მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერლინში დაბადებული შვილები, პროფესორი მეუღლე და დეკლარაცია უძრავი ქონების გარეშე - როგორ ცხოვრობს ანრი ოხანაშვილი პოლიტიკის მიღმა: დეპუტატის ოჯახური ფოტოები
ბერლინში დაბადებული შვილები, პროფესორი მეუღლე და დეკლარაცია უძრავი ქონების გარეშე - როგორ ცხოვრობს ანრი ოხანაშვილი პოლიტიკის მიღმა: დეპუტატის ოჯახური ფოტოები

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე-9 და მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია. ამ­ჟა­მად იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს იკა­ვებს.

ოხა­ნაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნე გახ­ლავთ, 2010 წელს მა­გის­ტრის ხა­რის­ხი იე­ნის ფრიდ­რიხ ში­ლე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი 2020 წელს ბერ­ლი­ნის ჰუმ­ბოლ­დტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. "ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, სკან­დალ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ეხ­ვა. ჯერ 2020 წელს, როცა ბა­კუ­რი­ა­ნის ერთ-ერთ კა­ფე­ში ოჯა­ხით მყოფ ოხა­ნაშ­ვილს უც­ნო­ბი პირი და­უ­პი­რის­პირ­და. თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოხა­ნაშ­ვილს მა­შინ პი­როვ­ნე­ბა ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი უარ­ყო.

ასე­ვე გა­სულ წელს, როცა აშშ-ის სა­ელ­ჩოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ინ­ცინ­დენ­ტი მოხ­და. ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ პირ­ვე­ლის“ დი­რექ­ტორ­მა ვატო წე­რე­თელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას "ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წროდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ მა­ნამ­დე ვატო წე­რე­თელ­მა ყურ­ში ბინ­ძუ­რი რამ უჩურ­ჩუ­ლა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩხუბ­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა, ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი და და ბექა ოდი­შა­რია.

ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი:

"შე­ვე­დით კა­ფე­ში. შევ­ნიშ­ნეთ ადა­მი­ა­ნი, უფრო სწო­რად, ჩემ­მა მე­უღ­ლემ შე­ნიშ­ნა ადა­მი­ა­ნი აგ­რე­სი­უ­ლი მზე­რით ჩემს მი­მართ, რა­ზეც ჩემს მე­უღ­ლეს ვთხო­ვე, რომ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ექ­ცია. ეს ადა­მი­ა­ნი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რით გვაკ­ვირ­დე­ბო­და, ჩვე­ნი მა­გი­დის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­და, შემ­დგომ და­ი­წყო გას­ვლა გა­რეთ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში დაბ­რუნ­და ისევ უკან და კი­დევ და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რით ყუ­რე­ბის შემ­დგომ დაჯ­და გვერ­დით მა­გი­დას­თან და და­ი­წყო ხმა­მაღ­ლა ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით სა­უ­ბა­რი პი­რა­დად ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. იყო, რა თქმა უნდა, მუ­ქა­რაც, ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა რაც იყო, ბავ­შვე­ბი და მე­უღ­ლე გა­მე­რი­დე­ბი­ნა სი­ტუ­ა­ცი­ას. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თვის, რომ არ შევ­სუ­ლი­ყა­ვი ამ ადა­მი­ან­თან რა­ი­მე ფი­ზი­კურ შემ­ხებ­ლო­ბა­ში ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში და მაქ­სი­მა­ლუ­რად პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა იყო, ბავ­შვე­ბი გა­მე­რი­დე­ბი­ნა სი­ტუ­ა­ცი­ას. ეს გა­ვა­კე­თე. ხალ­ხის ნა­წი­ლი გარ­ბო­და, იმი­ტომ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი იყო ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი, იგი­ნე­ბო­და, ილან­ძღე­ბო­და და ნა­წილ­მა სცა­და მისი შე­ჩე­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან კა­ფის მუ­შა­ო­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გახ­და“, - ამ­ბობ­და მა­შინ ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი.

დე­პუ­ტა­ტი, რო­მელ­საც თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბამ უღა­ლა­ტა, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. ოხა­ნაშ­ვილს ჰყავს მე­უღ­ლე მაკა ხო­დე­ლი და სამი ქა­ლიშ­ვი­ლი. ანა და მა­რი­ამ ოხა­ნაშ­ვი­ლე­ბი ბერ­ლინ­ში 2013 და 2015 წლებ­ში და­ი­ბად­ნენ. ნუცა ოხა­ნაშ­ვი­ლი 2017 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, ამ დროს პო­ლი­ტი­კო­სი უკვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი გახ­ლდათ.

ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა სა­ჯა­რო მო­ხე­ლის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ყო­ველ­წლი­უ­რი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2022 წელს შე­ავ­სო. დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ 2019 წელს ოხა­ნაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ ჩუ­ქე­ბის სა­ხით თბი­ლის­ში გრი­გოლ ფე­რა­ძის ჩიხ­ში 800 კვ.მ ნაკ­ვე­თი მი­ი­ღო. აქე­დან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბი 165.25 კვ.მ-ია, სა­ზა­ფხუ­ლო ფარ­თო­ბი 46.05 კვ.მ, სარ­და­ფის ფარ­თო­ბი 125.65 კვ.მ, დამ­ხმა­რე ფარ­თო­ბი 146.55 კვ.მ, ავ­ტო­სად­გო­მის ფარ­თო­ბი 26.3 კვ.მ. სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 509.8 კვ/მ.

დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც გორ­ში და­ი­ბა­და, თა­ვად სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს არ ფლობს. ოხა­ნაშ­ვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად მე­უღ­ლის სახ­ლში ცხოვ­რობს.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ოხა­ნაშ­ვილს სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 887,92 ლარი და 3489,12 ევრო ჰქონ­და.

მაკა ხო­დელს სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე 42 ლარი, 4188,87 ევრო, 2161,41 ევრო ჰქონ­და.

2019 წელს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნის გას­ხვი­სე­ბი­დან მი­ღე­ბულ­მა ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის შე­მო­სა­ვალ­მა 9500 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

დე­პუ­ტატ­მა 2021 წელს პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტის სარ­გო 53 449,92 ლარი მი­ი­ღო. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან კი ასის­ტენ­ტის ხელ­ფას­მა 4387,21 ლარი შე­ად­გი­ნა.

მაკა ხო­დე­ლი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტპრო­ფე­სო­რია. ხელ­ფა­სის სა­ხით 2021 წელს 7864,88 ლარი მი­ი­ღო.

დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლე შპს გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რია, სა­დაც 2021 წელს და­რი­ცხუ­ლი ხელ­ფა­სი შე­ად­გენ­და 1250.00 ლარს.

პრო­ფე­სო­რი ხო­დე­ლი ასე­ვე თბი­ლი­სის ღია სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტია, სა­დაც მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა ერთ კა­ლენ­და­რულ წელ­ში შე­ად­გენ­და 1750.5 ლარს.

2020 წელს ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის გერ­მა­ნი­ა­ში დი­სერ­ტა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ფას­მა 3962,7, ევრო შე­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც დე­პუ­ტატ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბა: Nomos Verlagsgesellschaft mbH & Co. KG-ს გა­და­უ­ხა­და.

მაკა ხო­დელ­მა კი 2021 წელს გერ­მა­ნი­ის აკა­დე­მი­უ­რი გაც­ვლის სამ­სა­ხუ­რის - DAAD-იდან კვლე­ვი­თი სტი­პენ­დი­ის სა­ხით, შე­მო­სა­ვა­ლი, 4675 ევრო მი­ი­ღო.

ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ჰო­ნო­რა­რი - სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გერ­მა­ნუ­ლი ფონ­დი - IRZ შე­მო­სა­ვალ­მა 6000 ევრო შე­ად­გი­ნა.

ოხა­ნაშ­ვი­ლი-ხო­დე­ლის გა­სა­ვა­ლი შვი­ლე­ბის სწავ­ლა­ზე გა­სულ წელს 16 592,81 ლარი გახ­ლდათ. 2021 წელს ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბის ხარ­ჯმა 5726,4 ლარი შე­ად­გი­ნა.

ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ით მე­დია ჯერ კი­დევ ორი წლის წინ და­ინ­ტე­რეს­და. რო­დე­საც აღ­მოჩ­ნდა, რომ „ღა­რი­ბი“ დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლეს უც­ნობ­მა პირ­მა სა­ჩუქ­რის სა­ხით 800 კვ. მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი გა­დას­ცა. მა­შინ ამ თე­მა­ზე ოხა­ნაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ მაკა ხო­დელ­მა სკან­და­ლის აგო­რე­ბა­ში მე­დია და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ქო­ნე­ბა მა­მამ ამი­რან ხო­დელ­მა გა­დას­ცა, თუმ­ცა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში დღემ­დე არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი მჩუ­ქებ­ლის ვი­ნა­ო­ბა.

მაკა ხო­დე­ლი:

- ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მა­მა­ჩე­მის ამი­რან ხო­დე­ლის მიერ შე­ძე­ნი­ლი და აშე­ნე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბის შე­დე­გად სა­კუ­თარ სო­ფელ­ში, ასე­ვე, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან წარ­მო­ე­ბულ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბას - ფი­ნან­სუ­რად საკ­მა­ოდ სა­რის­კო, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყო და საქ­ვეყ­ნო საქ­მეს ცოტა ხნის წინ "ფორ­მუ­ლამ" უწო­და "ოხა­ნაშ­ვი­ლის ოკუ­პა­ცია". დღეს უკვე "მთა­ვარ­მა არ­ხმა" ჩემი მე­უღ­ლის- Anri Okhanashvili სა­დე­პუ­ტა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის "კომ­პრო­მა­ტად" წა­რუდ­გი­ნა მა­ყუ­რე­ბელს. ყვე­ლა არ იც­ნობს მა­მა­ჩემს და მი­ზა­ნიც ესაა, და­ა­კავ­ში­რონ მისი ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ან­რის­თან ისე, რომ არ მო­ი­ძი­ონ, არ გა­არ­კვი­ონ, არ ახ­სნან!!!

არ ამარ­თლებს ადა­მი­ა­ნე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის ფა­სად!!!ასე­თი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი კამ­პა­ნი­ის შე­დე­გი იყო რამ­დე­ნი­მე წლის წინ ბა­კუ­რი­ან­ში ჩვე­ნი 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბა და შემ­დეგ მისი ავ­ტო­რის "მსხვერ­პლის როლ­ში" ტვ პირ­ვე­ლის ეთერ­ში მიწ­ვე­ვა...კმა­რა სი­ყალ­ბე და აგ­რე­სია!!!

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეზინის ტყვია
0

ამ პოლიტიკოსების ცოლები ყველა პროფესორი როგორაა? 

 

La Dolce Vita
10

ე, კახა კუჭავა, ჭკვიანი მარგალი კოჩი. მიხდა საითაც მიდიოდა საქმე და დროზე გამოასწრო. ფულიც ექნება, პროფესორიც იქნება, საზღვარგარეთაც აგულავებენ მაღალ დონეზე. ანრისთვის კი ყველაფერი დაიკეტა. ჩაო ლა დოლჩე ვიტა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ბერლინში დაბადებული შვილები, პროფესორი მეუღლე და დეკლარაცია უძრავი ქონების გარეშე - როგორ ცხოვრობს ანრი ოხანაშვილი პოლიტიკის მიღმა: დეპუტატის ოჯახური ფოტოები

ბერლინში დაბადებული შვილები, პროფესორი მეუღლე და დეკლარაცია უძრავი ქონების გარეშე - როგორ ცხოვრობს ანრი ოხანაშვილი პოლიტიკის მიღმა: დეპუტატის ოჯახური ფოტოები

"ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. ამჟამად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

ოხანაშვილმა, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნე გახლავთ, 2010 წელს მაგისტრის ხარისხი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში მიიღო, მოგვიანებით კი 2020 წელს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო. "ოცნების“ დეპუტატი, რომელიც პერიოდულად ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა, სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა. ჯერ 2020 წელს, როცა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში ოჯახით მყოფ ოხანაშვილს უცნობი პირი დაუპირისპირდა. თავდაპირველი ინფორმაციით, ოხანაშვილს მაშინ პიროვნება ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა მოგვიანებით ძალადობის ფაქტი უარყო.

ასევე გასულ წელს, როცა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა, ინცინდენტი მოხდა. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ მას "ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწროდნენ. მოგვიანებით კი ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ მანამდე ვატო წერეთელმა ყურში ბინძური რამ უჩურჩულა. როგორც აღმოჩნდა, ჩხუბში ჩართულები იყვნენ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ლევან მგალობლიშვილი და და ბექა ოდიშარია.

ანრი ოხანაშვილი:

"შევედით კაფეში. შევნიშნეთ ადამიანი, უფრო სწორად, ჩემმა მეუღლემ შენიშნა ადამიანი აგრესიული მზერით ჩემს მიმართ, რაზეც ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ ყურადღება არ მიექცია. ეს ადამიანი დაჟინებული მზერით გვაკვირდებოდა, ჩვენი მაგიდის გარშემო ტრიალებდა, შემდგომ დაიწყო გასვლა გარეთ, რამდენიმე წუთში დაბრუნდა ისევ უკან და კიდევ დაჟინებული მზერით ყურების შემდგომ დაჯდა გვერდით მაგიდასთან და დაიწყო ხმამაღლა ძალიან ბინძური, შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი პირადად ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. იყო, რა თქმა უნდა, მუქარაც, ბავშვებთან დაკავშირებით. ჩემი მთავარი ამოცანა რაც იყო, ბავშვები და მეუღლე გამერიდებინა სიტუაციას. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არ შევსულიყავი ამ ადამიანთან რაიმე ფიზიკურ შემხებლობაში ან დაპირისპირებაში და მაქსიმალურად პირველი ამოცანა იყო, ბავშვები გამერიდებინა სიტუაციას. ეს გავაკეთე. ხალხის ნაწილი გარბოდა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან აგრესიული, იგინებოდა, ილანძღებოდა და ნაწილმა სცადა მისი შეჩერება, ვინაიდან კაფის მუშაობა პარალიზებული გახდა“, - ამბობდა მაშინ ანრი ოხანაშვილი.

დეპუტატი, რომელსაც თმენის ვალდებულებამ უღალატა, დაოჯახებულია. ოხანაშვილს ჰყავს მეუღლე მაკა ხოდელი და სამი ქალიშვილი. ანა და მარიამ ოხანაშვილები ბერლინში 2013 და 2015 წლებში დაიბადნენ. ნუცა ოხანაშვილი 2017 წელს თბილისში დაიბადა, ამ დროს პოლიტიკოსი უკვე "ქართული ოცნების" დეპუტატი გახლდათ.

ანრი ოხანაშვილმა საჯარო მოხელისთვის სავალდებულო ყოველწლიური დეკლარაცია ბოლოს 2022 წელს შეავსო. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს ოხანაშვილის მეუღლემ ჩუქების სახით თბილისში გრიგოლ ფერაძის ჩიხში 800 კვ.მ ნაკვეთი მიიღო. აქედან საცხოვრებელი ფართობი 165.25 კვ.მ-ია, საზაფხულო ფართობი 46.05 კვ.მ, სარდაფის ფართობი 125.65 კვ.მ, დამხმარე ფართობი 146.55 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი 26.3 კვ.მ. საერთო ფართობი 509.8 კვ/მ.

დეპუტატი, რომელიც გორში დაიბადა, თავად საცხოვრებელ ფართს არ ფლობს. ოხანაშვილი შვილებთან ერთად მეუღლის სახლში ცხოვრობს.

დეკლარაციის შევსების დროს ოხანაშვილს სახელფასო ანგარიშზე 887,92 ლარი და 3489,12 ევრო ჰქონდა.

მაკა ხოდელს სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე 42 ლარი, 4188,87 ევრო, 2161,41 ევრო ჰქონდა.

2019 წელს მსუბუქი ავტომანქანის გასხვისებიდან მიღებულმა ანრი ოხანაშვილის შემოსავალმა 9500 დოლარი შეადგინა.

დეპუტატმა 2021 წელს პარლამენტში დეპუტატის სარგო 53 449,92 ლარი მიიღო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კი ასისტენტის ხელფასმა 4387,21 ლარი შეადგინა.

მაკა ხოდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტპროფესორია. ხელფასის სახით 2021 წელს 7864,88 ლარი მიიღო.

დეპუტატის მეუღლე შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია, სადაც 2021 წელს დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1250.00 ლარს.

პროფესორი ხოდელი ასევე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტია, სადაც მისი ანაზღაურება ერთ კალენდარულ წელში შეადგენდა 1750.5 ლარს.

2020 წელს ანრი ოხანაშვილის გერმანიაში დისერტაციის გამოქვეყნების ფასმა 3962,7, ევრო შეადგინა, რომელიც დეპუტატმა გამომცემლობა: Nomos Verlagsgesellschaft mbH & Co. KG-ს გადაუხადა.

მაკა ხოდელმა კი 2021 წელს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD-იდან კვლევითი სტიპენდიის სახით, შემოსავალი, 4675 ევრო მიიღო.

ანრი ოხანაშვილი სამეცნიერო ჰონორარი - საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი - IRZ შემოსავალმა 6000 ევრო შეადგინა.

ოხანაშვილი-ხოდელის გასავალი შვილების სწავლაზე გასულ წელს 16 592,81 ლარი გახლდათ. 2021 წელს ანრი ოხანაშვილის თვითმფრინავის ბილეთების ხარჯმა 5726,4 ლარი შეადგინა.

ანრი ოხანაშვილის ქონებრივი დეკლარაციით მედია ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაინტერესდა. როდესაც აღმოჩნდა, რომ „ღარიბი“ დეპუტატის მეუღლეს უცნობმა პირმა საჩუქრის სახით 800 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი გადასცა. მაშინ ამ თემაზე ოხანაშვილის მეუღლემ მაკა ხოდელმა სკანდალის აგორებაში მედია დაადანაშაულა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქონება მამამ ამირან ხოდელმა გადასცა, თუმცა დეკლარაციაში დღემდე არ არის მითითებული მჩუქებლის ვინაობა.

მაკა ხოდელი:

- ჩემი სტუდენტობის პერიოდში მამაჩემის ამირან ხოდელის მიერ შეძენილი და აშენებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად საკუთარ სოფელში, ასევე, საოკუპაციო ხაზთან წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას - ფინანსურად საკმაოდ სარისკო, მაგრამ ნამდვილად საამაყო და საქვეყნო საქმეს ცოტა ხნის წინ "ფორმულამ" უწოდა "ოხანაშვილის ოკუპაცია". დღეს უკვე "მთავარმა არხმა" ჩემი მეუღლის- Anri Okhanashvili სადეპუტატო საქმიანობის "კომპრომატად" წარუდგინა მაყურებელს. ყველა არ იცნობს მამაჩემს და მიზანიც ესაა, დააკავშირონ მისი ათეული წლების განმავლობაში წარმატებული საქმიანობა ანრისთან ისე, რომ არ მოიძიონ, არ გაარკვიონ, არ ახსნან!!!

არ ამართლებს ადამიანების დისკრედიტაციის მცდელობა ყველაფრის ფასად!!!ასეთი მიზანმიმართული ნეგატიური კამპანიის შედეგი იყო რამდენიმე წლის წინ ბაკურიანში ჩვენი 3 მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავდასხმის მცდელობა და შემდეგ მისი ავტორის "მსხვერპლის როლში" ტვ პირველის ეთერში მიწვევა...კმარა სიყალბე და აგრესია!!!