აქცია „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორები და მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავენ.
აქციის მონაწილეების ნაწილი, რომელმაც ღამე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა, ხმაურით, სტვენითა და დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით გამოხატავს პროტესტს ევროპულ არჩევანთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ. მათ ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშა უჭირავთ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ყოველ ორშაბათს მთავრობის სხდომა იმართება, ამიტომ, სურთ, დღევანდელი პროტესტით მთავრობის წევრები გააღვიძონ და კიდევ ერთხელ გააგონონ მოქალაქეების ხმა.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათთან მივიდნენ სუს-ის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ თუ მალე არ დაიშლებიან, დააკავებენ. მიუხედავად მოწოდებისა, აქციის მონაწილეები კვლავ ხმაურითა და შეძახილებით აგრძელებენ პროტესტს და დაშლას არ აპირებენ.
ნუ ბრიყვდებით..მაქარასნაირი გველები ყველგან გაიტანენ თავს და სამარცხვინოდ ნუ იხდით,მართლა თავს.რამე დაიტოვეთ წმინდა,საკუთარ თავებში.მართლა სირცხვილია.
რა მოსაბეზრებელია 30 წელია ამ კინოს ყურება, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა და რევანში სწყურია, აიყოლიებენ გამოუცდელ ბავშვებს.სინდის-ნამუსი არა აქვთ. ევროპამ გითხრათ"დეპოლარიზაცია" (ერთად დასხედით და მორიგდითო) და არა პოლარიზაცია, რასაც აკეთებთ და ტვინს ურევთ ახალგაზრდებს.ღირსია ოცნება თქვენ რომ ამდენს გაბედვინებთ, თქვენ რომ იყავით აი, ისეთი მთავრობა უნდა გვყავდეს და ვინ რომელ ცივ, ნესტიან სარდაფში ეყრებოდნენ ნახავდით.