ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამჯერად ყვარელში დაუპირისპირდნენ

"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამჯერად ყვარელში დაუპირისპირდნენ

თელავის შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერებს "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ყვარელშიც დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ქალაქის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრაზე მოხდა. ადგილობრივების ნაწილმა გიორგი ბოტკოველსა და პეტრე ცისკარიშვილს მათი ხელისუფლების ყოფნის პერიოდი გაახსენეს და ყვარლის დატოვება მოსთხოვეს.

მათი თქმით, ისინი ემიჯნებიან "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას, "რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან იმიჯის შელახვას, ხოლო 3 ივლისს დაგეგმილი აქცია მთავრობის რევოლუციური სცენარით შეცვლას".

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა მომხდარი ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა.