პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუჩაში უქმად არ უნდა იარო. უსაქმურობით ვერაფერს მიაღწევ" - ობლობის პენსიით დაწყებული მეურნეობა და 16 წლის გურული ბიჭი ბიზნესითა და დიდი მიზნებით
"ქუჩაში უქმად არ უნდა იარო. უსაქმურობით ვერაფერს მიაღწევ" - ობლობის პენსიით დაწყებული მეურნეობა და 16 წლის გურული ბიჭი ბიზნესითა და დიდი მიზნებით

ლაშა-გი­ორ­გი კუ­ჭაშ­ვი­ლი 16 წლის არის, თუმ­ცა უკვე 4 წე­ლია, სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი, პერ­სპექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რდა ფერ­მე­რია. მარ­წყვს უვ­ლის და სა­ერ­თოდ, მათ ოჯახ­ში ამ კულ­ტუ­რის გა­შე­ნე­ბა-მოვ­ლა მისი იდე­ით და ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო. ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ია­ნე­ულ­ში ლაშა-გი­ორ­გის იც­ნო­ბენ რო­გორც შრო­მის­მოყ­ვა­რე, მი­ზან­და­სა­ხულ, მხი­ა­რულ ბიჭს. მარ­წყვის მოყ­ვა­ნის საქ­მე­ში ბევ­რი რჩე­ვა­საც სთხოვს.

  • ბი­ო­მარ­წყვის სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა ობ­ლო­ბის პენ­სი­ით გა­ა­შე­ნა. "და­ბა­დე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, მამა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა. ვაგ­რო­ვებ­დი ამ და­ნა­ზოგს და მერე იდეა გა­მიჩ­ნდა, მარ­წყვის ბიზ­ნე­სი წა­მო­მე­წყო, თა­ვი­დან მარ­წყვის 300 ძირი შე­ვი­ძი­ნე. ახლა თი­თო­ე­უ­ლი ნერ­გი ჩემ­თვის თით­ქმის შვი­ლი­ვი­თაა.

ბუ­ნე­ბა მა­ნამ­დეც მიყ­ვარ­და, მაგ­რამ რაც ეს საქ­მე წა­მო­ვი­წყე, მას მე­ტად და­ვუ­ახ­ლოვ­დი და შე­მიყ­ვარ­და. სა­ერ­თოდ ბუ­ნე­ბა, გა­რე­მო სა­ო­ცა­რი რა­მეა,“ - გვე­უბ­ნე­ბა ლაშა-გი­ორ­გი, რო­მელ­საც ზოგი არც უჯე­რებს, რომ მარ­წყვი მისი მოყ­ვა­ნი­ლია, თუმ­ცა რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. მთა­ვა­რია, გუ­ლით გინ­დო­დეს და ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წევ.

  • მხი­ა­რუ­ლი და მო­უს­ვე­ნა­რი ბიჭი, რო­მე­ლიც ასე­ვე კარ­გი მოს­წავ­ლეა, არა­ერთ პრო­ექ­ტშია ჩარ­თუ­ლი. სკო­ლა­ში მარ­წყვის სათ­ბუ­რიც აქვთ მო­წყო­ბი­ლი და გა­მოც­დი­ლე­ბას თა­ნა­ტო­ლებს უზი­ა­რებს.

"დი­რექ­ტორ­მა მო­მა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ტე­რი­ტო­რია უნდა გა­მო­ყო­ფი­ლი­ყო, სა­დაც რო­მე­ლი­მე კენკრა გა­შენ­დე­ბო­და. მან გან­ცხა­დე­ბა მარ­წყვზე და­წე­რა, და­ა­ფი­ნან­სეს და დად­გეს სათ­ბუ­რი. გარ­კვე­ულ რჩე­ვას და დახ­მა­რე­ბას მა­თაც ვუ­წევ,“ - აღ­ნიშ­ნავს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

გი­ორ­გი ბა­თუმ­ში და­ი­ბა­და, სა­დაც დე­დას­თან და დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. 9 წლის წინ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ბავ­შვებს ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში, ბე­ბი­ას­თან მო­უ­წი­ათ გა­დას­ვლამ, დედა კი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და.

- უკვე მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლი ვარ, კარ­გად ვსწავ­ლობ, მიყ­ვარს სწავ­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თუ­ლის სწავ­ლა მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ ხან­და­ხან ვზარ­მა­ცობ ხოლ­მე. სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სი­ა­ზე მკი­თხეთ და გე­ტყვით - ჯერ ბიზ­ნე­სი მაქვს არ­ჩე­უ­ლი და შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა კი­დევ დავ­ფიქ­რდე, სხვა რამ ავარ­ჩიო და იმ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე ჩა­ვა­ბა­რო.

- ისე, 13 წლის ბავ­შვე­ბი ფერ­მე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ერ­თვე­ბი­ან... რამ გი­ბიძ­გა ამის­კენ?

- ბა­თუ­მი­დან ია­ნე­ულ­ში, ბე­ბი­ას­თან სა­ცხოვ­რებ­ლად რომ გად­მო­ვე­დი, შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე მზრუნ­ვე­ლი ბე­ბია მუდ­მი­ვად მიმ­ზა­დე­ბა გემ­რი­ელ საკ­ვებს, მათ შო­რის, და­შაქ­რულ მარ­წყვს. ბე­ბოს ყველ­გან დავ­ყვე­ბო­დი - სოფ­ლის საქ­მე­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი, - ბოს­ტან­ში, ბაღ­ში, ძრო­ხას­თან, ღორ­თან. მარ­წყვის გა­შე­ნე­ბის იდეა მა­ინც ბავ­შვო­ბი­დან მარ­წყვის გა­მორ­ჩე­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით გაჩ­ნდა. ამ ყვე­ლა­ფერს სულ მარ­ტო ვერ გა­ვა­კე­თებ­დი და მთე­ლი ოჯა­ხი ჩა­ერ­თო. დე­ი­და­ჩე­მი და ბი­ძა­ჩე­მი გვერ­დით ძა­ლი­ან და­მიდ­გნენ, თით­ქმის მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ამ­დენს მი­ვაღ­წი­ეთ. ნერ­გე­ბის სა­ყიდ­ლად ბი­ძა­ჩე­მი წამ­ყვა.

- ფარ­თო­ბი გქონ­დათ ამის­თვის?

- კი, პა­ტა­რა ტე­რი­ტო­რია გვქონ­და, სა­დაც ბაღი და ვე­ნა­ხი იყო, რო­მე­ლიც ავი­ღეთ და მარ­წყვის ის 300 ნერ­გი იქ გა­ვუშ­ვით. მა­ნამ­დე მიწა კარ­გად და­ვა­მუ­შა­ვეთ. გვქონ­და ასე­ვე ბოს­ტა­ნი მწვა­ნი­ლის­თვის, ისიც ავი­ღეთ, იქაც ღია გრუნ­ტში მარ­წყვი დავრგეთ.

მერე ჩვენ­თან მო­ვი­და გუ­რი­ის რე­გი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე, მო­ე­წო­ნა ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი და 1000 ლა­რით დაგ­ვა­სა­ჩუქ­რა, რი­თაც სათ­ბუ­რი დავ­დგით. სათ­ბურ­ში ორი ჯი­შის მარ­წყვი გვაქვს - "მონ­ტე­რეი“ და "ალ­ბი­ო­ნი“. თუმ­ცა მა­ნამ­დე ბიზ­ნე­სი ასე თუ ისე რომ ავა­წყეთ და საქ­მე წა­ვი­და, მო­გე­ბუ­ლი თან­ხით ერთი პა­ტა­რა სათ­ბუ­რი ჩვენ თვი­თონ გავ­მარ­თეთ. ცოტა ხნის წინ გან­ცხა­დე­ბა გვქონ­და შე­ტა­ნი­ლი და და­ფი­ნან­სე­ბა კი­დევ მი­ვი­ღეთ. მოკ­ლედ, ერთ სათ­ბურ­საც დავ­დგამთ.

- სა­ბო­ლოო ჯამ­ში რა რა­ო­დე­ნო­ბის მარ­წყვი მო­დის?

- კვი­რის ბო­ლოს 40 კი­ლომ­დე ავ­დი­ვართ. ისე­თია, რომ სულ ის­ხამს. ზამ­თარ­ში ცხა­დია, მხო­ლოდ სათ­ბუ­რი მუ­შა­ობს.

- ამ საქ­მემ რა გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ცა და რას მიხ­ვდი?

- რას მივ­ხვდი და მშობ­ლე­ბის კი­სერ­ზე რომ არ უნდა იყო და ქუ­ჩა­ში უქ­მად არ უნდა იარო. უსაქ­მუ­რო­ბით ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ. ჯო­ბია, სახ­ლში იმუ­შაო, მშობ­ლებს, ბე­ბი­ას მი­ეხ­მა­რო, ელე­მენ­ტა­რუ­ლი რამ გა­ა­კე­თო. ჯერ ერთი მათ გულს გა­ა­ხა­რებ. მერე ვინ­მე რომ და­გი­ნა­ხავს, იტყვის, - რა კარ­გი ბი­ჭი­აო. ჩემ­თვის შე­ქე­ბა სტი­მუ­ლია, უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა მინ­და ხოლ­მე. ჩემი ნა­ხე­ლა­ვი თუ სხვას მოს­წონს, ცუდი რა­ტო­მაა?! შრო­მა ყვე­ლას შე­უძ­ლია და უნდა იშ­რო­მოს.

- მარ­წყვის მოყ­ვა­ნას რა სჭირ­დე­ბა?

- სა­ერ­თოდ, რთუ­ლი მო­სავ­ლე­ლია, ყო­ველ დღე რა­ღაც სჭირ­დე­ბა, - ფო­თო­ლი გა­უხ­მე­ბა და უნდა შე­მო­ა­ცა­ლო, ბა­ლა­ხი წა­მო­ვა და უნდა მო­ა­შო­რო, ასე­ვე დამ­პა­ლი ნა­ყო­ფიც. შე­წამ­ლა, მორ­წყვა უნდა. მუდ­მივ ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს. რო­დე­საც ფო­თო­ლი, ან ნა­ყო­ფი მო­წყე­ნი­ლია, თვი­თონ გაჩ­ვე­ნებს, რა უნდა. ბუგ­რი თუ გა­უჩ­ნდა, ისიც უნდა მო­ა­ცი­ლო და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რო.

მივ­დევთ ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბას, ჩვენს მარ­წყვს ქი­მი­ას არ ვა­კა­რებთ. სა­სუქს სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტის­გან თვი­თონ ვა­ყე­ნებთ, რა­საც "ჟი­ჟას“ ვე­ძა­ხით.

- სად იყი­დე­ბა თქვე­ნი მარ­წყვი?

- ჯერ­ჯე­რო­ბით სოფ­ლის ბა­ზარ­ზე გაგ­ვაქვს. შუა კვი­რა­ში თუ მო­უ­წია, ან ძა­ლი­ან სი­ცხე­ე­ბი წა­ვი­და, შე­იძ­ლე­ბა პრო­დუქ­ტი გა­ა­ფუ­ჭოს, ამი­ტომ, მა­ღა­ზი­ა­შიც ვა­ბა­რებთ.

- უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი რა გაქვს?

- ოზურ­გეთ­ში სახ­ლი არ გვქონ­და, სა­ცხოვ­რებ­ლად ბა­თუმ­ში უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ დიდ­მა ბა­ბუ­ამ, დე­დის მხრი­დან, ოზურ­გეთ­ში სახ­ლი მოგ­ვცა, სა­დაც მი­წის პა­ტა­რა ფარ­თო­ბია. იქაც მინ­და, მარ­წყვი გა­ვა­შე­ნო.

