“სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმიანება.
როგორც ტოხვაძე აცხადებს წლევანდელი გამოცდა “კომპარტიასთან" შეთანხმებული თეზისებით ტარდება.
ნანა ტოხვაძის თქმით, აბიტურიენტებს თემებში ხვდებათ ისეთი საკითხები, რომელიც “ოცნების" პოლიტიკურ მესიჯბოქსზეა აწყობილი.
"განათლების პოლიტიზება და პარტიული ძალაუფლების შესანარჩუნებელ ინსტრუმენტად გამოყენება არახალია. აქამდე ფორმალურად მაინც ცდილობდა მოქმედი ხელისუფლება არ გადაეკვეთა წითელი ხაზები. თუმცა დღეს პოლიტიკურ ხაფანში მოქცეულებს „დასაკარგი"აღარაფერი დარჩათ.
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო და აი, ვიხილეთ „კომპარტიასთან" შეთანხმებული თეზისები I და II სესიაზე, სადაც პოლიტიკურმა მესიჯბოქსმა ფრთები შეისხა. ტაში, ამხანაგებო, თქვენ შეძელით ცრუ დილემები "შეუგოროთ" დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას და მიიღებთ შესაბამის პასუხს.
იხ. I და II სესიის თეზისები, სადაც „უმაღლესი" შეფასების მიღებას თავისი ფასი აქვს?!
1. ,,კარგი საქმე უნდა დაფასდეს, რომ უზნეობამ არ იბატონოს" ანუ მაღალქულიანი პასუხი მადლობა ოლიგარს თუ პრემიერს?
,,აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული" – პატარა ქვეყანა ვართ, დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს „აბა,ომი გინდათ?! ნუ გავაღიზიანებთ, რუსეთი დიდია და ჩაგვყლაპავს?" - განაცხადა ანა ტოხვაძემ.