მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაველაშვილი-ხუნდაძე-სუბარის მორიგი განცხადება
ყაველაშვილი-ხუნდაძე-სუბარის მორიგი განცხადება

ევ­რო­კავ­ში­რის მიერ დად­გე­ნი­ლი თი­თო­ე­უ­ლი პუნ­ქტი, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვი­დან, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გეგ­მის 1/12 ნა­წი­ლად უნდა გან­ვი­ხი­ლოთ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და მათი პარტნი­ო­რე­ბი თან­მიმ­დევ­რუ­ლად ეც­დე­ბი­ან გეგ­მის თი­თო­ე­უ­ლი პუნ­ქტი დე­კემ­ბრის ბო­ლოს­თვის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის შე­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის სო­ზარ სუ­ბა­რის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე და სო­ზარ სუ­ბა­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ დე­კემ­ბერ­ში მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია და წლის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არა­ვინ მი­ა­ნი­ჭებს, თუმ­ცა, "ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა აჩ­ვე­ნოს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია მის­თვის მყა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სა­თა­ნა­დოდ მუ­შა­ობს“.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პა­რას­კევს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭომ შე­ი­მუ­შა­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ დად­გე­ნი­ლი 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. გეგ­მა­ში დე­ტა­ლუ­რად არის ასა­ხუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გა­და­სად­გმე­ლი თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვა­დე­ბის მი­თი­თე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­მოდ­გე­ნილ­მა გეგ­მამ სა­ბა­ბიც კი არ და­ტო­ვა იმის სათ­ქმე­ლად, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კან­დი­და­ტო­ბის თე­მას გულ­გრი­ლად ეკი­დე­ბა და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას არ აპი­რებს, მოხ­და ზუს­ტად ის, რა­საც ვე­ლო­დით: გეგ­მის წარ­დგე­ნის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან, ოპო­ზი­ცი­ის­გან და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი "ენ­ჯე­ო­ე­ბის­გან“ გვეს­მის არ­გუ­მენ­ტე­ბის­გან სრუ­ლად დაც­ლი­ლი სა­უბ­რე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გეგ­მა მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას არ აპი­რე­ბენ.

აქე­დან კი­დევ ერთხელ ჩანს, რომ კან­დი­და­ტის თემა მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­ერ­თოდ არაა, უფრო სწო­რად, მხო­ლოდ იმ კუ­თხი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არც დე­კემ­ბერ­ში მი­ე­ნი­ჭოს. სწო­რად ამა­ში ხე­და­ვენ ისი­ნი სა­კუ­თარ ერ­თა­დერთ შანსს, ქვე­ყა­ნა, მა­თი­ვე ტერ­მი­ნით რომ ვთქვათ, "წა­ლე­კონ“, ანუ არე­უ­ლო­ბა­სა და ომში გახ­ვი­ონ. გარ­და ამი­სა, წარ­დგე­ნილ გეგ­მა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის პირ­ვე­ლი­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბი­სას რაც არ უნდა გა­ა­კე­თოს, რო­გო­რი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბიც არ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, ამ ძა­ლის­ხმე­ვას მას მა­ინც არა­ვინ და­უ­ფა­სებს და ჩა­უთ­ვლის.

პი­რი­ქით, თი­თო­ე­უ­ლი პუნ­ქტი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც მო­რი­გი სა­ბა­ბი ქვე­ყა­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ამ თვალ­საზ­რი­სით, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ დად­გე­ნი­ლი თი­თო­ე­უ­ლი პუნ­ქტი, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვი­დან, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გეგ­მის 1/12 ნა­წი­ლად უნდა გან­ვი­ხი­ლოთ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და მისი შიდა და გარე პარტნი­ო­რე­ბი თან­მიმ­დევ­რუ­ლად ეც­დე­ბი­ან, გეგ­მის თი­თო­ე­უ­ლი პუნ­ქტი დე­კემ­ბრის ბო­ლოს­თვის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის შე­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ.

მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა, მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნი­ლი გეგ­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, დე­კემ­ბერ­ში მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია და წლის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არა­ვინ მი­ა­ნი­ჭებს. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა აჩ­ვე­ნოს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია მის­თვის მყა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, მის გა­სა­კე­თე­ბელს სა­თა­ნა­დოდ აკე­თებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით, უნდა გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ობი­ექ­ტურ შემ­ფა­სე­ბელს კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე უა­რის თქმის სა­ბაბ­საც კი არ და­უ­ტო­ვებს. და­სას­რულს, აღ­ვნიშ­ნავთ, რომ რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის რე­სურ­სი არც ახლა აქვს და არც დე­კემ­ბერ­ში ექ­ნე­ბა. ქვეყ­ნის არე­ვას და ომში ჩათ­რე­ვას ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ შეძ­ლე­ბენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ამა­ში თა­ვის წვლილს ჩვენს მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯიც შე­ი­ტანს“, - ნათ­ქვა­მია პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
3

ისა, და , პატრუშევის და ნაძმოს ქმედებები ომში ჩართვის ესკალაციის ღონისძიებების ჩატარების სინქრონში რატომ აღმოჩნდა ? ევროდეპუტაციის აღმოსავლეთ ფრთის პოსტგორბაჩიოვისეული სასტავისაც, კუბილასი, რასა , ეგეთეგეთები ? კრემლს გრძელი ხელი აქვს, მაგათ პლეხანოვს მექსიკაში გაუხეთქეს თავი და სააკაკოს ბოღმა თუ აქვთ, წასულია მაგის საქმე !

დეპუტატები თვლით
20

ეს სამნი რატო არიან, ორი რო ყოფილიყო, ან სულაც ოთხი. კობახიძემ დათვალა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ყაველაშვილი-ხუნდაძე-სუბარის მორიგი განცხადება

ყაველაშვილი-ხუნდაძე-სუბარის მორიგი განცხადება

ევროკავშირის მიერ დადგენილი თითოეული პუნქტი, რადიკალური ოპოზიციის პერსპექტივიდან, რევოლუციური გეგმის 1/12 ნაწილად უნდა განვიხილოთ. "ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივი განცხადებაშია ნათქვამი.

მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი დარწმუნებულები არიან, რომ დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს, თუმცა, "ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად სათანადოდ მუშაობს“.

"როგორც მოგეხსენებათ, პარასკევს "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შეიმუშავა და საზოგადოებას წარუდგინა კონკრეტული გეგმა ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ. გეგმაში დეტალურად არის ასახული რეფორმების განსახორციელებლად გადასადგმელი თითოეული ნაბიჯი, პასუხისმგებელი სუბიექტებისა და განხორციელების ვადების მითითებით. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილმა გეგმამ საბაბიც კი არ დატოვა იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება კანდიდატობის თემას გულგრილად ეკიდება და მიზნის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, მოხდა ზუსტად ის, რასაც ველოდით: გეგმის წარდგენის პირველივე წუთებიდან, ოპოზიციისგან და მასთან დაკავშირებული "ენჯეოებისგან“ გვესმის არგუმენტებისგან სრულად დაცლილი საუბრები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული გეგმა მათთვის მიუღებელია და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კანდიდატის თემა მათთვის საინტერესო საერთოდ არაა, უფრო სწორად, მხოლოდ იმ კუთხითაა საინტერესო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიენიჭოს. სწორად ამაში ხედავენ ისინი საკუთარ ერთადერთ შანსს, ქვეყანა, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ, "წალეკონ“, ანუ არეულობასა და ომში გახვიონ. გარდა ამისა, წარდგენილ გეგმაზე რადიკალური ოპოზიციის პირველივე რეაქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებისას რაც არ უნდა გააკეთოს, როგორი ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცვლილებებიც არ უნდა განახორციელოს, ამ ძალისხმევას მას მაინც არავინ დაუფასებს და ჩაუთვლის.

პირიქით, თითოეული პუნქტი გამოყენებული იქნება როგორც მორიგი საბაბი ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის მიერ დადგენილი თითოეული პუნქტი, რადიკალური ოპოზიციის პერსპექტივიდან, რევოლუციური გეგმის 1/12 ნაწილად უნდა განვიხილოთ. "ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შიდა და გარე პარტნიორები თანმიმდევრულად ეცდებიან, გეგმის თითოეული პუნქტი დეკემბრის ბოლოსთვის რევოლუციური სცენარის შესამზადებლად გამოიყენონ.

მიუხედავად ჩვენი საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის წარდგენილი გეგმის შესასრულებლად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. დარწმუნებული ვართ, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს. ხელისუფლებამ, საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს. დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურსი არც ახლა აქვს და არც დეკემბერში ექნება. ქვეყნის არევას და ომში ჩათრევას ეს ადამიანები ვერ შეძლებენ. დარწმუნებული ვართ, ამაში თავის წვლილს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯიც შეიტანს“, - ნათქვამია პარლამენტის წევრების განცხადებაში.