დედა წლე­ბია, ემიგ­რა­ცი­ა­შია. ახლა სამი თვით მეც ჩა­მო­ვე­დი მას­თან სტამ­ბოლ­ში, მუ­შა­ო­ბა ფაბ­რი­კა­ში და­ვი­წყე, თან­ხა უნდა და­ვაგ­რო­ვო და დედა აქე­დან წა­ვიყ­ვა­ნო. მას თა­ვის სამ­შობ­ლო­ში უნდა ყოფ­ნა და ჩემ გვერ­დით მინ­და რომ იყოს. მამა გარ­დაც­ვლი­ლია, დე­და­ზე და დაზე ახ­ლო­ბე­ლი ვინ მყავს?!

- ჩვენს მკი­თხველს და შენს თა­ნა­ტო­ლებს რას ეტყვი?

- ცხოვ­რე­ბა­ში რაც არ უნდა გინ­დო­დეს, მის გა­კე­თე­ბას თუ გუ­ლით მო­ინ­დო­მებ, შეძ­ლებ. მონ­დო­მე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ. თა­ვი­დან ჯო­ბია, ელე­მენ­ტა­რუ­ლით და­ი­წყო და საქ­მე მერე გა­ნა­ვი­თა­რო. არ არის სა­ჭი­რო პირ­და­პირ დიდი მას­შტა­ბით წა­მო­წყე­ბა. ბავ­შვო­ბი­დან სულ იმას ვამ­ბობ­დი, რომ არ მინ­დო­და, მშობ­ლე­ბის კი­სერ­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ამის­თვის ზრუნ­ვა უკვე დიდი ხა­ნია, და­ვი­წყე.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

შენ იხარე და იდღეგრძელე წარმატებები ყველა მხრივ საამაყო შვილი ხარ ყოჩაღ❤️👏

დო მაჟორი
0

შენ გაგახაროს და ხელი მოგიმართოს უფალმა! როდესაც ბიზნესს გააფართოებ და გამდიდრდები, ობლებს უსათუოდ დაეხმარები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ქუჩაში უქმად არ უნდა იარო. უსაქმურობით ვერაფერს მიაღწევ" - ობლობის პენსიით დაწყებული მეურნეობა და 16 წლის გურული ბიჭი ბიზნესითა და დიდი მიზნებით

"ქუჩაში უქმად არ უნდა იარო. უსაქმურობით ვერაფერს მიაღწევ" - ობლობის პენსიით დაწყებული მეურნეობა და 16 წლის გურული ბიჭი ბიზნესითა და დიდი მიზნებით

ლაშა-გიორგი კუჭაშვილი 16 წლის არის, თუმცა უკვე 4 წელია, სამეურნეო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული, პერსპექტიული ახალგაზრდა ფერმერია. მარწყვს უვლის და საერთოდ, მათ ოჯახში ამ კულტურის გაშენება-მოვლა მისი იდეით და ინიციატივით დაიწყო. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში ლაშა-გიორგის იცნობენ როგორც შრომისმოყვარე, მიზანდასახულ, მხიარულ ბიჭს. მარწყვის მოყვანის საქმეში ბევრი რჩევასაც სთხოვს.

  • ბიომარწყვის სასათბურე მეურნეობა ობლობის პენსიით გააშენა. "დაბადებული არ ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. ვაგროვებდი ამ დანაზოგს და მერე იდეა გამიჩნდა, მარწყვის ბიზნესი წამომეწყო, თავიდან მარწყვის 300 ძირი შევიძინე. ახლა თითოეული ნერგი ჩემთვის თითქმის შვილივითაა.

ბუნება მანამდეც მიყვარდა, მაგრამ რაც ეს საქმე წამოვიწყე, მას მეტად დავუახლოვდი და შემიყვარდა. საერთოდ ბუნება, გარემო საოცარი რამეა,“ - გვეუბნება ლაშა-გიორგი, რომელსაც ზოგი არც უჯერებს, რომ მარწყვი მისი მოყვანილია, თუმცა როგორც თავად ამბობს, შეუძლებელი არაფერია. მთავარია, გულით გინდოდეს და ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევ.

  • მხიარული და მოუსვენარი ბიჭი, რომელიც ასევე კარგი მოსწავლეა, არაერთ პროექტშია ჩართული. სკოლაში მარწყვის სათბურიც აქვთ მოწყობილი და გამოცდილებას თანატოლებს უზიარებს.

"დირექტორმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერიტორია უნდა გამოყოფილიყო, სადაც რომელიმე კენკრა გაშენდებოდა. მან განცხადება მარწყვზე დაწერა, დააფინანსეს და დადგეს სათბური. გარკვეულ რჩევას და დახმარებას მათაც ვუწევ,“ - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

გიორგი ბათუმში დაიბადა, სადაც დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. 9 წლის წინ ფინანსური პრობლემების გამო ბავშვებს ზღვისპირა ქალაქიდან სოფელში, ბებიასთან მოუწიათ გადასვლამ, დედა კი ემიგრაციაში წავიდა.

- უკვე მეთერთმეტეკლასელი ვარ, კარგად ვსწავლობ, მიყვარს სწავლა, განსაკუთრებით ქართულის სწავლა მსიამოვნებს, მაგრამ ხანდახან ვზარმაცობ ხოლმე. სამომავლო პროფესიაზე მკითხეთ და გეტყვით - ჯერ ბიზნესი მაქვს არჩეული და შემდეგ შეიძლება კიდევ დავფიქრდე, სხვა რამ ავარჩიო და იმ სპეციალობაზე ჩავაბარო.

- ისე, 13 წლის ბავშვები ფერმერულ საქმიანობაში იშვიათად ერთვებიან... რამ გიბიძგა ამისკენ?

- ბათუმიდან იანეულში, ბებიასთან საცხოვრებლად რომ გადმოვედი, შვილიშვილებზე მზრუნველი ბებია მუდმივად მიმზადება გემრიელ საკვებს, მათ შორის, დაშაქრულ მარწყვს. ბებოს ყველგან დავყვებოდი - სოფლის საქმეში ვეხმარებოდი, - ბოსტანში, ბაღში, ძროხასთან, ღორთან. მარწყვის გაშენების იდეა მაინც ბავშვობიდან მარწყვის გამორჩეული სიყვარულით გაჩნდა. ამ ყველაფერს სულ მარტო ვერ გავაკეთებდი და მთელი ოჯახი ჩაერთო. დეიდაჩემი და ბიძაჩემი გვერდით ძალიან დამიდგნენ, თითქმის მათი დამსახურებაა, რომ ამდენს მივაღწიეთ. ნერგების საყიდლად ბიძაჩემი წამყვა.

- ფართობი გქონდათ ამისთვის?

- კი, პატარა ტერიტორია გვქონდა, სადაც ბაღი და ვენახი იყო, რომელიც ავიღეთ და მარწყვის ის 300 ნერგი იქ გავუშვით. მანამდე მიწა კარგად დავამუშავეთ. გვქონდა ასევე ბოსტანი მწვანილისთვის, ისიც ავიღეთ, იქაც ღია გრუნტში მარწყვი დავრგეთ.

მერე ჩვენთან მოვიდა გურიის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, მოეწონა ჩვენი ნამუშევარი და 1000 ლარით დაგვასაჩუქრა, რითაც სათბური დავდგით. სათბურში ორი ჯიშის მარწყვი გვაქვს - "მონტერეი“ და "ალბიონი“. თუმცა მანამდე ბიზნესი ასე თუ ისე რომ ავაწყეთ და საქმე წავიდა, მოგებული თანხით ერთი პატარა სათბური ჩვენ თვითონ გავმართეთ. ცოტა ხნის წინ განცხადება გვქონდა შეტანილი და დაფინანსება კიდევ მივიღეთ. მოკლედ, ერთ სათბურსაც დავდგამთ.

