უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უმაღლესი რადის თავჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ხელი მოაწერეს უმაღლესი რადასა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიზნის მიღწევის შესახებ.
„დღეს, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, ხელს ვაწერთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც არის ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანობის სიგნალი და მტკიცებულება იმისა, რომ მტკიცედ გადაწყვეტილი გვაქვს მივაღწიოთ უკრაინის სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აღნიშნული დეკლარაციის ხელმოწერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ხელმოწერა იყო.
ჩვენ სამაგიეროდ ერეკლე პაპა გვყავდა!
raga gichirt exla
kvekana xom aashenet.