"ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე, გუშინ მის მიერ საჯაროდ გამოთქმული უხამსი გამონათქვამების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
"პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია" - წერს სამხარაძე "ფეისბუქში".
ცნობისთვის, სამხარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებსა და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს უხამსი სიტყვებით მიმართა. შესაბამისი ვიდეო მან სოციალურ ქსელში ატვირთა, მოგვიანებით კი წაშალა. მანამდე მან Facebook-ზე დაწერა: "10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს“.