- საბოლოო ჯამში რა რაოდენობის მარწყვი მოდის?

- კვირის ბოლოს 40 კილომდე ავდივართ. ისეთია, რომ სულ ისხამს. ზამთარში ცხადია, მხოლოდ სათბური მუშაობს.

- ამ საქმემ რა გამოცდილება მოგცა და რას მიხვდი?

- რას მივხვდი და მშობლების კისერზე რომ არ უნდა იყო და ქუჩაში უქმად არ უნდა იარო. უსაქმურობით ვერაფერს მიაღწევ. ჯობია, სახლში იმუშაო, მშობლებს, ბებიას მიეხმარო, ელემენტარული რამ გააკეთო. ჯერ ერთი მათ გულს გაახარებ. მერე ვინმე რომ დაგინახავს, იტყვის, - რა კარგი ბიჭიაო. ჩემთვის შექება სტიმულია, უფრო მეტის გაკეთება მინდა ხოლმე. ჩემი ნახელავი თუ სხვას მოსწონს, ცუდი რატომაა?! შრომა ყველას შეუძლია და უნდა იშრომოს.

- მარწყვის მოყვანას რა სჭირდება?

- საერთოდ, რთული მოსავლელია, ყოველ დღე რაღაც სჭირდება, - ფოთოლი გაუხმება და უნდა შემოაცალო, ბალახი წამოვა და უნდა მოაშორო, ასევე დამპალი ნაყოფიც. შეწამლა, მორწყვა უნდა. მუდმივ ყურადღებას ითხოვს. როდესაც ფოთოლი, ან ნაყოფი მოწყენილია, თვითონ გაჩვენებს, რა უნდა. ბუგრი თუ გაუჩნდა, ისიც უნდა მოაცილო და შესაბამისი ღონისძიება ჩაატარო.

მივდევთ ბიომეურნეობას, ჩვენს მარწყვს ქიმიას არ ვაკარებთ. სასუქს სხვადასხვა პროდუქტისგან თვითონ ვაყენებთ, რასაც "ჟიჟას“ ვეძახით.

- სად იყიდება თქვენი მარწყვი?

- ჯერჯერობით სოფლის ბაზარზე გაგვაქვს. შუა კვირაში თუ მოუწია, ან ძალიან სიცხეები წავიდა, შეიძლება პროდუქტი გააფუჭოს, ამიტომ, მაღაზიაშიც ვაბარებთ.

- უახლოესი გეგმები რა გაქვს?

- ოზურგეთში სახლი არ გვქონდა, საცხოვრებლად ბათუმში უნდა გადავსულიყავით, მაგრამ დიდმა ბაბუამ, დედის მხრიდან, ოზურგეთში სახლი მოგვცა, სადაც მიწის პატარა ფართობია. იქაც მინდა, მარწყვი გავაშენო.

დედა წლებია, ემიგრაციაშია. ახლა სამი თვით მეც ჩამოვედი მასთან სტამბოლში, მუშაობა ფაბრიკაში დავიწყე, თანხა უნდა დავაგროვო და დედა აქედან წავიყვანო. მას თავის სამშობლოში უნდა ყოფნა და ჩემ გვერდით მინდა რომ იყოს. მამა გარდაცვლილია, დედაზე და დაზე ახლობელი ვინ მყავს?!

- ჩვენს მკითხველს და შენს თანატოლებს რას ეტყვი?

- ცხოვრებაში რაც არ უნდა გინდოდეს, მის გაკეთებას თუ გულით მოინდომებ, შეძლებ. მონდომების გარეშე ვერაფერს მიაღწევ. თავიდან ჯობია, ელემენტარულით დაიწყო და საქმე მერე განავითარო. არ არის საჭირო პირდაპირ დიდი მასშტაბით წამოწყება. ბავშვობიდან სულ იმას ვამბობდი, რომ არ მინდოდა, მშობლების კისერზე ვყოფილიყავი და ამისთვის ზრუნვა უკვე დიდი ხანია, დავიწყე.