მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მორიგი ერთობლივი განცხადება
სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მორიგი ერთობლივი განცხადება

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი, სო­ზარ სუ­ბა­რი, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

რო­გორც დე­პუ­ტა­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მათ სურთ კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტონ თა­ვი­ან­თი ხედ­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ევ­რო­საბ­ჭოს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 12 პუნ­ქტის შე­სას­რუ­ლებ­ლად 6-თვი­ა­ნი ვა­დის და­წე­სე­ბას მხო­ლოდ ერთი ლო­გი­კუ­რი ახ­სნა აქვს, ვი­ღა­ცას სურს, შექ­მნას ხე­ლოვ­ნუ­რი აჟი­ო­ტა­ჟი ამ თე­მის გარ­შე­მო.

"კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი: პირ­ველ რიგ­ში, ისევ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის თე­მას შე­ვე­ხე­ბით, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის დღის წეს­რიგ­ში ამ ეტაპ­ზე სრუ­ლი­ად ხე­ლოვ­ნუ­რად შე­მო­ი­ტა­ნეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით შეგ­ვა­ტა­ნი­ნეს გა­ნა­ცხა­დი და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით­ვე გვი­თხრეს უარი კან­დი­და­ტო­ბა­ზე, ახლა კი ევ­რო­კავ­ში­რის პრაქ­ტი­კის­თვის სრუ­ლი­ად უპ­რე­ცე­დენ­ტო და გა­უ­გე­ბა­რი ვადა დაგ­ვი­წე­სეს და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, 6 თვე­ში გვთხო­ვენ ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბას. ამ ვა­დის გარ­შე­მო წნეხს და­მა­ტე­ბით ამ­ძაფ­რებს ელ­ჩე­ბი­სა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად კეთ­დე­ბა და რაც, ასე­ვე, ევ­რო­კავ­ში­რის პრაქ­ტი­კის­თვის სრუ­ლი­ად უცხო ხი­ლია.

ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თა­რი­ღი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის თა­რიღ­ზე ოდ­ნავ მა­ინც რომ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამ­გვარ წნეხს და "დედ­ლა­ინ­ზე“ ზე­წო­ლას მი­ნი­მა­ლუ­რი ახ­სნა მა­ინც ექ­ნე­ბო­და. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ რო­დე­საც ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა კან­დი­და­ტის სტა­ტუსს სტან­დარ­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში იღებს, მას და­ახ­ლო­ე­ბით 15 წე­ლი­წად­ში ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უჩ­ნდე­ბა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის შემ­თხვე­ვა არას­ტან­დარ­ტუ­ლია. კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა არა იმის გამო, რომ ესა თუ ის ქვე­ყა­ნა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის­თვის ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არის მზად, არა­მედ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მმარ­თველ გუნდს ჰქონ­და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც 2 წლის წინ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში წარ­ვუდ­გი­ნეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მომ­დევ­ნო 2 წლის მან­ძილ­ზე უნდა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ნი­მუმ 70 პრო­ცენ­ტის შეს­რუ­ლე­ბა და ამის სა­ფუძ­ველ­ზე, 2024 წელს უნდა შე­ე­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად. სტან­დარ­ტუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის თავ­ზე მი­ი­ღებ­და კან­დი­და­ტის სტა­ტუსს და ასე­ვე, სტან­დარ­ტუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 12-15 წე­ლი­წად­ში, 2040 წლამ­დე გახ­დე­ბო­და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა.

ამას გვიჩ­ვე­ნებს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბის - მონ­ტე­ნეგ­როს და სერ­ბე­თის მა­გა­ლი­თი. ორი­ვე მათ­გან­მა გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნი­დან 2 წე­ლი­წად­ში (შე­სა­ბა­მი­სად, 2010 და 2012 წელს) მი­ი­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და თუ ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თა, ისი­ნი 2024 წელს გახ­დე­ბი­ან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი, რაც მონ­ტე­ნეგ­როს­თვის 14-წლი­ან, ხოლო სერ­ბე­თის­თვის 12-წლი­ან წარ­მა­ტე­ბულ მო­ლო­დინს ნიშ­ნავს.

იმ პი­რო­ბებ­ში კი, რო­დე­საც კან­დი­და­ტო­ბას არა ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის გამო, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით გაძ­ლე­ვენ, ბუ­ნებ­რი­ვია, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის თა­რიღ­სა და გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თა­რიღს შო­რის 12-14-წლი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლი სრუ­ლი­ად პი­რო­ბი­თი ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ამ­ბო­ბენ ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რომ ეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი 2050 წლის­თვის, ანუ არა 14, არა­მედ 28 წე­ლი­წად­ში გახ­დე­ბა.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მომ­დევ­ნო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს. თუმ­ცა, ვე­რა­ვინ ახ­სნის, პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რას აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო შექ­მნი­ლი აჟი­ო­ტა­ჟიც, აშ­კა­რად, სრუ­ლი­ად ხე­ლოვ­ნუ­რია.

შე­სა­ბა­მი­სად, 6-თვი­ა­ნი ვა­დის და­წე­სე­ბას მხო­ლოდ ერთი ლო­გი­კუ­რი ახ­სნა აქვს. ვი­ღა­ცას სურს, შექ­მნას ხე­ლოვ­ნუ­რი აჟი­ო­ტა­ჟი ამ თე­მის გარ­შე­მო და ხე­ლოვ­ნუ­რად გა­აღ­ვი­ვოს ხალ­ხის ემო­ცი­ე­ბი, რათა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბით“ მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა მო­ხერ­ხდეს. სწო­რედ ეს სცე­ნა­რი გა­ნი­ხი­ლეს ბა­კუ­რი­ან­ში, რა­ზეც პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი თა­ვი­დან­ვე ღიად გვე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ.

კი­დევ ერთხელ ვი­ტყვით, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და მისი ექ­ვსთვი­ა­ნი ვა­დაც იმ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ან­ში იქნა გან­ხი­ლუ­ლი. 6 თვის თავ­ზე კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ მოგ­ვცე­მენ, რა­მაც, გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბის გათ­ვლით, რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარს ახა­ლი მუხ­ტი უნდა მის­ცეს და სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­რე ფრონ­ტად უნდა აქ­ცი­ოს“, - ნათ­ქვა­მია ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე­ცაა სა­უ­ბა­რი და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "ოლი­გარ­ქო­ბის“ შე­სა­ხებ დღემ­დე არა­ვის არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ წარ­მო­უდ­გე­ნია და ვერც წარ­მო­ად­გენს.

"დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია: ევ­რო­კო­მი­სი­ის დო­კუ­მენ­ტის ერთ-ერთი პუნ­ქტი დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას ეხე­ბა. ამ კუ­თხით, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა და მისი უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი თავ­ხე­დუ­რად მი­ა­ნიშ­ნე­ბენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე, რომ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ა­შიც კი ჩა­წე­რეს. აშ­კა­რაა, რომ დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის დათ­ქმის გა­მო­ყე­ნე­ბით, კამ­პა­ნია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ კი­დევ უფრო გა­იშ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი "ოლი­გარ­ქო­ბის“ შე­სა­ხებ დღემ­დე არა­ვის არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ წარ­მო­უდ­გე­ნია და ვერც წარ­მო­ად­გენს.

კლა­სი­კუ­რი გან­მარ­ტე­ბით, ოლი­გარ­ქი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მსხვილ ფი­ნან­სურ რე­სურსს ფლობს და ამ რე­სურსს პო­ლი­ტი­კა­ზე და მე­დი­ა­ზე გავ­ლე­ნის მო­სა­პო­ვებ­ლად კერ­ძო ინ­ტე­რე­სე­ბის გამო იყე­ნებს.

ფაქ­ტია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტე­ბის ამ რამ­დე­ნი­მე ელე­მენ­ტი­დან მხო­ლოდ პირ­ველს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კა­ზე მის გავ­ლე­ნას: გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვა, პო­ლი­ტი­კა­ში მისი ჩა­რე­ვის არ­ცერ­თი ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს.

სწო­რედ ასე იყო გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც, რა­საც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ის დღე­საც და­ა­დას­ტუ­რებს. რო­დე­საც გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის დღეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და მას შო­რის პრინ­ცი­პუ­ლი სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თა, ორი­ვე მათ­გან­მა უმ­რავ­ლე­სო­ბის წი­ნა­შე რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­დას­ტუ­რა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლის დღი­დან პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაბ­რუ­ნე­ბამ­დე, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე არა­ვი­თა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ შემ­დგა­რა.

იგი­ვე ეხე­ბა კი­დევ ერთ ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­საც. გა­ხა­რი­ა­მაც სა­ჯა­როდ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლის შემ­დეგ, მათ შო­რის არა­ვი­თა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია აღარ ყო­ფი­ლა. მე­ტიც, გა­ხა­რი­ამ რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­დას­ტუ­რა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­შიც კი არ ერე­ო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ ამის ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი უფ­ლე­ბა ჰქონ­და.

მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ტი­კი­დან გა­ვი­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ერ­თა­დერ­თი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რო­დე­საც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, გა­ხა­რი­ას ქმე­დე­ბას თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­არ­ქვა. არ­ცერთ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის არ­ცერ­თი პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი მცდე­ლო­ბა არ ჰქო­ნია.

რო­გორც უკვე ვთქვით, ივა­ნიშ­ვი­ლი არც კვი­რი­კაშ­ვი­ლის და არც გა­ხა­რი­ას საქ­მე­ში არა­სო­დეს ერე­ო­და. თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს თე­ო­რი­უ­ლი ეჭვი, ხომ არა აქვს მას კო­მუ­ნი­კა­ცია მოქ­მედ პრე­მი­ერ­თან, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და პარ­ტი­ის მოქ­მედ თავ­მჯდო­მა­რეს­თან, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი ამას უარ­ყოფს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, თუნ­დაც, აბ­სტრაქ­ტუ­ლი ეჭვი, ხომ არ უკავ­შირ­დე­ბი­ან ისი­ნი ივა­ნიშ­ვილს ან, პი­რი­ქით, ივა­ნიშ­ვი­ლი მათ.

თე­ო­რი­უ­ლად რომც და­ვუშ­ვათ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი გუნ­დის ლი­დე­რებს პე­რი­ო­დუ­ლად რა­ი­მე რჩე­ვებს აძ­ლევს, პო­ლი­ტი­კა­ში ეს ნორ­მაა და არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბას არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ნიშ­ნავს. მა­გა­ლი­თად, მთე­ლი მსოფ­ლიო ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია ლა­მის მთლი­ა­ნად ბა­რაქ ობა­მამ და­ა­კომ­პლექ­ტა, თუმ­ცა, ამი­სათ­ვის ობა­მა დღემ­დე არა­ვის გა­უკ­რი­ტი­კე­ბია.

რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს ხოლ­მე, რომ პო­ლი­ტი­კა­ში არ ჩა­ე­რე­ვა, ამას ყო­ველ­თვის ას­რუ­ლებს კი­დეც. ის დღეს არც პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­შია ჩარ­თუ­ლი და არც მე­დი­ას აფი­ნან­სებს. გარ­და ამი­სა, ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვი­თა­რი ბიზ­ნე­სი არა აქვს. ყვე­ლა პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ის ქვე­ყა­ნა­ში ახორ­ცი­ე­ლებს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქველ­მოქ­მე­დე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე რომ არ იყოს, ფაქ­ტე­ბი არა­ვის­გან და­ი­მა­ლე­ბო­და. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პა­ტივს სცემს და იცავს წე­სებ­სა და კა­ნო­ნებს და ყო­ველ­თვის ამ პრინ­ცი­პე­ბით მოქ­მე­დებ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოლი­გარ­ქად მის მოხ­სე­ნი­ე­ბას არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არა აქვს.

თუკი ვინ­მეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ოლი­გარ­ქი შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს, ესე­ნი სწო­რედ ოპო­ზი­ცი­ის მოქ­მე­დი ლი­დე­რე­ბი - სა­ა­კაშ­ვი­ლი, კე­ზე­რაშ­ვი­ლი, ხა­ზა­რა­ძე და ჯა­ფა­რი­ძე არი­ან.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტის ჩა­ბა­რე­ბის დღი­დან დღემ­დე ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი რომ არის და პო­ლი­ტი­კა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ერე­ვა, ამას თა­ვა­დაც არ მა­ლავს. ცი­ხის სა­კა­ნიც კი პარ­ტი­ულ ოფი­სად აქვს ქცე­უ­ლი, სა­დაც მან რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე რამ­დე­ნი­მე ასე­ულ პარ­ტი­ულ ამ­ხა­ნაგს უმას­პინ­ძლა. მე­ტიც, ცი­ხი­დან რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა­საც კი არ ერი­დე­ბა. მას რომ ნა­ძარ­ცვი ფული არ აკ­ლია და ამ ფუ­ლის ნა­წილს პარ­ტი­უ­ლი მე­დი­ის რჩე­ნა­საც ახ­მარს, ესეც ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ა­კაშ­ვი­ლი ოლი­გარ­ქის ცნე­ბის ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

იგი­ვე ეხე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­საც, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­დად­გო­მი­დან ერთ თვე­ში მი­ლი­არდდო­ლა­რი­ა­ნი ბრუნ­ვის მქო­ნე კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი გახ­და და ნა­ძარ­ცვი ფუ­ლით ოპო­ზი­ცი­ას და მის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს ყო­ველ­წი­უ­რად მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რით აფი­ნან­სებს.

ოლი­გარ­ქის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თე­ბი არი­ან, ასე­ვე, ხა­ზა­რა­ძე და ჯა­ფა­რი­ძე. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ისი­ნი პირ­და­პირ იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში და სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ბიზ­ნე­სის რე­კეტს, რი­თაც და­მა­ტე­ბით სო­ლი­დურ შე­მო­სავ­ლებს იღებ­დნენ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ ბიზ­ნესს ზუს­ტად ისე­ვე ედგა გვერ­დში, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვას. თუმ­ცა, სუფ­თა ბიზ­ნე­სის კე­თე­ბას მათ ამ შემ­თხვე­ვა­შიც სხვა გზით სი­ა­რუ­ლი არ­ჩი­ეს და კვლა­ვაც ოლი­გარ­ქო­ბას შე­ე­ცად­ნენ. გარ­და ამი­სა, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ვის უშ­ლი­და პო­ლი­ტი­კის და­ფი­ნან­სე­ბას. ხა­ზა­რა­ძე და ჯა­ფა­რი­ძე ამით სარ­გებ­ლობ­დნენ და სა­კუ­თა­რი ძვე­ლი პარტნი­ო­რე­ბის, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის კუთ­ვნილ ტე­ლე­ვი­ზი­ებს თით­ქმის და­უ­ფა­რა­ვად აფი­ნან­სებ­დნენ - თა­ვი­დან­ვე და­ი­წყეს "ტვ პირ­ვე­ლის“ და­ფი­ნან­სე­ბა და სო­ლი­დუ­რად ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ "რუს­თა­ვი 2-საც“, ვიდ­რე ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო. გარ­და ამი­სა, ისი­ნი აფი­ნან­სებ­დნენ ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ებს და მი­ტინ­გე­ბის დროს მათ კარ­ვებ­საც კი აწ­ვდიდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­დე­საც ეროვ­ნულ­მა ბან­კმა პრო­კუ­რა­ტუ­რას მათი ძვე­ლი ცოდ­ვე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც 17 მი­ლი­ო­ნის თაღ­ლი­თუ­რად მით­ვი­სე­ბას ეხე­ბო­და, თა­ვის და­სა­ცა­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია შექ­მნეს, რი­თაც სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ხა­ზა­რა­ძი­სა და ჯა­ფა­რი­ძის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი თეთ­რი ძა­ფით არის ნა­კე­რი - მათ მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ბან­კო კრე­დი­ტი სა­კუ­თარ მე­გო­ბარ ჭუტა წე­რე­თელ­ზე გა­ა­ფორ­მეს, შემ­დეგ იმა­ვე დღეს გა­და­ი­ფორ­მეს და ისე, რომ კრე­დიტს არა­ვინ მომ­სა­ხუ­რე­ბია, ოფ­შორ­ში გა­და­ი­ტა­ნეს და იქ სრუ­ლად ჩა­მო­წე­რეს. ამ­გვარ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ადა­მი­ა­ნებს ოლი­გარ­ქო­ბის სურ­ვი­ლი რომ გა­უჩ­ნდათ, არა­ვის­თვის უნდა იყოს გა­საკ­ვი­რი.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, ობი­ექ­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ოლი­გარ­ქად ვე­რა­ვინ გა­ნი­ხი­ლავს, სა­ა­კაშ­ვილს, კე­ზე­რაშ­ვილს, ხა­ზა­რა­ძე­სა და ჯა­ფა­რი­ძეს კი, ეს ცნე­ბა სრუ­ლად მი­ე­სა­და­გე­ბა. თუმ­ცა, სი­მარ­თლის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სულ მალე და­ი­ნა­ხავს, რომ დე­ო­ლი­გარ­ქი­ის კამ­პა­ნი­ას ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე აა­გე­ბენ“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე, გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უ­ბა­რია დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზეც და ამ კონ­ტექ­სტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დიდი ალ­ბა­თო­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ნიკა გვა­რა­მი­ას გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­ბო­ლო­ოდ მო­ა­წერს ხელს.

"დე­პო­ლა­რი­ზა­ცია: უნ­გრე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ძა­ლი­ან კარ­გად გან­მარ­ტა, რომ პო­ლა­რი­ზა­ცია პო­ლი­ტი­კა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბა საკ­მა­ოდ დიდი დო­ზით ხე­ლოვ­ნუ­რო­ბას შე­ი­ცავს.

დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე ვინ­მე სე­რი­ო­ზუ­ლად რომ ფიქ­რობ­დნენ, პირ­ველ რიგ­ში, კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე არ გვე­ტყოდ­ნენ უარს. ფაქ­ტია, რომ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, არა­მედ სწო­რედ რომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­თა­ვით­ვე ად­ვი­ლი გა­მო­საც­ნო­ბი იყო. დიდი მი­ა­მი­ტო­ბა იქ­ნე­ბო­და ფიქ­რი იმა­ზე, რომ ვი­ღა­ცამ ეს ვერ გათ­ვა­ლა. მე­ტიც, არა მხო­ლოდ გათ­ვა­ლა, არა­მედ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის არ­მი­ნი­ჭე­ბის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი სწო­რედ რომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­ვი­ვე­ბა და ბა­კუ­რი­ა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა იყო.

დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ცნე­ბა იმ­დე­ნად აბ­სტრაქ­ტუ­ლია, რომ სა­ი­და­ნაც გინ­და, იქი­დან მო­ა­ბამ ყურს. უკვე ცხა­დად შე­იძ­ლე­ბა იმის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, თუ რამ­დენ აბ­სურ­დულ მო­თხოვ­ნას და­უ­კავ­ში­რე­ბენ დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ას. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, უკვე სცა­დეს დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი მი­ე­ბათ, რა­საც არა­თუ დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ას­თან, კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თა­ნაც ვე­რა­ვი­თა­რი ლო­გი­კუ­რი კავ­ში­რი ვერ ექ­ნე­ბა.

თუმ­ცა, დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე მიბ­მუ­ლი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა მა­ინც სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გვა­რა­მი­ას გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ­მა ძა­ლებ­მა გა­და­ქა­ჩეს და მთლი­ა­ნად ოპო­ზი­ცი­ურ ნი­შა­ში შე­იყ­ვა­ნეს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამ ორი დამ­ნა­შა­ვის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­ბო­ლო­ოდ მო­ა­წერს ხელს. რო­გორც თა­ვის დრო­ზე ამოგ­ვიგ­რი­ხეს ხე­ლე­ბი და უგუ­ლა­ვა, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, მე­ლია და რუ­რუა გა­მოგ­ვაშ­ვე­ბი­ნეს, ზუს­ტად ასე­ვე ეც­დე­ბი­ან სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გვა­რა­მი­ას გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც. მათი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნიც იგი­ვე - რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის­თვის ახა­ლი მუხ­ტის მი­ცე­მა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბაა, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­ო­რე "სა­ხე­ლო­ვა­ნი“ ომი უნდა მოყ­ვეს.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თე­მის გარ­შე­მო შექ­მნი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი რომ ხე­ლოვ­ნუ­რია, ამას მოლ­დო­ვის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის საქ­მეც მოწ­მობს. სა­ა­კაშ­ვილს ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს სამ­მა ინ­სტან­ცი­ამ და­უდ­გი­ნა სას­ჯე­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იცის. მოლ­დო­ვის მოქ­მედ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი, კან­დი­და­ტო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, მოლ­დო­ვის მე­ხუ­თე პრე­ზი­დენტს, იგორ დო­დო­ნი სხვა პო­ლი­ტი­კო­სის მიერ ცე­ლოფ­ნის პარ­კის გა­და­ცე­მის ფაქ­ტზე წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა ისე შე­უ­ფარ­და, რომ ამა­ზე სი­ტყვა არა­ვის და­უძ­რავს. აქ კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან ნათ­ლად ჩანს ორ­მა­გი სტან­დარ­ტი, რო­მელ­ზეც უნ­გრე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­უბ­რობ­და. დო­დო­ნი რომ პრო­რუ­სი პრე­ზი­დენ­ტი იყო, სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის­თვის, წე­სით, ეს არა­ფერს უნდა ნიშ­ნავ­დეს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ფორ­მა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი უკვე და­წე­სე­ბუ­ლია თუმ­ცა დიდი ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს ომის­თვის არა­სო­დეს გა­ი­მე­ტებს“.

"ივა­ნიშ­ვი­ლის არა­ფორ­მა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი: რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკ­რა­ი­ნა­ში ომი 24 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო, ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ფორ­მა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი კი, რო­გორც მი­სი­ვე ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხად­და, 4 მარ­ტი­დან ამოქ­მედ­და. შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კი გა­უ­გო­ნარ რა­მეს აკე­თებს და ივა­ნიშ­ვილს კუთ­ვნილ თან­ხას თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე არ ური­ცხავს. დიდი მი­ა­მი­ტო­ბა იქ­ნე­ბო­და იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ბან­კი სა­კუ­თარ რე­პუ­ტა­ცი­ას ამ­გვარ გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის გა­რე­შე აკე­თებს.

ეს ნიშ­ნავს, რომ, ერთი მხრივ, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ზე­წო­ლა მთავ­რო­ბა­ზე, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, არა­ფორ­მა­ლუ­რი სან­ქცი­ით - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე.

ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის გა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რე­ბას ეს ძა­ლე­ბი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ით შე­ე­ცად­ნენ. თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია რომ და­ი­ნა­ხეს, მიხ­ვდნენ, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და და უკან და­ი­ხი­ეს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ვინც 308 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის კო­ორ­დი­ნა­ცია მო­ა­ხერ­ხა, იმას არც ევ­რო­კო­მი­სი­ის და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს დო­კუ­მენ­ტებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და.

ის­მის მარ­ტი­ვი შე­კი­თხვა - რა უნ­დათ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან? ეს კაცი პო­ლი­ტი­კა­ში არ ერე­ვა და რომც ერე­ო­დეს, ვე­რა­ვინ ამ­ბობს, თე­ო­რი­უ­ლად, ამით რას შე­იძ­ლე­ბა აფუ­ჭებ­დეს. ივა­ნიშ­ვი­ლი რომ არა­ფერს აფუ­ჭებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს მა­თაც ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან.

რჩე­ბა ერ­თა­დერ­თი ლო­გი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი ორი ვა­რი­ა­ცი­ით, რაც ამ ძა­ლებს ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა ამოძ­რა­ვებ­დეს: ან უნ­დათ, რომ ის მისი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­აბ­რუ­ნონ პო­ლი­ტი­კა­ში, რათა რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სე­ბი­ნონ და სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­რე ფრონ­ტად აქ­ცი­ონ, ან უნ­დათ, მას ამ­გვა­რი მი­თი­თე­ბე­ბი გუნ­დის ლი­დე­რე­ბის­თვის მი­ა­ცე­მი­ნონ.

ყვე­ლამ იცის, რომ მთე­ლი გუნ­დი და მისი ლი­დე­რე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს სცე­მენ. ივა­ნიშ­ვი­ლი არა მხო­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, არა­მედ გა­მორ­ჩე­უ­ლი ქველ­მოქ­მე­დი­ცაა და გარ­და ამი­სა, მან 2012 წელს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის თავი გა­და­დო და სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვის სა­და­ვე­ებს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მი ჩა­მო­ა­ცი­ლა. სწო­რედ ამი­ტომ, ის ინარ­ჩუ­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბულ მხარ­და­ჭე­რას და პა­ტი­ვის­ცე­მას რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ისე გუნ­დის მხრი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, ცხა­დია, მას აქვს რე­სურ­სი, ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­დეს ან გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე არ­სე­ბი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს.

გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი ხე­და­ვენ, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, კო­ბა­ხი­ძე და მთე­ლი გუნ­დი ჯი­უ­ტად იცა­ვენ პო­ზი­ცი­ებს და არც სან­ქცი­ებს და არც ომს არ თან­ხმდე­ბი­ან. ასეთ დროს, ივა­ნიშ­ვი­ლია ერ­თა­დერ­თი, ვი­საც მათი გა­დარ­წმუ­ნე­ბა და პრო­ცე­სე­ბის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თვა შე­უძ­ლია.

ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, თუმ­ცა, თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ამ ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მსგავ­სი სა­უ­ბა­რი უშუ­ა­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თა­ნაც ექ­ნე­ბო­დათ. ამ თე­მა­ზე მი­ნიშ­ნე­ბე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მაც გა­ა­კე­თა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის მი­ზე­ზის ახ­სნა ივა­ნიშ­ვილს შე­უძ­ლია და ამ თე­მა­ზე მას სა­მო­მავ­ლოდ რა­ღაც აქვს სათ­ქმე­ლი. ჩვენც და­ვე­ლო­დე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბებს და მა­ნამ­დე, ამ თე­მა­ზე და­მა­ტე­ბით ინ­ტერპრე­ტა­ცი­ებს მო­ვე­რი­დე­ბით.

რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ორი დღის წინ აღ­ნიშ­ნა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ კვლა­ვაც ძა­ლა­შია და მას სა­კუ­თარ თან­ხებ­ზე წვდო­მას ბან­კი დღემ­დე არ აძ­ლევს.

წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, რამ­დე­ნად მძი­მე შე­იძ­ლე­ბა იყოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე ზე­წო­ლა იმ ძა­ლე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც, ერ­თდრო­უ­ლად ევ­რო­პუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა და შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ბან­კის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ახერ­ხე­ბენ. თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ამ­ხე­ლა ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ომის­თვის არა­სო­დეს გა­ი­მე­ტებს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­ბო­ლოს, "ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნაგ­რძოს შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი სვლა ევ­რო­პის­კენ.

"და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­სავ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის მი­მართ: ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ ჩვე­ნი პა­სუ­ხე­ბი ან­ტი­და­სავ­ლურ რი­ტო­რი­კად მო­ნათ­ლონ. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ გვინ­და ცხა­დად და მკა­ფი­ოდ გან­ვმარ­ტოთ შემ­დე­გი - ჩვე­ნი სურ­ვი­ლი და მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნაგ­რძოს შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი წინსვლა ევ­რო­პის­კენ. სწო­რედ ამი­ტომ, და­ვი­ცავთ ქვეყ­ნის და სა­კუ­თარ ღირ­სე­ბას ყო­ველ­თვის, რო­დე­საც მას ვინ­მე შე­ე­ხე­ბა. შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე პა­სუ­ხი არის არა და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­ზე თავ­დას­ხმა, არა­მედ ჩვე­ნი ვალი ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და მისი ღირ­სე­ბის წი­ნა­შე. რო­დე­საც ევ­რო­პე­ლი იქ­ცე­ვა არა­ევ­რო­პუ­ლად, ის სწო­რედ თა­ვად აზი­ა­ნებს ევ­რო­პას და მის ინ­ტე­რე­სებს. შე­სა­ბა­მი­სად, უსა­მარ­თლო­ბა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ჩვენ­თვის სწო­რედ რომ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის, ევ­რო­პი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზის დაც­ვას ნიშ­ნავს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
geno
1

ar gvinda omi gvinda evropa evropuli girebulebebit faqtebit daadasturon an bodichi moicadon gmirebisan an dagupulebis gamo aferum evropav

მოსე
10

და გააგზავნა დიდებულმა სამი მსახური ქვეყანაზე მის სადიდებლად და მისი მცნებების გასავრცელებლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მორიგი ერთობლივი განცხადება

სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მორიგი ერთობლივი განცხადება

"ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.

როგორც დეპუტატები აღნიშნავენ, მათ სურთ კიდევ ერთხელ განმარტონ თავიანთი ხედვები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

განცხადების თანახმად, ევროსაბჭოს მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად 6-თვიანი ვადის დაწესებას მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს, ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო.

"კანდიდატის სტატუსი: პირველ რიგში, ისევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემას შევეხებით, რომელიც ქვეყნის დღის წესრიგში ამ ეტაპზე სრულიად ხელოვნურად შემოიტანეს. თავდაპირველად, დაჩქარებული წესით შეგვატანინეს განაცხადი და დაჩქარებული წესითვე გვითხრეს უარი კანდიდატობაზე, ახლა კი ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უპრეცედენტო და გაუგებარი ვადა დაგვიწესეს და დაჩქარებული წესით, 6 თვეში გვთხოვენ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას. ამ ვადის გარშემო წნეხს დამატებით ამძაფრებს ელჩებისა და ევროპარლამენტარების განცხადებები, რომლებიც ყოველდღიურად კეთდება და რაც, ასევე, ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უცხო ხილია.

ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი კანდიდატის სტატუსის მიღების თარიღზე ოდნავ მაინც რომ იყოს დამოკიდებული, ამგვარ წნეხს და "დედლაინზე“ ზეწოლას მინიმალური ახსნა მაინც ექნებოდა. მაგალითისათვის, ბალკანეთის ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც ევროპული ქვეყანა კანდიდატის სტატუსს სტანდარტულ ვითარებაში იღებს, მას დაახლოებით 15 წელიწადში ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა უჩნდება. თუმცა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევა არასტანდარტულია. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ შემთხვევაში ხდება არა იმის გამო, რომ ესა თუ ის ქვეყანა კანდიდატის სტატუსისთვის შინაარსობრივად არის მზად, არამედ დაჩქარებული წესით, პოლიტიკური მიზეზების გამო.

როგორც მოგეხსენებათ, მმართველ გუნდს ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული გეგმა, რომელიც 2 წლის წინ საარჩევნო პროგრამის ფარგლებში წარვუდგინეთ საზოგადოებას. ხელისუფლებას მომდევნო 2 წლის მანძილზე უნდა უზრუნველეყო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მინიმუმ 70 პროცენტის შესრულება და ამის საფუძველზე, 2024 წელს უნდა შეეტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, საქართველო დაახლოებით 2 წლის თავზე მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ასევე, სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, წარმატებული განვითარების პირობებში, დაახლოებით 12-15 წელიწადში, 2040 წლამდე გახდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ამას გვიჩვენებს ყველაზე წარმატებული კანდიდატი ქვეყნების - მონტენეგროს და სერბეთის მაგალითი. ორივე მათგანმა განაცხადის შეტანიდან 2 წელიწადში (შესაბამისად, 2010 და 2012 წელს) მიიღო კანდიდატის სტატუსი და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ისინი 2024 წელს გახდებიან ევროკავშირის წევრები, რაც მონტენეგროსთვის 14-წლიან, ხოლო სერბეთისთვის 12-წლიან წარმატებულ მოლოდინს ნიშნავს.

იმ პირობებში კი, როდესაც კანდიდატობას არა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით არსებული მიღწევების გამო, არამედ პოლიტიკური მოტივით გაძლევენ, ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსის მიღების თარიღსა და გაწევრიანების თარიღს შორის 12-14-წლიანი ინტერვალი სრულიად პირობითი ხდება. სწორედ ამიტომ ამბობენ ევროპელი პოლიტიკოსები უკრაინის შემთხვევაში, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი 2050 წლისთვის, ანუ არა 14, არამედ 28 წელიწადში გახდება.

დარწმუნებული ვართ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლება მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, ვერავინ ახსნის, პრაქტიკული თვალსაზრისით, რას აძლევს საქართველოს კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მიღება. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟიც, აშკარად, სრულიად ხელოვნურია.

შესაბამისად, 6-თვიანი ვადის დაწესებას მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს. ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო და ხელოვნურად გააღვივოს ხალხის ემოციები, რათა რევოლუციური სცენარით "ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება და "ნაციონალური მოძრაობით“ მისი ჩანაცვლება მოხერხდეს. სწორედ ეს სცენარი განიხილეს ბაკურიანში, რაზეც პარტიის ლიდერები თავიდანვე ღიად გვესაუბრებოდნენ.

კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული. 6 თვის თავზე კანდიდატის სტატუსს არცერთ შემთხვევაში არ მოგვცემენ, რამაც, გარკვეული ძალების გათვლით, რევოლუციურ სცენარს ახალი მუხტი უნდა მისცეს და საბოლოოდ, საქართველო მეორე ფრონტად უნდა აქციოს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში დეოლიგარქიზაციაზეცაა საუბარი და აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქობის“ შესახებ დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს.

"დეოლიგარქიზაცია: ევროკომისიის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი დეოლიგარქიზაციას ეხება. ამ კუთხით, ნაციონალური მოძრაობა და მისი უცხოელი მეგობრები თავხედურად მიანიშნებენ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის სახელი და გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს. აშკარაა, რომ დეოლიგარქიზაციის დათქმის გამოყენებით, კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაიშლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი "ოლიგარქობის“ შესახებ დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს.

კლასიკური განმარტებით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც მსხვილ ფინანსურ რესურსს ფლობს და ამ რესურსს პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად კერძო ინტერესების გამო იყენებს.

ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი განმარტების ამ რამდენიმე ელემენტიდან მხოლოდ პირველს აკმაყოფილებს. რაც შეეხება პოლიტიკაზე მის გავლენას: გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, პოლიტიკაში მისი ჩარევის არცერთი ფაქტი არ არსებობს.

სწორედ ასე იყო გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაშიც, რასაც, დარწმუნებული ვართ, ის დღესაც დაადასტურებს. როდესაც გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების დღეს, ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის პრინციპული საუბარი გაიმართა, ორივე მათგანმა უმრავლესობის წინაშე რამდენჯერმე დაადასტურა, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის დღიდან პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაბრუნებამდე, მათ შორის პოლიტიკურ თემებზე არავითარი კომუნიკაცია არ შემდგარა.

იგივე ეხება კიდევ ერთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასაც. გახარიამაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, მათ შორის არავითარი კომუნიკაცია აღარ ყოფილა. მეტიც, გახარიამ რამდენჯერმე დაადასტურა, რომ ივანიშვილი მის გადაწყვეტილებებში პარტიის თავმჯდომარეობის პერიოდშიც კი არ ერეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამის ყველანაირი სამართლებრივი თუ პოლიტიკური უფლება ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან გავიდა, ბიძინა ივანიშვილმა ერთადერთი საჯარო განცხადება გააკეთა, როდესაც გავრცელებული სპეკულაციების საპასუხოდ, გახარიას ქმედებას თავისი სახელი დაარქვა. არცერთ სხვა შემთხვევაში, მას საზოგადოების განწყობაზე გავლენის მოხდენის არცერთი პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა არ ჰქონია.

როგორც უკვე ვთქვით, ივანიშვილი არც კვირიკაშვილის და არც გახარიას საქმეში არასოდეს ერეოდა. თუმცა, საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს თეორიული ეჭვი, ხომ არა აქვს მას კომუნიკაცია მოქმედ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარტიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ამას უარყოფს, საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც, აბსტრაქტული ეჭვი, ხომ არ უკავშირდებიან ისინი ივანიშვილს ან, პირიქით, ივანიშვილი მათ.

თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი გუნდის ლიდერებს პერიოდულად რაიმე რჩევებს აძლევს, პოლიტიკაში ეს ნორმაა და არაფორმალურ მმართველობას არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს. მაგალითად, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ლამის მთლიანად ბარაქ ობამამ დააკომპლექტა, თუმცა, ამისათვის ობამა დღემდე არავის გაუკრიტიკებია.

როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს ხოლმე, რომ პოლიტიკაში არ ჩაერევა, ამას ყოველთვის ასრულებს კიდეც. ის დღეს არც პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული და არც მედიას აფინანსებს. გარდა ამისა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არავითარი ბიზნესი არა აქვს. ყველა პროექტი, რომელსაც ის ქვეყანაში ახორციელებს, სოციალური ქველმოქმედების გამოხატულებაა. ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს, ფაქტები არავისგან დაიმალებოდა. ბიძინა ივანიშვილი პატივს სცემს და იცავს წესებსა და კანონებს და ყოველთვის ამ პრინციპებით მოქმედებდა. აქედან გამომდინარე, ოლიგარქად მის მოხსენიებას არავითარი საფუძველი არა აქვს.

თუკი ვინმეს საქართველოში ოლიგარქი შეიძლება ეწოდოს, ესენი სწორედ ოპოზიციის მოქმედი ლიდერები - სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან.

მიხეილ სააკაშვილი ქართული პასპორტის ჩაბარების დღიდან დღემდე ნაციონალური მოძრაობის არაფორმალური მმართველი რომ არის და პოლიტიკაში ყოველდღიურად ერევა, ამას თავადაც არ მალავს. ციხის საკანიც კი პარტიულ ოფისად აქვს ქცეული, სადაც მან რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე რამდენიმე ასეულ პარტიულ ამხანაგს უმასპინძლა. მეტიც, ციხიდან რევოლუციური განცხადებების გაკეთებასაც კი არ ერიდება. მას რომ ნაძარცვი ფული არ აკლია და ამ ფულის ნაწილს პარტიული მედიის რჩენასაც ახმარს, ესეც ყველამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, სააკაშვილი ოლიგარქის ცნების ყველა კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს.

იგივე ეხება დავით კეზერაშვილსაც, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომიდან ერთ თვეში მილიარდდოლარიანი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელი გახდა და ნაძარცვი ფულით ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ყოველწიურად მილიონობით დოლარით აფინანსებს.

ოლიგარქის კლასიკური მაგალითები არიან, ასევე, ხაზარაძე და ჯაფარიძე. წინა ხელისუფლების დროს, ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართული დანაშაულებრივ სქემაში და სააკაშვილთან ერთად ახორციელებდნენ ბიზნესის რეკეტს, რითაც დამატებით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ.

"ქართული ოცნების“ პირობებში, ხელისუფლება მათ ბიზნესს ზუსტად ისევე ედგა გვერდში, როგორც ნებისმიერ სხვას. თუმცა, სუფთა ბიზნესის კეთებას მათ ამ შემთხვევაშიც სხვა გზით სიარული არჩიეს და კვლავაც ოლიგარქობას შეეცადნენ. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლება არავის უშლიდა პოლიტიკის დაფინანსებას. ხაზარაძე და ჯაფარიძე ამით სარგებლობდნენ და საკუთარი ძველი პარტნიორების, ნაციონალების კუთვნილ ტელევიზიებს თითქმის დაუფარავად აფინანსებდნენ - თავიდანვე დაიწყეს "ტვ პირველის“ დაფინანსება და სოლიდურად ეხმარებოდნენ "რუსთავი 2-საც“, ვიდრე ის ნაციონალური მოძრაობის საკუთრებაში იყო. გარდა ამისა, ისინი აფინანსებდნენ ოპოზიციის აქციებს და მიტინგების დროს მათ კარვებსაც კი აწვდიდნენ. მოგვიანებით კი, როდესაც ეროვნულმა ბანკმა პროკურატურას მათი ძველი ცოდვების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 17 მილიონის თაღლითურად მითვისებას ეხებოდა, თავის დასაცავად პოლიტიკური პარტია შექმნეს, რითაც საკუთარი პოლიტიკური ამბიციების ლეგალიზაცია განახორციელეს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ ჩადენილი დანაშაული თეთრი ძაფით არის ნაკერი - მათ მრავალმილიონიანი საბანკო კრედიტი საკუთარ მეგობარ ჭუტა წერეთელზე გააფორმეს, შემდეგ იმავე დღეს გადაიფორმეს და ისე, რომ კრედიტს არავინ მომსახურებია, ოფშორში გადაიტანეს და იქ სრულად ჩამოწერეს. ამგვარ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ოლიგარქობის სურვილი რომ გაუჩნდათ, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი.

რომ შევაჯამოთ, ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად ვერავინ განიხილავს, სააკაშვილს, კეზერაშვილს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს კი, ეს ცნება სრულად მიესადაგება. თუმცა, სიმართლის მიუხედავად, საზოგადოება სულ მალე დაინახავს, რომ დეოლიგარქიის კამპანიას ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილზე ააგებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში საუბარია დეპოლარიზაციაზეც და ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებას საბოლოოდ მოაწერს ხელს.

"დეპოლარიზაცია: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან კარგად განმარტა, რომ პოლარიზაცია პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა და საქართველოში მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება საკმაოდ დიდი დოზით ხელოვნურობას შეიცავს.

დეპოლარიზაციაზე ვინმე სერიოზულად რომ ფიქრობდნენ, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსზე არ გვეტყოდნენ უარს. ფაქტია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არა დეპოლარიზაციას, არამედ სწორედ რომ პოლარიზაციას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმთავითვე ადვილი გამოსაცნობი იყო. დიდი მიამიტობა იქნებოდა ფიქრი იმაზე, რომ ვიღაცამ ეს ვერ გათვალა. მეტიც, არა მხოლოდ გათვალა, არამედ კანდიდატის სტატუსის არმინიჭების უმთავრესი მიზანი სწორედ რომ პოლარიზაციის გაღვივება და ბაკურიანის რევოლუციური სცენარის მოქმედებაში მოყვანა იყო.

დეპოლარიზაციის ცნება იმდენად აბსტრაქტულია, რომ საიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს. უკვე ცხადად შეიძლება იმის წინასწარმეტყველება, თუ რამდენ აბსურდულ მოთხოვნას დაუკავშირებენ დეპოლარიზაციას. მაგალითისათვის, უკვე სცადეს დეპოლარიზაციისთვის საარჩევნო ბარიერი მიებათ, რასაც არათუ დეპოლარიზაციასთან, კანდიდატის სტატუსთანაც ვერავითარი ლოგიკური კავშირი ვერ ექნება.

თუმცა, დეპოლარიზაციაზე მიბმული მთავარი მოთხოვნა მაინც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლება იქნება. სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც გარკვეულმა ძალებმა გადაქაჩეს და მთლიანად ოპოზიციურ ნიშაში შეიყვანეს, დიდი ალბათობით, ამ ორი დამნაშავის განთავისუფლებას საბოლოოდ მოაწერს ხელს. როგორც თავის დროზე ამოგვიგრიხეს ხელები და უგულავა, ოქრუაშვილი, მელია და რურუა გამოგვაშვებინეს, ზუსტად ასევე ეცდებიან სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასაც. მათი განთავისუფლების მიზანიც იგივე - რევოლუციური სცენარისთვის ახალი მუხტის მიცემა და ხელისუფლების გადატრიალებაა, რასაც სააკაშვილის მეორე "სახელოვანი“ ომი უნდა მოყვეს.

სააკაშვილის თემის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი რომ ხელოვნურია, ამას მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის საქმეც მოწმობს. სააკაშვილს ქართული სასამართლოს სამმა ინსტანციამ დაუდგინა სასჯელი დანაშაულებზე, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მოლდოვის მოქმედმა ხელისუფლებამ კი, კანდიდატობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, მოლდოვის მეხუთე პრეზიდენტს, იგორ დოდონი სხვა პოლიტიკოსის მიერ ცელოფნის პარკის გადაცემის ფაქტზე წინასწარი პატიმრობა ისე შეუფარდა, რომ ამაზე სიტყვა არავის დაუძრავს. აქ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტი, რომელზეც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე დღის წინ საუბრობდა. დოდონი რომ პრორუსი პრეზიდენტი იყო, სამართლის უზენაესობისთვის, წესით, ეს არაფერს უნდა ნიშნავდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ივანიშვილის წინააღმდეგ არაფორმალური სანქციები უკვე დაწესებულია თუმცა დიდი ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი "საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს“.

"ივანიშვილის არაფორმალური სანქციები: როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო, ივანიშვილის წინააღმდეგ არაფორმალური სანქციები კი, როგორც მისივე ადვოკატმა განაცხადდა, 4 მარტიდან ამოქმედდა. შვეიცარიული ბანკი გაუგონარ რამეს აკეთებს და ივანიშვილს კუთვნილ თანხას თვეების მანძილზე არ ურიცხავს. დიდი მიამიტობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ბანკი საკუთარ რეპუტაციას ამგვარ გამოუსწორებელ ზიანს პოლიტიკური წნეხის გარეშე აკეთებს.

ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსით ხორციელდება ზეწოლა მთავრობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, არაფორმალური სანქციით - ბიძინა ივანიშვილზე.

ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გაოფიციალურებას ეს ძალები ევროპარლამენტის რეზოლუციით შეეცადნენ. თუმცა, საზოგადოების რეაქცია რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ ოფიციალური სანქციები კონტრპროდუქტიული იქნებოდა და უკან დაიხიეს. სხვა შემთხვევაში, ვინც 308 ევროპარლამენტარის კოორდინაცია მოახერხა, იმას არც ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დოკუმენტებზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდა.

ისმის მარტივი შეკითხვა - რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს. ივანიშვილი რომ არაფერს აფუჭებს, სინამდვილეში, ეს მათაც ძალიან კარგად იციან.

რჩება ერთადერთი ლოგიკური ინტერესი ორი ვარიაციით, რაც ამ ძალებს ივანიშვილის მიმართ შეიძლება ამოძრავებდეს: ან უნდათ, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში, რათა რუსეთისთვის სანქციები დააწესებინონ და საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ან უნდათ, მას ამგვარი მითითებები გუნდის ლიდერებისთვის მიაცემინონ.

ყველამ იცის, რომ მთელი გუნდი და მისი ლიდერები ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ივანიშვილი არა მხოლოდ "ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, არამედ გამორჩეული ქველმოქმედიცაა და გარდა ამისა, მან 2012 წელს ქვეყნის ინტერესებისთვის თავი გადადო და სახელმწიფოს მართვის სადავეებს დანაშაულებრივი რეჟიმი ჩამოაცილა. სწორედ ამიტომ, ის ინარჩუნებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას და პატივისცემას როგორც საზოგადოების, ისე გუნდის მხრიდან. შესაბამისად, ცხადია, მას აქვს რესურსი, ნების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდეს ან გუნდის გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენა მოახდინოს.

გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია.

ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების წარმომადგენლებს მსგავსი საუბარი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაც ექნებოდათ. ამ თემაზე მინიშნებები ივანიშვილის ადვოკატმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ არაფორმალური სანქციების მიზეზის ახსნა ივანიშვილს შეუძლია და ამ თემაზე მას სამომავლოდ რაღაც აქვს სათქმელი. ჩვენც დაველოდებით ბიძინა ივანიშვილის განმარტებებს და მანამდე, ამ თემაზე დამატებით ინტერპრეტაციებს მოვერიდებით.

როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ორი დღის წინ აღნიშნა, არაოფიციალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კვლავაც ძალაშია და მას საკუთარ თანხებზე წვდომას ბანკი დღემდე არ აძლევს.

წარმოგვიდგენია, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც, ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ. თუმცა, დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაბოლოს, "ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებით, მათი მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი სვლა ევროპისკენ.

"დამოკიდებულება დასავლური სტრუქტურების მიმართ: ბაკურიანის შეკრების მონაწილეები ცდილობენ, დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ ჩვენი პასუხები ანტიდასავლურ რიტორიკად მონათლონ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა ცხადად და მკაფიოდ განვმარტოთ შემდეგი - ჩვენი სურვილი და მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ. სწორედ ამიტომ, დავიცავთ ქვეყნის და საკუთარ ღირსებას ყოველთვის, როდესაც მას ვინმე შეეხება. შეურაცხყოფაზე პასუხი არის არა დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა, არამედ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნისა და მისი ღირსების წინაშე. როდესაც ევროპელი იქცევა არაევროპულად, ის სწორედ თავად აზიანებს ევროპას და მის ინტერესებს. შესაბამისად, უსამართლობაზე პასუხის გაცემა ჩვენთვის სწორედ რომ სტრატეგიული პარტნიორის, ევროპისა და საქართველოს ევროპული გზის დაცვას ნიშნავს“, - ნათქვამია განცხადებაში.