პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ რაც ვიხილეთ ცხადყოფს იმას, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ" - კობახიძე
"გუშინ რაც ვიხილეთ ცხადყოფს იმას, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ" - კობახიძე

გუ­შინ რაც ვი­ხი­ლეთ სამ­წუ­ხა­როდ, ცხად­ყოფს იმას, რომ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა ამ ადა­მი­ა­ნებს სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ და პი­რი­ქით, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბენ. მათ ინ­ტე­რე­სებ­შია აშ­კა­რად, რომ სა­ქარ­თვე­ლომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არც დე­კემ­ბერ­ში მი­ი­ღოს, თუმ­ცა ჩვენ ყვე­ლა­ფერს სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვა­კე­თებთ, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მმარ­თველ გუნდში შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, სა­დაც გეგ­მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

"რაც შე­ე­ხე­ბა პერ­სპექ­ტი­ვებს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოპ­ტი­მის­ტუ­რია, თუ არა­ოპ­ტი­მის­ტუ­რი -ვნა­ხოთ, ამას ყვე­ლა­ფერს მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა აჩ­ვე­ნებს. ჩვენ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­მოქ­მე­დებთ და ამ ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 12-ვე პუნ­ქტის შე­სას­რუ­ლებ­ლად ყვე­ლა ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გმე­ბა. ეს არის ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს არა­ოპ­ტი­მის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეს, თუმ­ცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ვი­მოქ­მე­დებთ,“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს რის­კე­ბი იმი­სა, რომ ოპო­ზი­ცი­ამ ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღოს.

"რა თქმა უნდა, რის­კე­ბი არ­სე­ბობს ამ თვალ­საზ­რი­სით, რომ მათ ამ გეგ­მის აღ­სრუ­ლე­ბა­ში კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღონ და ეს პუნ­ქტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ იმი­სათ­ვის, რომ პი­რი­ქით, პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად უარ­ყო­ფი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თონ, რათა სა­ქარ­თვე­ლომ დე­კემ­ბერ­ში კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მი­ი­ღოს. ეს მო­ტი­ვა­ცია, რა თქმა უნდა, მათ თი­თო­ე­ულ ქმე­დე­ბა­ში იკ­ვე­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რის­კე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა ჩვენ ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დებთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ 6 თვის თავ­ზე კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს. შე­იძ­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც გუ­შინ იყო შეკ­რე­ბი­ლი, ამის სა­პი­რის­პი­რო მი­ზა­ნი ჰქონ­დეს, მაგ­რამ ჩვენ ჩვენს მი­ზანს გავ­ყვე­ბით,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
0

დაიღალა ხალხი ნაც ქოცების ერთობლივი სპექტაკლებით, დაალაგეთ ქვეყანა ისე რომ ხალხი კი არ გარბოდეს არამედ წასულებიც უკან ბრუნდებოდნენ, ეს ევალება ხელისუფლებას და ოპოზიციასაც და არა ეს გაუთავებელი ხალხის ნერვებზე თამაში!

ჯიქია
0

იმათ შეიძლება არ აინტერესებდეთ მაგრამ შენ მეტს უნდა აკეთებდე ქვეყნის განვითარებისთვის, ხალხი მშიერია და უკეთესი მომავლის იმედით გამოვიდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"გუშინ რაც ვიხილეთ ცხადყოფს იმას, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ" - კობახიძე

"გუშინ რაც ვიხილეთ ცხადყოფს იმას, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ" - კობახიძე

გუშინ რაც ვიხილეთ სამწუხაროდ, ცხადყოფს იმას, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ და პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. მათ ინტერესებშია აშკარად, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიიღოს, თუმცა ჩვენ ყველაფერს საპირისპირო მიმართულებით გავაკეთებთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ შემუშავებული ვალდებულებების შესასრულებლად მმართველ გუნდში შეხვედრა გაიმართა, სადაც გეგმის რეალიზაციის დეტალები განიხილეს.

"რაც შეეხება პერსპექტივებს, დამოკიდებულება ოპტიმისტურია, თუ არაოპტიმისტური -ვნახოთ, ამას ყველაფერს მოვლენების განვითარება აჩვენებს. ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, 12-ვე პუნქტის შესასრულებლად ყველა ნაბიჯი გადაიდგმება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შეიძლება ვინმეს არაოპტიმისტური დამოკიდებულება ჰქონდეს, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობის მიხედვით ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, არსებობს რისკები იმისა, რომ ოპოზიციამ ევროკომისიის მიერ შემუშავებული ვალდებულებების შესრულებაში კონსტრუქციული მონაწილეობა არ მიიღოს.

"რა თქმა უნდა, რისკები არსებობს ამ თვალსაზრისით, რომ მათ ამ გეგმის აღსრულებაში კონსტრუქციული მონაწილეობა არ მიიღონ და ეს პუნქტები გამოიყენონ იმისათვის, რომ პირიქით, პროცესი მაქსიმალურად უარყოფითი მიმართულებით წარმართონ, რათა საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ეს მოტივაცია, რა თქმა უნდა, მათ თითოეულ ქმედებაში იკვეთება. შესაბამისად, რისკები არსებობს, თუმცა ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ 6 თვის თავზე კანდიდატის სტატუსი მიიღოს. შეიძლება იმ ადამიანებს, ვინც გუშინ იყო შეკრებილი, ამის საპირისპირო მიზანი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენს მიზანს გავყვებით,“ - განაცხადა კობახიძემ.