ავტორი:

"უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურება“ - ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთლის ბრალდებაზე

"უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურება“ - ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთლის ბრალდებაზე

"ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "ტვ. პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთელის მხრიდან "უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და "მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურება“. ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა აშში-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, საუბარია "უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა”.

ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ კამერებზე ყველაფერია ასახული.

“უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა.

"საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე," - ამბობს ოხანაშვილი.

ასევე იხილეთ: