ავტორი:

"ოხანაშვილმა ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა" - რატი იონათამიშვილი

"ოხანაშვილმა ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა" - რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთ მხარეს არის პროვოკატორი, უთავმოყვარეო ადამიანი და მეორე მხარეს კი ერუდირებული და ღირსეული კაცი.

"ამაზე უფრო სიმბოლური ამ დღეებში ვერაფერი მოხდებოდა! ერთ მხარეს - პროვოკატორი, მატყუარა, უმორალო, უთავმოყვარეო, მკვლელი ჭუტა წერეთელი და მეორე მხარეს - წესიერი, საქმიანი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ანრი ოხანაშვილი ევროპული განათლებით, რომელმაც ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა.

ერთი თბილისში მამის ფულების იმედით ბავშვებს რომ ხოცავდა, მაშინ მეორე, სიმწრით მოპოვებული დაფინანსებით, ევროპაში სწავლობდა და სადოქტოროს იცავდა.

ზუსტად ასეთი განსხვავებაა „ნაცებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის.

ასევე ძალიან სიმბოლურია, რომ „ნაცების“ კიდევ ერთი სახე, ბაჩო ახალაია, რომელიც "პოლიტპატიმრობას" ცდილობდა, სტრასბურგმა გუშინ ისევ ჯალათად დატოვა!“ - წერს ანრი ოხანაშვილი.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“