პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
მსოფლიო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მქონდა კამერასთან მუშაობის გამოცდილება... მეშინოდა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ჩცდ-ის მაყურებლის ფავორიტი გმირი, ლელა? - ნანცო ცხვირაშვილის რეალური ცხოვრება
"არ მქონდა კამერასთან მუშაობის გამოცდილება... მეშინოდა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ჩცდ-ის მაყურებლის ფავორიტი გმირი, ლელა? - ნანცო ცხვირაშვილის რეალური ცხოვრება

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" კი­დევ ერთი სე­ზო­ნი დას­რულ­და. ფი­ნა­ლურ ეპი­ზო­დებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ ნა­წილს, სა­დაც ჩანს რო­გორ ჩა­არ­ტყამს ბა­ქარს ცოლი ტა­ფას, მი­ყე­ნე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლი­სა და ბუ­ლინ­გის შემ­დეგ.

ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძის გმი­რის პარტნი­ო­რი, ლე­ლას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მსა­ხი­ო­ბი ნან­ცო ცხვი­რაშ­ვი­ლია.

ის ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. Ambebi.ge-ის ის რამ­დე­ნი­მე თვის წინ ესა­უბ­რა და გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ჩვენს არ­ქივ­ში შე­ნა­ხუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან.

- ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბის­თვის სა­ოც­ნე­ბო ზარი მქონ­და - ქალ­ბა­ტონ­მა ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ და­მი­რე­კა. ამ რო­ლის­თვის მსა­ხი­ობ გო­გოს ეძებ­დნენ. თეკ­ლა ჯა­ვა­ხა­ძემ გა­მი­წია რე­კო­მენ­და­ცია და დიდი მად­ლო­ბა მას ასე­თი ნდო­ბის­თვის. შემ­დეგ, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სცე­ნა­რი გად­მო­მიგ­ზავ­ნეს, ჩავ­წე­რე სინ­ჯი და გა­ვაგ­ზავ­ნე. მთე­ლი ეს ის­ტო­რია ჩემ­თვის იღ­ბლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით რომ დას­რულ­და, უკვე თქვენ და ჩცდ-ს მა­ყუ­რე­ბელ­მაც იცის.

- თქვე­ნი თა­მა­ში და­მა­ჯე­რე­ბე­ლია - ბევ­რს მო­ე­წო­ნა... თა­ვად რას იტყვით პერ­სო­ნაჟ­ზე?

- მი­ხა­რია, თუ ეს ასეა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს მა­ინც მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­და­წყვეტს... ჩემს პერ­სო­ნაჟს რაც შე­ე­ხე­ბა, პერ­სპექ­ტი­უ­ლი გოგო მგო­ნია, ვნა­ხოთ, რა გზით გან­ვი­თარ­დე­ბა მისი ამ­ბა­ვი. ჯერ­ჯე­რო­ბით დე­დის რჩე­ვებს იზი­ა­რებს და თვი­თო­ნაც საკ­მა­ოდ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, მო­ზო­მი­ლი, თან, მე­ოც­ნე­ბე, ვი­თომ ცოტა გუ­ლუბ­რყვი­ლოც. ამ ეტაპ­ზე პა­ტა­რა სივ­რცე­შია და ამი­ტომ რთუ­ლია, მთლი­ა­ნად მისი ხა­სი­ა­თი გა­მოჩ­ნდეს, თუმ­ცა ამი­თაც სა­ინ­ტე­რე­სოა.

- სა­ნამ ამ სე­რი­ალ­ში მოხ­ვდე­ბო­დით, უყუ­რებ­დით თუ არა მას და გქო­ნი­ათ თუ არა სურ­ვი­ლი მას­ში თქვენც გე­თა­მა­შათ? აქვე რას იტყვით პარტნი­ო­რებ­ზე და გა­დამ­ღებ ჯგუფ­ზე?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ მომ­წონ­დეს და მო­ხიბ­ლუ­ლი არ ვიყო. ძა­ლი­ან მომ­წონს და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ყვე­ლა სე­ზონს ვუ­ყუ­რებ. რაც შე­ე­ხე­ბა პარტნი­ო­რებს და გა­დამ­ღებ ჯგუფს, ყვე­ლას უდი­დეს მად­ლო­ბას ვე­ტყვი. რად­გან რთუ­ლია, უცხო გა­რე­მო­ში დე­ბი­უ­ტი (არ მქონ­და კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა). მე­ში­ნო­და წარ­მოდ­გე­ნის - რო­გორ დამ­ხვდე­ბოდ­ნენ. რო­გო­რია ამ­დენ გა­მოც­დილ ადა­მი­ან­თან ერთი ამო­სუნ­თქვით შეხ­ვი­დე და ითა­მა­შო, ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი და­ა­მახ­სოვ­რო მა­ყუ­რე­ბელს, გა­ა­მარ­თლო. მაგ­რამ ისე მი­მი­ღეს, ისე­თი ატ­მოს­ფე­რო იყო, უცხოდ და გა­მო­უც­დე­ლად არ მიგ­რძვნია თავი. ესეც კარგ გა­მოც­დი­ლე­ბას მო­აქვს ალ­ბათ. მეც რომ არ ვთქვა, ფაქ­ტია, სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტია და სა­უ­კე­თე­სო გუნ­დის გა­რე­შე ვერ გა­მო­ვი­დო­და, თან ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე ასე­თი რე­ი­ტინ­გით.

- თქვე­ნი გმი­რი საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი პერ­სო­ნის ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძის რჩე­უ­ლი გო­გო­ნაა... მოგ­წონთ ბა­ქა­რის პერ­სო­ნა­ჟი?

- ცალ­სა­ხად სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხეა, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი. ად­ვი­ლად ვერ ახ­სნი, რო­გო­რია და თუ ეპი­თე­ტია სა­ჭი­რო, ალ­ბათ უფრო პა­ტივ­მოყ­ვა­რე, კა­რი­ე­რის­ტი. მომ­წონს პარტნი­ო­რის რან­გში და არა ბა­ქა­რის ტიპი ცხოვ­რე­ბა­ში.

- ე.ი. ბუბა, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, კარ­გი პარტნი­ო­რია...

- პერ­სო­ნა­ლუ­რი მად­ლი­ე­რე­ბა ბუ­ბას. კარ­გი პარტნი­ო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუ მა­ყუ­რე­ბელს ჩემი პერ­სო­ნა­ჟიც მო­ე­წო­ნა. მის­მა ბუ­ნებ­რი­ვო­ბამ გა­მა­თა­მა­მა.

- პრო­ფე­სი­ის გარ­და დროს რას უთ­მობთ?

- თა­ვი­სუ­ფალ დროს თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცი­ე­ბის შემ­დეგ, ან იქვე ვრჩე­ბით, ან სად­მე ახლო-მახ­ლო, ოღონდ, იგი­ვე შე­მად­გენ­ლო­ბით. მე­გობ­რე­ბის წრე­ში იმა­ვე თე­მებ­ზე ვაგ­რძე­ლებთ ლა­პა­რაკს, რა­ზეც კუ­ლის­ში ვლა­პა­რა­კობთ, ეზო­ში ან საგ­რი­მი­ო­რო­ში. მოკ­ლედ, თემა მა­ინც სულ ერ­თია - მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უკე­თე­სი სურ­ვი­ლე­ბი (მით უმე­ტეს, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში). მიყ­ვარს ასე­ვე გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი გარ­თო­ბა მყუდ­რო გა­რე­მო­ში და სიმ­ღე­რა. ასე­თია ჩემი ყო­ვე­ლი დღე, პი­რა­დიც და სა­ზო­გა­დოც. სულ ქუ­თა­ი­სის, მე­გობ­რე­ბის და თე­ატ­რის გა­რე­მოც­ვა­ში ვარ. გა­ე­ცა­ნით ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
3

თუ ამ "ზეთ" პერსონაჟს თამაშობ და სინამდვილეში ასეთიარ ხარ, მაშინ გადასარევი მსახიობი ხარ. 

თეკლა
2

კარგი გოგო ხარ. წარმატებები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

"არ მქონდა კამერასთან მუშაობის გამოცდილება... მეშინოდა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ჩცდ-ის მაყურებლის ფავორიტი გმირი, ლელა? - ნანცო ცხვირაშვილის რეალური ცხოვრება

"არ მქონდა კამერასთან მუშაობის გამოცდილება... მეშინოდა" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ჩცდ-ის მაყურებლის ფავორიტი გმირი, ლელა? - ნანცო ცხვირაშვილის რეალური ცხოვრება

პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" კიდევ ერთი სეზონი დასრულდა. ფინალურ ეპიზოდებს სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა, განსაკუთრებით კი იმ ნაწილს, სადაც ჩანს როგორ ჩაარტყამს ბაქარს ცოლი ტაფას, მიყენებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ბულინგის შემდეგ.

ბაქარ ორჯონიკიძის გმირის პარტნიორი, ლელას როლის შემსრულებელი, მსახიობი ნანცო ცხვირაშვილია.

ის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობია. Ambebi.ge-ის ის რამდენიმე თვის წინ ესაუბრა და გთავაზობთ ფრაგმენტს ჩვენს არქივში შენახული ინტერვიუდან.

