პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოფილი ელჩი არაკომპეტენტურია - ის სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოვიდა" - რას ამბობენ უმრავლესობაში თეა კატუკიას შესახებ და როგორია საგარეო უწყების პასუხი ბრალდებაზე?
"ყოფილი ელჩი არაკომპეტენტურია - ის სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოვიდა" - რას ამბობენ უმრავლესობაში თეა კატუკიას შესახებ და როგორია საგარეო უწყების პასუხი ბრალდებაზე?

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ში ცი­ლის­წა­მე­ბას უწო­დე­ბენ თეა კა­ტუ­კი­ას ბრალ­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა მან ზე­წო­ლის გამო და­ტო­ვა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვართ ქ-ნი თეა კა­ტუ­კი­ას მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით. ელჩმა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა მას­თან წი­ნას­წა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, რა დრო­საც ქ-ნ თეა კა­ტუ­კი­ას გა­ნე­მარ­ტა, რომ უწყე­ბა არ იყო კმა­ყო­ფი­ლი მისი საქ­მი­ა­ნო­ბით საფ­რან­გეთ­ში ელ­ჩად ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, მან ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა და ევ­რო­პის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ქვე­ყა­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­თა­ნა­დოდ დაც­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, უწყე­ბამ ქ-ნ თე­ას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩათ­ვა­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან მისი გა­მოწ­ვე­ვა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საფ­რან­გეთ­თან სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მათ შო­რის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი და ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის არ­სე­ბუ­ლი დღის წეს­რი­გის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­და­ვი­და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ეტაპ­ზე, რაც მო­ი­თხოვს სა­ელ­ჩო­ში ხელ­მძღვა­ნელ პო­ზი­ცი­ა­ზე მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე დიპ­ლო­მა­ტის მივ­ლი­ნე­ბას" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ელ­ჩის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­შიც. პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რის გია ვოლ­სკის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "კა­ტუ­კია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­რე­დან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით მო­იყ­ვა­ნა".

"სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ რა­ი­მე ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს, მი­თუ­მე­ტეს ელჩზე, არ გა­აჩ­ნია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აქ კომ­პე­ტენ­ცი­ის თე­მაა. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყო­ფი­ლი ელჩი ცუდი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია“, - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტის ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას თქმით, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე კა­ტუ­კი­ას უნარ-ჩვე­ვე­ბი, ხედ­ვა და გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და.

"საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ში, გუნდში, შიგ­ნით სა­ვა­რა­უ­დოდ გარ­კვე­უ­ლი გა­უ­ცხო­ე­ბა ჰქონ­და და გა­მო­იწ­ვი­ეს. ის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ცი­ებ­ზე არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი კად­რე­ბი არ უნდა და­ი­ნიშ­ნონ, სწო­რედ ამი­ტომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩე­ლით მივ­მარ­თეთ, რომ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი გა­ი­მიჯ­ნოს - ვის რისი უფ­ლე­ბა აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა თეა კა­ტუ­კი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. რო­გორც კა­ტუ­კია აცხა­დებს, გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წინ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის პირ­ვე­ლი დღი­დან მუდ­მივ რე­ჟიმ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლა უძღო­და.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
34

შენ წადი მის ადგილზე, ზარქუა.გადარევ ფრანგებს.

ლონი
14

ვოლსკი ნახა ხალხმა ქუჩაშიო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ყოფილი ელჩი არაკომპეტენტურია - ის სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოვიდა" - რას ამბობენ უმრავლესობაში თეა კატუკიას შესახებ და როგორია საგარეო უწყების პასუხი ბრალდებაზე?

"ყოფილი ელჩი არაკომპეტენტურია - ის სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოვიდა" - რას ამბობენ უმრავლესობაში თეა კატუკიას შესახებ და როგორია საგარეო უწყების პასუხი ბრალდებაზე?

საგარეო საქმეთა მინისტროში ცილისწამებას უწოდებენ თეა კატუკიას ბრალდებას, რომლის თანახმად, ელჩის თანამდებობა მან ზეწოლის გამო დატოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში.

სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.

მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ელჩის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაშიც. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ინფორმაციით, "კატუკია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან, სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოიყვანა".

"საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარი საფუძველი იმისა, რომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მითუმეტეს ელჩზე, არ გააჩნია. რასაკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ ის არაკომპეტენტურია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე კატუკიას უნარ-ჩვევები, ხედვა და გამოცდილება არ ჰქონდა.

"საფრანგეთის საელჩოში, გუნდში, შიგნით სავარაუდოდ გარკვეული გაუცხოება ჰქონდა და გამოიწვიეს. ის, რომ მნიშვნელოვან პოზიციებზე არაკომპეტენტური კადრები არ უნდა დაინიშნონ, სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ, რომ კომპეტენციები გაიმიჯნოს - ვის რისი უფლება აქვს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა. როგორც კატუკია აცხადებს, გადადგომის თაობაზე მის გადაწყვეტილებას წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა უძღოდა.

ნახეთ ასევე: