რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინასთან ანგარიშით - 66:79 დამარცხდა.
უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.
პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 20:23 წააგო. მეორე მეოთხედში უკრაინა წინ 16 ქულით გავიდა.საბოლოოდ, პირველი ტაიმი ქართველთა მარცხით - 34:47 დამთავრდა.
თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა (გაეცანით მატჩის დეტალებს: sportall.ge).
საფინალო სირენის შემდეგ, უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ბაგაცკისმა ქართველ კოლეგას, ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.
ნახეთ მატჩის მიმოხილვა:
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, უკრაინელების მწვრთნელი მიემართებოდა ჩვენებისკენ, როგორც ჩანს, და რაღაც არ მოეწონა, ჟესტიკულაციის მიხედვით. მეორე ვარიანტია, გიჟია და თავისთვის, უმიზეზოდ იქნევს ხელებს. რავი, სხვა არაფერი ჩანს
ვრო მადლოო, მეტი გეკუთვნისო რა შუაშია? უკრაინელებს უნდა დაეთმოთ სამადლობელოდ ? ისე, იმათი ტრენერი უკრაინელი არაა