მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება, მაგრამ ეს მანდატის დატოვების საფუძველი ვერ გახდება" - მიხეილ სარჯველაძე დიმიტრი სამხარაძის უცენზურო გამონათქვამებზე
"იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება, მაგრამ ეს მანდატის დატოვების საფუძველი ვერ გახდება" - მიხეილ სარჯველაძე დიმიტრი სამხარაძის უცენზურო გამონათქვამებზე

ეს იყო გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლიც ვი­ხი­ლეთ და არ იყო სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვი ნამ­დვი­ლად, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძის მიერ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით უცენ­ზუ­რო გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

მისი თქმით, დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ არის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა, რო­მელ­საც თა­ვად ამარ­თლებს და ეს ნამ­დვი­ლად არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო, თუმ­ცა არ მი­იჩ­ნევს, რომ ეს მან­და­ტის და­ტო­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია.

"ნამ­დვი­ლად არ მიქ­მნის დის­კომ­ფორ­ტს ის, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ­ჩე­ულ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დე მან­დატს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ხატ­ვის ფორ­მას, რო­მე­ლიც უცენ­ზუ­როა, ნამ­დვი­ლად არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო, მაგ­რამ გან­ზო­გა­დე­ბა, რომ ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყვე­ლა წევ­რის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მცდა­რი იქ­ნე­ბა. ასე­ვე არას­წო­რი იქ­ნე­ბა ვინ­მეს და­მუ­ნა­თე­ბა იმის გამო, რომ ვინც ასეთ ფორ­მებს მი­მარ­თავს, მის გვერ­დით პარ­ლა­მენ­ტში ჯდო­მა უხერ­ხუ­ლია,“ - გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძემ პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ ოფის­თან მი­სულ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უხამ­სი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა. შე­სა­ბა­მი­სი ვი­დეო მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი წა­შა­ლა. მა­ნამ­დე მან Facebook-ზე და­წე­რა: "10 კაცი ვართ ოფის­ში! გე­ლო­დე­ბით დორ­ბლი­ა­ნის მო­ნებს“.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
1

სარჯველაძეს ერთი შეკითხვა: "ოცნების" შეკრებაზე, ქუჩაში, ვინმემ რომ ქოცები აგინოს, დაიჭერთ თუ ადამიანურ სისუსტეში ჩაუთვლით.

უპატრონო ქვეყანა
4

რა გიკვირთ ?, ქვეყანაში ,სადაც პარლამენტის სხდომაზე იგინება ოცნების დებუტატი არა ერთხელ და ამათ უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება, მაგრამ ეს მანდატის დატოვების საფუძველი ვერ გახდება" - მიხეილ სარჯველაძე დიმიტრი სამხარაძის უცენზურო გამონათქვამებზე

"იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება, მაგრამ ეს მანდატის დატოვების საფუძველი ვერ გახდება" - მიხეილ სარჯველაძე დიმიტრი სამხარაძის უცენზურო გამონათქვამებზე

ეს იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება, რომელიც ვიხილეთ და არ იყო სასიამოვნო სანახავი ნამდვილად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ უმრავლესობის წევრის, დიმიტრი სამხარაძის მიერ აქციის მონაწილეებისა და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის მისამართით უცენზურო გამონათქვამების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, დიმიტრი სამხარაძის გუშინდელი განცხადებები არ არის გამოხატვის ფორმა, რომელსაც თავად ამართლებს და ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს მანდატის დატოვების საფუძველია.

"ნამდვილად არ მიქმნის დისკომფორტს ის, რომ პარლამენტში არჩეულ ადამიანებთან ერთად ვახორციელებდე მანდატს. რაც შეეხება გამოხატვის ფორმას, რომელიც უცენზუროა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ განზოგადება, რომ ეს "ქართული ოცნების“ ყველა წევრისთვის არის დამახასიათებელი, მცდარი იქნება. ასევე არასწორი იქნება ვინმეს დამუნათება იმის გამო, რომ ვინც ასეთ ფორმებს მიმართავს, მის გვერდით პარლამენტში ჯდომა უხერხულია,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებსა და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს უხამსი სიტყვებით მიმართა. შესაბამისი ვიდეო მან სოციალურ ქსელში ატვირთა, მოგვიანებით კი წაშალა. მანამდე მან Facebook-ზე დაწერა: "10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს“.