ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე, საზოგადოებრივ საქმიანობას უბრუნდება.
"კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით: ეკვილიბრიუმი, რომელმაც 1500 სოფელი მოიარა, აახლებს რეგიონულ ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას. წინ 500 ბიბლიოთეკა", - წერს კეკელიძე "ფეისბუქში".
ინფორმაციისთვის, გიორგი კეკელიძეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკურნალობდა.