უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, უკრაინის ქალაქების ყოველდღიური დაბომბვების ფონზე, უკრაინელებმა "არ იციან, გაიღვიძებენ თუ არა ხვალ", - ამის შესახებ ზელენსკამ იტალიური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენი ხალხი, ჩვენი შვილები იძინებენ და არ იციან, გაიღვიძებენ თუ არა ხვალ", - განაცხადა ზელენსკამ.
კითხვაზე, ეშინია თუ არა სიკვდილის, პირველმა ლედიმ უპასუხა, რომ მას უფრო მეტად ეშინია იმ ადამიანების, რომლებიც სხვის სიცოცხლეს არ აფასებენ.
"მე უფრო მეტად მეშინია ადამიანების, რომელთაც არ აღელვებთ მათი სიცოცხლე. ეს ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ სხვისი სიცოცხლე, რადგან არ აფასებენ საკუთარს. ეს არის განსხვავება ჩვენსა და რუს დამპყრობლებს შორის - თითოეული სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ზელენსკამ.