მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე მთავრობა გადაეყენებინათ... ღიმილისმომგვრელი "ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა" - ალეკო ელისაშვილი
"გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე მთავრობა გადაეყენებინათ... ღიმილისმომგვრელი "ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა" - ალეკო ელისაშვილი

გა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბულ­მა ენ­ჯე­ოშ­ნი­კებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ მი­ტინგზე მთავ­რო­ბა გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ და თა­ვე­ბი მი­ნის­ტრე­ბად გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ. რა თქმა უნდა, ეს ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლი "ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბა­ნა“ ჩა­ვარ­და , - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მომ­დევ­ნო 6 თვის მან­ძილ­ზე ერ­თა­დერთ მო­თხოვ­ნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ყვე­ლა პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბა უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს, "ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის“ და მსგავ­სი "სახ­ლო­ბა­ნა“ მო­თხოვ­ნე­ბი კი უნდა და­ი­ვი­წყონ.

"მგო­ნი, ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ქარ­თვე­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნაა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ დე­კემ­ბერ­ში, მი­ი­ღოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბა. რა უნდა გა­ვა­კე­თოთ და რა ვა­და­ში, ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გვი­თხრეს - დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დე უნდა შე­ვას­რუ­ლოთ 12 პუნ­ქტად ჩა­მო­წე­რი­ლი და­ვა­ლე­ბა. წე­სით, ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი უნდა ვფიქ­რობ­დეთ იმა­ზე, თუ რო­გორ ვა­ი­ძუ­ლოთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ეს 12 პუნ­ქტი შე­ას­რუ­ლოს. ჩემი ღრმა რწმე­ნით, სამ­ჯერ ზღვა ხალ­ხი რუს­თა­ველ­ზე სწო­რედ იმის­თვის გა­მო­ვი­და, რომ არა­ვინ გა­ბე­დოს ჩვე­ნი რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა და რომ ჩვენ ვი­თხოვთ ევ­რო­პის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რო­ბას. თუმ­ცა, გა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბულ­მა ენ­ჯე­ოშ­ნი­კებ­მა (რომ­ლე­ბიც თან კეკ­ლუ­ცო­ბენ და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ ვარ­თო იძა­ხი­ან) გა­და­წყვი­ტეს, რომ მი­ტინგზე გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ მთავ­რო­ბა და თა­ვე­ბი მი­ნის­ტრე­ბად გა­მო­ა­ცხა­დე­ბი­ნათ. რა თქმა უნდა, ეს ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლი "ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბა­ნა" ჩა­ვარ­და. და მოხ­და ის რა­საც, ვამ­ბობ­დი რამ­დე­ნი­მე დღის წინ - ეს გა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბუ­ლი ენ­ჯე­ოშ­ნი­კე­ბი და­ეხ­მარ­ნენ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. დღეს "ოც­ნე­ბაა“ ტაქ­ტი­კუ­რად მო­გე­ბუ­ლი. ეს ხო ფაქ­ტია? რა­ტომ მოხ­და ასე - რა­ტომ გა­და­უგ­დეს მაშ­ვე­ლი რგო­ლი გა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბულ­მა ენ­ჯე­ოშ­ნი­კებ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ა­კე­თეს ეს თუ შე­უგ­ნებ­ლად? ამა­ზე მარ­ჩი­ე­ლო­ბა არ მინ­და. ფაქ­ტია, რომ რა­საც ჩვენ ვამ­ბობ­დით და რაც მარ­ტი­ვად გა­სათ­ვლე­ლი იყო, ის მოხ­და.

ვი­თა­რე­ბა მარ­ტი­ვია - თუ გვინ­და ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი უნდა შე­ვას­რუ­ლე­ბი­ნოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 12 პუნ­ქტი. სა­თა­ნამ­შრომ­ლოა, უნდა ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ, სა­ჩხუ­ბა­რია, უნდა ვი­ჩხუ­ბოთ, ქუ­ჩა­ში და­სად­გო­მია, ქუ­ჩა­ში უნდა ვიდ­გეთ. ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნით ამ 6 თვის მან­ძილ­ზე - ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ას­რუ­ლოს 12 და­ვა­ლე­ბა! მეტი მო­თხოვ­ნა ამ თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე არ უნდა გვქონ­დეს ნორ­მა­ლურ ადა­მი­ა­ნებს. "ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის" მო­თხოვ­ნა და მსგავ­სი სახ­ლო­ბა­ნა მო­თხოვ­ნე­ბი, უნდა და­ვი­ვი­წყოთ ეს პე­რი­ო­დი, ისევ ისეთ უც­ნა­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ არ ჩა­იგ­დონ მო­თხოვ­ნე­ბის ავ­ტო­რებ­მა თა­ვე­ბი. 12 და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა 6 თვე­ში - ესაა მთა­ვარ­ზე უმ­თავ­რე­სი ამ პე­რი­ოდ­ში! ჩვენ, პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი" ამით ვიქ­ნე­ბით მხო­ლოდ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი! სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­პა! სა­ქარ­თვე­ლოს იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც ევ­რო­პის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ნა­წი­ლი! სა­ქარ­თვე­ლო აღა­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა რუ­სე­თი!“, - აცხა­დებს ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
6

რუსეთი რაც არის და რისი გამკეთებელია ყველამ ვიცით, გულწრფელად მაინტერესებს იმ ხალხის აზრი ვინც გაჰყვირის შინ ევროპისკენ,რას ელოდებით ევროპისგან? ევროების წვიმა წამოვა? თუ მთელი ევროპა დაიძრება ბათუმისკენ, ბაკურიანისკენ, გუდაურისკენ, ან იქნებ მთელი ევროპა ქართულ ღვინოზე და ბორჯომზე გადავა.საზღვრები კი არის გახსნილი და ვისაც ევროპაში გინდათ წასვლა სტატუსის გარეშეც შეგიძლიათ, იმის მაგივრად რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და გაძლიერებაზე იფიქროთ ვიღაცის შემოგდებული ლოზუნგი აგიტაციათ და გაჰყვირით დილიდან საღამომდე, რა შინ ევროპისკენ, ძაღლი შინ არ ვარგოდაო და სანადიროდ გარნოდაო, ასე მოსდის ბევრს

ქეთა
6

კარგი ადამიანი ხარ ალეკო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე მთავრობა გადაეყენებინათ... ღიმილისმომგვრელი "ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა" - ალეკო ელისაშვილი

"გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე მთავრობა გადაეყენებინათ... ღიმილისმომგვრელი "ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა" - ალეკო ელისაშვილი

გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ. რა თქმა უნდა, ეს ღიმილისმომგვრელი "ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა , - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ელისაშვილის განცხადებით, მომდევნო 6 თვის მანძილზე ერთადერთ მოთხოვნას ხელისუფლების მიერ ყველა პუნქტის შესრულება უნდა წარმოადგენდეს, "ტექნიკური მთავრობის“ და მსგავსი "სახლობანა“ მოთხოვნები კი უნდა დაივიწყონ.

"მგონი, ყველა ნორმალური ქართველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანაა, რომ საქართველომ დეკემბერში, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. რა უნდა გავაკეთოთ და რა ვადაში, ძალიან მკაფიოდ გვითხრეს - დეკემბრის ბოლომდე უნდა შევასრულოთ 12 პუნქტად ჩამოწერილი დავალება. წესით, ყველა ნორმალური ქართველი უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ ვაიძულოთ ,,ქართული ოცნება” ეს 12 პუნქტი შეასრულოს. ჩემი ღრმა რწმენით, სამჯერ ზღვა ხალხი რუსთაველზე სწორედ იმისთვის გამოვიდა, რომ არავინ გაბედოს ჩვენი რუსეთში დაბრუნების მცდელობა და რომ ჩვენ ვითხოვთ ევროპის სრულფასოვან წევრობას. თუმცა, გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა (რომლებიც თან კეკლუცობენ და პოლიტიკოსები არ ვართო იძახიან) გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა და თავები მინისტრებად გამოაცხადებინათ. რა თქმა უნდა, ეს ღიმილისმომგვრელი "ტექნიკური მთავრობანა" ჩავარდა. და მოხდა ის რასაც, ვამბობდი რამდენიმე დღის წინ - ეს გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ “ქართულ ოცნებას” გაძლიერებაში. დღეს "ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული. ეს ხო ფაქტია? რატომ მოხდა ასე - რატომ გადაუგდეს მაშველი რგოლი გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა ხელისუფლებას? შეგნებულად გააკეთეს ეს თუ შეუგნებლად? ამაზე მარჩიელობა არ მინდა. ფაქტია, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით და რაც მარტივად გასათვლელი იყო, ის მოხდა.

ვითარება მარტივია - თუ გვინდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა შევასრულებინოთ ხელისუფლებას 12 პუნქტი. სათანამშრომლოა, უნდა ვითანამშრომლოთ, საჩხუბარია, უნდა ვიჩხუბოთ, ქუჩაში დასადგომია, ქუჩაში უნდა ვიდგეთ. ერთადერთი მოთხოვნით ამ 6 თვის მანძილზე - ხელისუფლებამ შეასრულოს 12 დავალება! მეტი მოთხოვნა ამ თვეების მანძილზე არ უნდა გვქონდეს ნორმალურ ადამიანებს. "ტექნიკური მთავრობის" მოთხოვნა და მსგავსი სახლობანა მოთხოვნები, უნდა დავივიწყოთ ეს პერიოდი, ისევ ისეთ უცნაურ მდგომარეობაში რომ არ ჩაიგდონ მოთხოვნების ავტორებმა თავები. 12 დავალების შესრულება 6 თვეში - ესაა მთავარზე უმთავრესი ამ პერიოდში! ჩვენ, პარტია "მოქალაქეები" ამით ვიქნებით მხოლოდ დაკავებულები! საქართველო არის ევროპა! საქართველოს იქნება პოლიტიკურადაც ევროპის სრულფასოვანი ნაწილი! საქართველო აღარასოდეს იქნება რუსეთი!“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.