უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დანაშაულებს არც ერთი გამართლება არ მოეძებნოს მსოფლიოში, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.
"ბავშვები, რომლებიც იქ ჩავიდნენ, რათა ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინათ ომი და გაეხსენებინათ, როგორია ზაფხულის არდადეგები ზღვასთან ახლოს. ბიჭი 12 წლის, შესაძლოა, მათი მეგობარი, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ ძილის წინ დაშორდნენ, მოკვდა. შეუძლებელია ამაზე ფიქრი და ამასთანავე, შეუძლებელია ამაზე არ იფიქრო“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.
მისი თქმით, ყოველდღიურად, როდესაც უკრაინელები დასაძინებლად მიდიან, არ იციან გაიღვიძებენ თუ არა.
"დიდი ხანია უკვე აღარ არის საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღების ცენტრის ან სტრატეგიული ობიექტის სიახლოვეს ცხოვრება, საკმარისია მხოლოდ იყო უკრაინელი, რომ შენს სახლში მოფრინდეს ბომბი“,- განაცხადა პირველმა ლედიმ.