- ყველა მსახიობისთვის საოცნებო ზარი მქონდა - ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა. ამ როლისთვის მსახიობ გოგოს ეძებდნენ. თეკლა ჯავახაძემ გამიწია რეკომენდაცია და დიდი მადლობა მას ასეთი ნდობისთვის. შემდეგ, ტრადიციულად, სცენარი გადმომიგზავნეს, ჩავწერე სინჯი და გავაგზავნე. მთელი ეს ისტორია ჩემთვის იღბლიანი გადაწყვეტილებით რომ დასრულდა, უკვე თქვენ და ჩცდ-ს მაყურებელმაც იცის.

- თქვენი თამაში დამაჯერებელია - ბევრს მოეწონა... თავად რას იტყვით პერსონაჟზე?

- მიხარია, თუ ეს ასეა, თუმცა ყველაფერს მაინც მაყურებელი გადაწყვეტს... ჩემს პერსონაჟს რაც შეეხება, პერსპექტიული გოგო მგონია, ვნახოთ, რა გზით განვითარდება მისი ამბავი. ჯერჯერობით დედის რჩევებს იზიარებს და თვითონაც საკმაოდ დაკვირვებულია, მოზომილი, თან, მეოცნებე, ვითომ ცოტა გულუბრყვილოც. ამ ეტაპზე პატარა სივრცეშია და ამიტომ რთულია, მთლიანად მისი ხასიათი გამოჩნდეს, თუმცა ამითაც საინტერესოა.

- სანამ ამ სერიალში მოხვდებოდით, უყურებდით თუ არა მას და გქონიათ თუ არა სურვილი მასში თქვენც გეთამაშათ? აქვე რას იტყვით პარტნიორებზე და გადამღებ ჯგუფზე?

- საქართველოში ყველაზე პოპულარული სერიალი როგორ შეიძლება არ მომწონდეს და მოხიბლული არ ვიყო. ძალიან მომწონს და პირველივე დღიდან ყველა სეზონს ვუყურებ. რაც შეეხება პარტნიორებს და გადამღებ ჯგუფს, ყველას უდიდეს მადლობას ვეტყვი. რადგან რთულია, უცხო გარემოში დებიუტი (არ მქონდა კამერასთან მუშაობის გამოცდილება). მეშინოდა წარმოდგენის - როგორ დამხვდებოდნენ. როგორია ამდენ გამოცდილ ადამიანთან ერთი ამოსუნთქვით შეხვიდე და ითამაშო, ახალი პერსონაჟი დაამახსოვრო მაყურებელს, გაამართლო. მაგრამ ისე მიმიღეს, ისეთი ატმოსფერო იყო, უცხოდ და გამოუცდელად არ მიგრძვნია თავი. ესეც კარგ გამოცდილებას მოაქვს ალბათ. მეც რომ არ ვთქვა, ფაქტია, საუკეთესო პროექტია და საუკეთესო გუნდის გარეშე ვერ გამოვიდოდა, თან ამდენი წლის მანძილზე ასეთი რეიტინგით.

- თქვენი გმირი საკმაოდ სკანდალური პერსონის ბაქარ ორჯონიკიძის რჩეული გოგონაა... მოგწონთ ბაქარის პერსონაჟი?

- ცალსახად საინტერესო სახეა, არაერთგვაროვანი. ადვილად ვერ ახსნი, როგორია და თუ ეპითეტია საჭირო, ალბათ უფრო პატივმოყვარე, კარიერისტი. მომწონს პარტნიორის რანგში და არა ბაქარის ტიპი ცხოვრებაში.

- ე.ი. ბუბა, როგორც მსახიობი, კარგი პარტნიორია...

- პერსონალური მადლიერება ბუბას. კარგი პარტნიორის დამსახურებაა, თუ მაყურებელს ჩემი პერსონაჟიც მოეწონა. მისმა ბუნებრივობამ გამათამამა.

- პროფესიის გარდა დროს რას უთმობთ?

- თავისუფალ დროს თეატრში რეპეტიციების შემდეგ, ან იქვე ვრჩებით, ან სადმე ახლო-მახლო, ოღონდ, იგივე შემადგენლობით. მეგობრების წრეში იმავე თემებზე ვაგრძელებთ ლაპარაკს, რაზეც კულისში ვლაპარაკობთ, ეზოში ან საგრიმიოროში. მოკლედ, თემა მაინც სულ ერთია - მესხიშვილის თეატრი და შემოქმედებითად უკეთესი სურვილები (მით უმეტეს, პანდემიის პირობებში). მიყვარს ასევე გასტრონომიული გართობა მყუდრო გარემოში და სიმღერა. ასეთია ჩემი ყოველი დღე, პირადიც და საზოგადოც. სულ ქუთაისის, მეგობრების და თეატრის გარემოცვაში ვარ. გაეცანით ინტერვიუს სრულად