურ პარტიებში", - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ოპოზიციას რაც აწუხებს, ამის მიხედვით უნდა განხორციელდეს სამოქმედო გეგმის ფორმირება.
"იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია, მოთხოვნები შევასრულოთ, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის ნაწილში და ეს აღიაროს ოპოზიციამ, თუ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, რადგან სააკაშვილი ციხეში არის დაძაბულობის წყარო. ამიტომ ვთავაზობდი ჩემს კოლეგებს, რომ გვქონდეს პროპორციული არჩევნები.
ზოგადად უნდა ვიცოდეთ პროცესში, რა მიგვაჩნია, რომ ექვსი თვის თავზე იყოს გაკეთებული: ერთი უნდა იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და მეორე, ამ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ. იცით, რომ ეს ჩვენი მოთხოვნა იყო მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაიჭირეს. კოლეგების სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ და ამაზე ვსაუბრობთ. ჩხუბი უნდა დამთავრდეს, მივხვდი, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ამ ჩხუბს არ დაასრულებს, "ქართულ ოცნებას" ისედაც არ უნდა ჩხუბის დასრულება, " - განაცხადა ხვიჩიამ.
თუ მიხუილა ციხეში არის დესტაბილიზაციას წყარო, ციხის გარეთ უარესი ფოკუსებია მისგან მოსალოდნელი!მისი გამოშვება სანანებელი გაუხდება ხელისუფლებას და ჩვენ ქვეყანას!
სააკაშვილს გადაიყვანთ საზღვარგარეთ და, რომ გამოგივარდებით ხალხი, ნაციან ქოციანად ერთად შეგყრით ციხეში! ზოგი თუ გაჯიუტდებით, მიწასაც წაგაყრით! თავხედი ნაძირლები ესენი!