მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსიკა ათავისუფლებს - Tbilisi Open Air 2022 დასრულდა
მუსიკა ათავისუფლებს - Tbilisi Open Air 2022  დასრულდა

ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ყვე­ლა­ზე დიდი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი, ორ წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ დაბ­რუნ­და. წელს Tbilisi Open Air 24 ივ­ნისს და­ი­წყო და სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, Lisi Wonderland-ში თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

2022 წელს, ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ გა­მარ­თუ­ლი Tbilisi Open Air გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმი­თაც აღ­მოჩ­ნდა, რომ მსმე­ნელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, თბი­ლის­ში გა­მარ­თულ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მო­ე­ხა­ტათ უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი გა­და­ი­რი­ცხა უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად შექ­მნილ ფონდში.

„თა­ვი­სუფ­ლე­ბა - სწო­რედ ესაა ის უმ­თავ­რე­სი იდეა, რომ­ლის გარ­შე­მოც ყო­ველ­წლი­უ­რად ათე­უ­ლო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი ვიკ­რი­ბე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა დღეს უდი­დე­სი საფრ­თხის წი­ნა­შეა. ამ საფრ­თხის მი­ზე­ზი რუ­სე­თია. ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც არ­ნა­ხუ­ლი სი­სას­ტი­კით ეს­ხმის თავს ჩვენს მოძ­მე უკ­რა­ი­ნას და მას­თან ერ­თად მთელ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს.

ჩვენ სრულ მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებთ უკ­რა­ი­ნა­სა და უკ­რა­ი­ნე­ლებს - ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ, მებ­რძოლ და მა­მაც ხალ­ხს.” - გა­ნა­ცხა­დეს ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა.

Lisi Wonderland-ში ოთხ სცე­ნა­ზე, ჯამ­ში 70 -მდე შემ­სრუ­ლე­ბე­ლი წარ­დგა მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე. ფეს­ტი­ვა­ლის ჰედ­ლა­ი­ნე­რე­ბი იყ­ვნენ: ამე­რი­კუ­ლი ბენ­დი CIGARETTES AFTER SEX, ბრი­ტა­ნუ­ლი ინდი როკ ჯგუ­ფი ALT-J და უკ­რა­ი­ნუ­ლი რო­კბენ­დი - OKEAN ELZY. სცე­ნა­ზე ასე­ვე ვი­ხი­ლეთ, KONOBA, RHYE, MOLCHAT DOMA. ამას­თან ერ­თად, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ცნო­ბი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი.

ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ვე­ლი დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხალ­ხმრავ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რომ­ლის მთა­ვა­რი ჰედ­ლა­ი­ნე­რი, პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი ბენ­დი CIGARETTES AFTER SEX იყო.

Tbilisi Open Air-ის პირ­ვე­ლი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთა­ვა­რი სცე­ნი­დან უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი ბევ­რი მე­სი­ჯი გაჟ­ღერ­და, მათ შო­რის, ბრი­ტა­ნუ­ლი ბენ­დის, Alt-J-ის წევ­რმა, გას უნ­გერ-ჰა­მილ­ტონ­მა გა­მო­ხა­ტა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ თა­ნად­გო­მა და გა­მარ­ჯვე­ბა უსურ­ვა მათ. თუმ­ცა, ფეს­ტი­ვა­ლის მე­სა­მე დღე გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რი იყო, რო­დე­საც მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე, ლე­გენ­და­რუ­ლი უკ­რა­უ­ნუ­ლი როკ ჯგუ­ფი Okean Elzy წარ­დგა.

Tbilisi Open Air -ზე Okean Elzy -ს ვო­კა­ლის­ტმა, სვი­ა­ტოს­ლავ ვა­კარ­ჩუ­კიმ, მსმე­ნელს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რის­თვის და თქვა, რომ ბენ­დის კა­რი­ე­რა­ში, ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ღა­მო იყო, რად­გან ისი­ნი პირ­ვე­ლად გა­მოჩ­დნენ მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა. თბი­ლის­ში გა­მოს­ვლით, ჯგუფ­მა და­ი­წყო ევ­რო­პუ­ლი ტურ­ნე, რომ­ლი­თაც ისი­ნი უკ­რა­ი­ნას და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბით მი­სულ მსმე­ნელს, ვა­კარ­ჩუ­კიმ ქარ­თუ­ლად „თბი­ლი­სო“ უმ­ღე­რა, რაც ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მტკი­ცე მე­გობ­რო­ბის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო. მა­ნამ­დე კი, ჯგუფ­მა თით­ქმის ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ჰიტი შე­ას­რუ­ლა - მათ შო­რის, ომის პე­რი­ოდ­ში და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც მათ მა­რი­უ­პო­ლის მცვე­ლებს მი­უ­ძღვნეს.

ვა­კარ­ჩუ­კიმ სცე­ნი­დან მსმე­ნელს კი­დევ ერთი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მე­სი­ჯით მი­მარ­თა: „უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო მალე გახ­დე­ბი­ან ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი.“

„მად­ლო­ბა მათ, ვინც არ არის ვალ­დე­ბუ­ლი ჩა­მო­ვი­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ისი­ნი ჩა­მო­დი­ან და რის­კა­ვენ თა­ვის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას. ისი­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შო­ბენ, რუ­სულ აგ­რე­სი­ას­თან ბრძო­ლა­ში, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს მხარ­და­ჭე­რა ამ­ბობს ძა­ლი­ან ბევ­რს. ყვე­ლა­ზე მე­ტად მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო, ომში მო­ნა­წი­ლე ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მი­მართ. პა­ტივს ვცემ და ვი­ზი­ა­რებ ყვე­ლა და­ღუ­პუ­ლის ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას.“ - გა­ნა­ცხა­და მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სვი­ა­ტოს­ლავ ვა­კარ­ჩუ­კიმ.

Tbilisi Open Air -ზე უცხო­ელ მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად, ქარ­თველ არ­ტის­ტებ­საც და­ეთ­მოთ სცე­ნა, მათ შო­რის იყ­ვნენ: Killages, BEDFORD FALLS, MOKUMOKU, არა, EKO & VINDA FOLIO, წე­რი­ლი და სხვა.

Tbilisi Open Air -ის და­წყე­ბის დღეს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ცნო­ბი­ლი აქ­ცია „შინ ევ­რო­პის­კენ“ გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბი და მუ­სი­კო­სე­ბიც უცხა­დებ­დნენ მხარ­და­ჭე­რას. Eko & Vinda- ს კომ­პო­ზი­ცი­ის „აგუ­რით ხელ­ში“ შეს­რუ­ლე­ბის დროს, ერეკ­ლე დე­ი­სა­ძემ ორი­გი­ნა­ლი ტექ­სტი შეც­ვა­ლა ფრა­ზით: „რე­ვო­ლუ­ცია მარ­ტი­ვად იწყე­ბა შენ­ში, რო­დე­საც დგა­ხარ ევ­რო­კავ­ში­რის კარ­თან...“

„ფეს­ტი­ვა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა უამ­რა­ვი მსმე­ნე­ლით, რო­მე­ლიც ამინ­დის მი­უ­ხე­და­ვად, სტუმ­რობს ლისი ვან­დერ­ლენ­დს. ფეს­ტი­ვა­ლის კონ­ცეფ­ცია ყვე­ლა ჟან­რის მსმე­ნე­ლის გე­მოვ­ნე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი და ისი­ნი მუ­სი­კის ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი მომ­ხა­რებ­ლე­ბი არი­ან. ფეს­ტი­ვალ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სთე­ი­ჯე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა კი ყვე­ლა მე­ლო­მანს თა­ვის თავს აპოვ­ნი­ნებს.“ - გვი­თხრა ერეკ­ლე დე­ი­სა­ძემ.

Tbilisi Open Air არის სივ­რცე, სა­დაც გან­სხვა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. ფეს­ტი­ვალს ელო­დე­ბი­ან და ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო მეტი სტუ­მა­რი ჩა­მო­დის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც. Open Air 2022 გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი მსმე­ნე­ლის დას­წრე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

„2 წლი­ა­ნი პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი იძუ­ლე­ბი­თი პა­უ­ზის შემ­დეგ, Tbilisi Open Air დაბ­რუნ­და. ფეს­ტი­ვა­ლის იდეა დგას თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და წელს ყვე­ლა ერ­თად, კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, ჩვე­ნი სლო­გა­ნიც - „მუ­სი­კა ათა­ვი­სუფ­ლებს“ ამის გა­მო­ხატ­ვაა. წელს Open Air-ს უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ბევ­რი მსმე­ნე­ლი ეს­წრე­ბა, რაც ჩვენ­თვის და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა შემ­დე­გი წლის ფეს­ტი­ვა­ლის და­გეგ­მის­თვის.“ - გვი­თხრა Tbilisi Open Air-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სოფო ებ­რა­ლი­ძემ.

#SlavaUkraine

#SupportUkraine

#TOAforUkraine

#MusicBreaksFree

ავ­ტო­რი: თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

ფოტო: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
1

მუსიკა თუ ათავისუფლებს, რას გახვეულან უკრაინის დროშებში

თბილისი
1

ყველას საფესტივალო განწყობა გვაქვს, მაშ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მუსიკა ათავისუფლებს - Tbilisi Open Air 2022 დასრულდა

მუსიკა ათავისუფლებს - Tbilisi Open Air 2022  დასრულდა

ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, ორ წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. წელს Tbilisi Open Air 24 ივნისს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში, Lisi Wonderland-ში თავისუფლებისა და მუსიკის მოყვარული უამრავი ადამიანი გააერთიანა.

2022 წელს, ორწლიანი პაუზის შემდეგ გამართული Tbilisi Open Air განსაკუთრებული იმითაც აღმოჩნდა, რომ მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის პარალელურად, თბილისში გამართულ ფესტივალზე გამოეხატათ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხა უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში.

„თავისუფლება - სწორედ ესაა ის უმთავრესი იდეა, რომლის გარშემოც ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი ვიკრიბებით. სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება დღეს უდიდესი საფრთხის წინაშეა. ამ საფრთხის მიზეზი რუსეთია. ქვეყანა, რომელიც არნახული სისასტიკით ესხმის თავს ჩვენს მოძმე უკრაინას და მასთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელებს - ამ არაჩვეულებრივ, მებრძოლ და მამაც ხალხს.” - განაცხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.

Lisi Wonderland-ში ოთხ სცენაზე, ჯამში 70 -მდე შემსრულებელი წარდგა მსმენელის წინაშე. ფესტივალის ჰედლაინერები იყვნენ: ამერიკული ბენდი CIGARETTES AFTER SEX, ბრიტანული ინდი როკ ჯგუფი ALT-J და უკრაინული როკბენდი - OKEAN ELZY. სცენაზე ასევე ვიხილეთ, KONOBA, RHYE, MOLCHAT DOMA. ამასთან ერთად, ელექტრონული მუსიკის ცნობილი შემსრულებლები.

ფესტივალის პირველი დღე განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, რომლის მთავარი ჰედლაინერი, პოპულარული ამერიკული ბენდი CIGARETTES AFTER SEX იყო.

Tbilisi Open Air-ის პირველი ორი დღის განმავლობაში, მთავარი სცენიდან უკრაინის მხარდამჭერი ბევრი მესიჯი გაჟღერდა, მათ შორის, ბრიტანული ბენდის, Alt-J-ის წევრმა, გას უნგერ-ჰამილტონმა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომა და გამარჯვება უსურვა მათ. თუმცა, ფესტივალის მესამე დღე გამორჩეული და განსაკუთრებულად ემოციური იყო, როდესაც მსმენელის წინაშე, ლეგენდარული უკრაუნული როკ ჯგუფი Okean Elzy წარდგა.

Tbilisi Open Air -ზე Okean Elzy -ს ვოკალისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკიმ, მსმენელს მადლობა გადაუხადა უპირობო მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ ბენდის კარიერაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო იყო, რადგან ისინი პირველად გამოჩდნენ მრავალათასიანი მსმენელის წინაშე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. თბილისში გამოსვლით, ჯგუფმა დაიწყო ევროპული ტურნე, რომლითაც ისინი უკრაინას დაეხმარებიან.

უკრაინის დროშებით მისულ მსმენელს, ვაკარჩუკიმ ქართულად „თბილისო“ უმღერა, რაც ქართველი და უკრაინელი ხალხის მტკიცე მეგობრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო. მანამდე კი, ჯგუფმა თითქმის ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულა - მათ შორის, ომის პერიოდში დაწერილი სიმღერა, რომელიც მათ მარიუპოლის მცველებს მიუძღვნეს.

ვაკარჩუკიმ სცენიდან მსმენელს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მესიჯით მიმართა: „უკრაინა და საქართველო მალე გახდებიან ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები.“

„მადლობა მათ, ვინც არ არის ვალდებული ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ისინი ჩამოდიან და რისკავენ თავის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს მხარდაჭერა ამბობს ძალიან ბევრს. ყველაზე მეტად მადლიერება მინდა გამოვხატო, ომში მონაწილე ჯარისკაცებისა და მოხალისეების მიმართ. პატივს ვცემ და ვიზიარებ ყველა დაღუპულის ოჯახის მწუხარებას.“ - განაცხადა მედიასთან ინტერვიუში სვიატოსლავ ვაკარჩუკიმ.

Tbilisi Open Air -ზე უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ქართველ არტისტებსაც დაეთმოთ სცენა, მათ შორის იყვნენ: Killages, BEDFORD FALLS, MOKUMOKU, არა, EKO & VINDA FOLIO, წერილი და სხვა.

Tbilisi Open Air -ის დაწყების დღეს, რუსთაველის გამზირზე, ცნობილი აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა, რომელსაც ფესტივალის სტუმრები და მუსიკოსებიც უცხადებდნენ მხარდაჭერას. Eko & Vinda- ს კომპოზიციის „აგურით ხელში“ შესრულების დროს, ერეკლე დეისაძემ ორიგინალი ტექსტი შეცვალა ფრაზით: „რევოლუცია მარტივად იწყება შენში, როდესაც დგახარ ევროკავშირის კართან...“

„ფესტივალის მნიშვნელობა, პირველ რიგში, განისაზღვრება უამრავი მსმენელით, რომელიც ამინდის მიუხედავად, სტუმრობს ლისი ვანდერლენდს. ფესტივალის კონცეფცია ყველა ჟანრის მსმენელის გემოვნებაზეა გათვლილი და ისინი მუსიკის ყველაზე გულწრფელი მომხარებლები არიან. ფესტივალზე განთავსებული სთეიჯების მრავალფეროვნება კი ყველა მელომანს თავის თავს აპოვნინებს.“ - გვითხრა ერეკლე დეისაძემ.

Tbilisi Open Air არის სივრცე, სადაც განსხვავებულ ადამიანებს შეუძლიათ თანაცხოვრება. ფესტივალს ელოდებიან და ყოველწლიურად უფრო მეტი სტუმარი ჩამოდის მეზობელი ქვეყნებიდანაც. Open Air 2022 განსაკუთრებით ბევრი მსმენელის დასწრებითაც გამოირჩეოდა.

„2 წლიანი პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, Tbilisi Open Air დაბრუნდა. ფესტივალის იდეა დგას თავისუფლებაზე და წელს ყველა ერთად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ თავისუფლების მნიშვნელობას, ჩვენი სლოგანიც - „მუსიკა ათავისუფლებს“ ამის გამოხატვაა. წელს Open Air-ს უპრეცედენტოდ ბევრი მსმენელი ესწრება, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმული და პასუხისმგებლობაა შემდეგი წლის ფესტივალის დაგეგმისთვის.“ - გვითხრა Tbilisi Open Air-ის წარმომადგენელმა, სოფო ებრალიძემ.

#SlavaUkraine

#SupportUkraine

#TOAforUkraine

#MusicBreaksFree

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

ფოტო: ვანო გორგიშვილი