სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:58-ზე, მთვარე კუროშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. დღეს ადამიანი მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
22 წლის დანიელმა თავდამსხმელმა 3 ადამიანი იმსხვერპლა - რა მოხდა კოპენჰაგენის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში?
22 წლის დანიელმა თავდამსხმელმა 3 ადამიანი იმსხვერპლა -  რა მოხდა კოპენჰაგენის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში?

3 ივ­ლისს, და­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შე­იჭ­რა და ხალ­ხს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და­ეს­ხა თავს. მა­სობ­რი­ვი სრო­ლის შე­დე­გად, სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, სამი კი მძი­მედ და­შავ­და. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის უდი­დეს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "ფილდსში" გახ­სნა. პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ­მა ინ­სპექ­ტორ­მა სო­რენ თო­მა­სენ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ და­ღუ­პულ­თა შო­რის ორი ახალ­გაზ­რდა - 17 წლის ქალ-ვაჟი და ერ­თიც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე 47 წლის მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც და­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და. მი­სი­ვე თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლია კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მათ­გან 3 მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

კა­მე­რამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლი და­ა­ფიქ­სი­რა, რო­მე­ლიც სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მოძ­რა­ობ­და

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, 22 წლის ეთ­ნი­კუ­რად და­ნი­ე­ლი მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც უკვე და­ა­კა­ვეს და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი დამ­ნა­შა­ვეა. მას ხელთ ჰქონ­და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და ამა­ვე ია­რა­ღის საბ­რძო­ლო მა­სა­ლა", - აცხა­დებს ინ­სპექ­ტო­რი სო­რენ თო­მა­სე­ნი. თო­მა­სენ­მა უარი თქვა თავ­დას­ხმის მო­ტივ­ზე სა­უბ­რის­გან, მაგ­რამ თქვა, რომ პო­ლი­ცია არ გა­მო­რი­ცხავს, ეს "ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი" ყო­ფი­ლი­ყო.

ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა, რო­მე­ლიც სრო­ლის დროს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბო­და, თქვა, რომ იქ მყო­ფებს თავ­და­პირ­ვე­ლად ეგო­ნათ, რომ არე­უ­ლო­ბა ქურ­დო­ბის გამო და­ი­წყო:

"ხალ­ხს ჯერ ეგო­ნა, რომ ქურ­დი იყო, შემ­დეგ უცებ სრო­ლის ხმა გა­ვი­გე და მა­ღა­ზი­ის დახ­ლის უკან ჩავ­ხტი", - ამ­ბობს რიკე ლე­ვან­დოვ­სკი TV2-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მისი თქმით, თავ­დამ­სხმე­ლი პირ­და­პირ ადა­მი­ა­ნებს ეს­რო­და:

"ჭერ­ში ან ია­ტაკ­ზე კი არ ის­რო­და, ხალ­ხის­კენ ჰქონ­და ია­რა­ღი მი­მარ­თუ­ლი".

მე­ო­რე თვითმხილ­ველ­მა კი ასე და­ა­ხა­სი­ა­თა თავ­დამ­სხმე­ლი:

"ის აგ­რე­სი­უ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ჩან­და. ყვი­რი­ლით დარ­ბო­და, შემ­დეგ ია­რა­ღი აიღო და შუშა ჩა­ლე­წა. სა­ხე­ზე ეტყო­ბო­და, რომ ამა­ყობ­და თა­ვი­სი ჩა­დე­ნი­ლით".

პო­ლი­ცი­ამ ად­გილ­ზე მყო­ფებს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში დარ­ჩე­ნა ურ­ჩია და სთხო­ვა, დახ­მა­რე­ბას და­ლო­დე­ბოდ­ნენ.

"და­ნი­ას, კვი­რას ღა­მით სას­ტიკ თავ­დას­ხმას­თან გამ­კლა­ვე­ბა მო­უ­წია. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და კი­დევ უფრო მეტი და­შავ­და. და­ზა­რალ­დნენ უდა­ნა­შა­უ­ლო ოჯა­ხე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი და მო­ზარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ყიდ­ლებ­ზე ან საჭ­მე­ლად იყ­ვნენ გა­სუ­ლე­ბი", - ამ­ბობს და­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მეტე ფრედ­რიკ­სე­ნი გან­ცხა­დე­ბა­ში.

"გა­უ­გე­ბა­რია და გულ­სატ­კე­ნი. ჩვე­ნი ლა­მა­ზი და რო­გორც წესი, უსაფრ­თხო დე­და­ქა­ლა­ქი წა­მის მე­ა­სედ­ში შე­იც­ვა­ლა", - და­ნა­ნე­ბით ამა­ტებს ის.

სა­ვაჭ­რო ცენ­ტრთან ახ­ლოს ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღერ­ლის, ჰარი სტა­ილ­ზის კონ­ცერ­ტი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ გა­უქ­მდა.

"კო­პე­ნ­ჰა­გე­ლებ­თან ერ­თად მეც მო­მიკ­ვდა გული. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ქა­ლა­ქი. აქა­უ­რი ხალ­ხი ისე­თი თბი­ლი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სეა. მსხვერ­პლთა ოჯა­ხე­ბი­სა და სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მწუ­ხა­რე­ბას ვი­ზი­ა­რებ", - წერს სტა­ილ­ზი "ტვი­ტერ­ზე". მან თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს შოუს გა­უქ­მე­ბის გამო ბო­დი­ში მო­უ­ხა­და და ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა სთხო­ვა.

კადრში ჩანს, რო­გორ მიჰ­ყავს პო­ლი­ცი­ას თავ­დას­ხმა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მა­მა­კა­ცი

წყა­რო:bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ohoo
42

ესეც თქვენი უსაფრთხო და სანატრელი ევროპა!!?

ხარახურა.
47

მთელი სიჩქარით, წინ ევროპისკენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მოქალაქეები მაცხოვრის შობის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ

22 წლის დანიელმა თავდამსხმელმა 3 ადამიანი იმსხვერპლა - რა მოხდა კოპენჰაგენის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში?

22 წლის დანიელმა თავდამსხმელმა 3 ადამიანი იმსხვერპლა -  რა მოხდა კოპენჰაგენის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში?

3 ივლისს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა და ხალხს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს. მასობრივი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი კოპენჰაგენის უდიდეს სავაჭრო ცენტრ "ფილდსში" გახსნა. პოლიციის მთავარმა ინსპექტორმა სორენ თომასენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაღუპულთა შორის ორი ახალგაზრდა - 17 წლის ქალ-ვაჟი და ერთიც რუსეთის მოქალაქე 47 წლის მამაკაცია, რომელიც დანიაში ცხოვრობდა. მისივე თქმით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია.

კამერამ შეიარაღებული თავდამსხმელი დააფიქსირა, რომელიც სავაჭრო ცენტრში მოძრაობდა

ეჭვმიტანილი, 22 წლის ეთნიკურად დანიელი მამაკაცია, რომელიც უკვე დააკავეს და განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.

"დარწმუნებულები ვართ, რომ დაკავებული მამაკაცი დამნაშავეა. მას ხელთ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და ამავე იარაღის საბრძოლო მასალა", - აცხადებს ინსპექტორი სორენ თომასენი. თომასენმა უარი თქვა თავდასხმის მოტივზე საუბრისგან, მაგრამ თქვა, რომ პოლიცია არ გამორიცხავს, ეს "ტერორისტული აქტი" ყოფილიყო.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელიც სროლის დროს სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა, თქვა, რომ იქ მყოფებს თავდაპირველად ეგონათ, რომ არეულობა ქურდობის გამო დაიწყო:

"ხალხს ჯერ ეგონა, რომ ქურდი იყო, შემდეგ უცებ სროლის ხმა გავიგე და მაღაზიის დახლის უკან ჩავხტი", - ამბობს რიკე ლევანდოვსკი TV2-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, თავდამსხმელი პირდაპირ ადამიანებს ესროდა:

"ჭერში ან იატაკზე კი არ ისროდა, ხალხისკენ ჰქონდა იარაღი მიმართული".

მეორე თვითმხილველმა კი ასე დაახასიათა თავდამსხმელი:

"ის აგრესიული და გაბრაზებული ჩანდა. ყვირილით დარბოდა, შემდეგ იარაღი აიღო და შუშა ჩალეწა. სახეზე ეტყობოდა, რომ ამაყობდა თავისი ჩადენილით".

პოლიციამ ადგილზე მყოფებს სავაჭრო ცენტრში დარჩენა ურჩია და სთხოვა, დახმარებას დალოდებოდნენ.

"დანიას, კვირას ღამით სასტიკ თავდასხმასთან გამკლავება მოუწია. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და კიდევ უფრო მეტი დაშავდა. დაზარალდნენ უდანაშაულო ოჯახები, ახალგაზრდები და მოზარდები, რომლებიც საყიდლებზე ან საჭმელად იყვნენ გასულები", - ამბობს დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედრიკსენი განცხადებაში.

"გაუგებარია და გულსატკენი. ჩვენი ლამაზი და როგორც წესი, უსაფრთხო დედაქალაქი წამის მეასედში შეიცვალა", - დანანებით ამატებს ის.

სავაჭრო ცენტრთან ახლოს ბრიტანელი მომღერლის, ჰარი სტაილზის კონცერტი უნდა გამართულიყო, რომელიც ტრაგედიის შემდეგ გაუქმდა.

"კოპენჰაგელებთან ერთად მეც მომიკვდა გული. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. აქაური ხალხი ისეთი თბილი და სიყვარულით სავსეა. მსხვერპლთა ოჯახებისა და სხვა დაზარალებულების მწუხარებას ვიზიარებ", - წერს სტაილზი "ტვიტერზე". მან თაყვანისმცემლებს შოუს გაუქმების გამო ბოდიში მოუხადა და ერთმანეთზე ზრუნვა სთხოვა.

კადრში ჩანს, როგორ მიჰყავს პოლიციას თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი

წყარო:bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა