სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული" - სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი
"კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული" - სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი

კი­დევ ერთხელ ვი­ტყვით, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და მისი ექ­ვსთვი­ა­ნი ვა­დაც იმ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ან­ში იქნა გან­ხი­ლუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი­სა და სო­ზარ სუ­ბა­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მათი თქმით, 6 თვის თავ­ზე კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ მოგ­ვცე­მენ, რა­მაც, გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბის გათ­ვლით, რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარს ახა­ლი მუხ­ტი უნდა მის­ცეს და სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­რე ფრონ­ტად უნდა აქ­ცი­ოს.

"პირ­ველ რიგ­ში, ისევ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის თე­მას შე­ვე­ხე­ბით, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის დღის წეს­რიგ­ში ამ ეტაპ­ზე სრუ­ლი­ად ხე­ლოვ­ნუ­რად შე­მო­ი­ტა­ნეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით შეგ­ვა­ტა­ნი­ნეს გა­ნა­ცხა­დი და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით­ვე გვი­თხრეს უარი კან­დი­და­ტო­ბა­ზე, ახლა კი ევ­რო­კავ­ში­რის პრაქ­ტი­კის­თვის სრუ­ლი­ად უპ­რე­ცე­დენ­ტო და გა­უ­გე­ბა­რი ვადა დაგ­ვი­წე­სეს და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, 6 თვე­ში გვთხო­ვენ ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბას. ამ ვა­დის გარ­შე­მო წნეხს და­მა­ტე­ბით ამ­ძაფ­რებს ელ­ჩე­ბი­სა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად კეთ­დე­ბა და რაც, ასე­ვე, ევ­რო­კავ­ში­რის პრაქ­ტი­კის­თვის სრუ­ლი­ად უცხო ხი­ლია.

ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თა­რი­ღი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის თა­რიღ­ზე ოდ­ნავ მა­ინც რომ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამ­გვარ წნეხს და "დედ­ლა­ინ­ზე“ ზე­წო­ლას მი­ნი­მა­ლუ­რი ახ­სნა მა­ინც ექ­ნე­ბო­და. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის, ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ რო­დე­საც ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა კან­დი­და­ტის სტა­ტუსს სტან­დარ­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში იღებს, მას და­ახ­ლო­ე­ბით 15 წე­ლი­წად­ში ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უჩ­ნდე­ბა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის შემ­თხვე­ვა არას­ტან­დარ­ტუ­ლია. კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა არა იმის გამო, რომ ესა თუ ის ქვე­ყა­ნა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის­თვის ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არის მზად, არა­მედ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მმარ­თველ გუნდს ჰქონ­და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც 2 წლის წინ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში წარ­ვუდ­გი­ნეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მომ­დევ­ნო 2 წლის მან­ძილ­ზე უნდა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ნი­მუმ 70 პრო­ცენ­ტის შეს­რუ­ლე­ბა და ამის სა­ფუძ­ველ­ზე, 2024 წელს უნდა შე­ე­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად. სტან­დარ­ტუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის თავ­ზე მი­ი­ღებ­და კან­დი­და­ტის სტა­ტუსს და ასე­ვე, სტან­დარ­ტუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 12-15 წე­ლი­წად­ში, 2040 წლამ­დე გახ­დე­ბო­და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა.

ამას გვიჩ­ვე­ნებს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბის - მონ­ტე­ნეგ­როს და სერ­ბე­თის მა­გა­ლი­თი. ორი­ვე მათ­გან­მა გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნი­დან 2 წე­ლი­წად­ში (შე­სა­ბა­მი­სად, 2010 და 2012 წელს) მი­ი­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და თუ ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თა, ისი­ნი 2024 წელს გახ­დე­ბი­ან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი, რაც მონ­ტე­ნეგ­როს­თვის 14-წლი­ან, ხოლო სერ­ბე­თის­თვის 12-წლი­ან წარ­მა­ტე­ბულ მო­ლო­დინს ნიშ­ნავს.

იმ პი­რო­ბებ­ში კი, რო­დე­საც კან­დი­და­ტო­ბას არა ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის გამო, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით გაძ­ლე­ვენ, ბუ­ნებ­რი­ვია, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის თა­რიღ­სა და გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თა­რიღს შო­რის 12-14-წლი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლი სრუ­ლი­ად პი­რო­ბი­თი ხდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ამ­ბო­ბენ ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რომ ეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი 2050 წლის­თვის, ანუ არა 14, არა­მედ 28 წე­ლი­წად­ში გახ­დე­ბა.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მომ­დევ­ნო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს. თუმ­ცა, ვე­რა­ვინ ახ­სნის, პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რას აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო შექ­მნი­ლი აჟი­ო­ტა­ჟიც, აშ­კა­რად, სრუ­ლი­ად ხე­ლოვ­ნუ­რია.

შე­სა­ბა­მი­სად, 6-თვი­ა­ნი ვა­დის და­წე­სე­ბას მხო­ლოდ ერთი ლო­გი­კუ­რი ახ­სნა აქვს. ვი­ღა­ცას სურს, შექ­მნას ხე­ლოვ­ნუ­რი აჟი­ო­ტა­ჟი ამ თე­მის გარ­შე­მო და ხე­ლოვ­ნუ­რად გა­აღ­ვი­ვოს ხალ­ხის ემო­ცი­ე­ბი, რათა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბით“ მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა მო­ხერ­ხდეს. სწო­რედ ეს სცე­ნა­რი გა­ნი­ხი­ლეს ბა­კუ­რი­ან­ში, რა­ზეც პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი თა­ვი­დან­ვე ღიად გვე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ.

კი­დევ ერთხელ ვი­ტყვით, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და მისი ექ­ვსთვი­ა­ნი ვა­დაც იმ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ან­ში იქნა გან­ხი­ლუ­ლი. 6 თვის თავ­ზე კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ მოგ­ვცე­მენ, რა­მაც, გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბის გათ­ვლით, რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარს ახა­ლი მუხ­ტი უნდა მის­ცეს და სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­რე ფრონ­ტად უნდა აქ­ცი­ოს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
geno
8

რომ გიყურებთ,შთქმულებს თქვენ უფრო ჰგავხართ

ლევანი
64

ამხილეთ ყველა ვინც მტერია ეს თქვენი ვალია გაგიმარჯოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული" - სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი

"კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული" - სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი

კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული, - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი თქმით, 6 თვის თავზე კანდიდატის სტატუსს არცერთ შემთხვევაში არ მოგვცემენ, რამაც, გარკვეული ძალების გათვლით, რევოლუციურ სცენარს ახალი მუხტი უნდა მისცეს და საბოლოოდ, საქართველო მეორე ფრონტად უნდა აქციოს.

"პირველ რიგში, ისევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემას შევეხებით, რომელიც ქვეყნის დღის წესრიგში ამ ეტაპზე სრულიად ხელოვნურად შემოიტანეს. თავდაპირველად, დაჩქარებული წესით შეგვატანინეს განაცხადი და დაჩქარებული წესითვე გვითხრეს უარი კანდიდატობაზე, ახლა კი ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უპრეცედენტო და გაუგებარი ვადა დაგვიწესეს და დაჩქარებული წესით, 6 თვეში გვთხოვენ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას. ამ ვადის გარშემო წნეხს დამატებით ამძაფრებს ელჩებისა და ევროპარლამენტარების განცხადებები, რომლებიც ყოველდღიურად კეთდება და რაც, ასევე, ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უცხო ხილია.

ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი კანდიდატის სტატუსის მიღების თარიღზე ოდნავ მაინც რომ იყოს დამოკიდებული, ამგვარ წნეხს და "დედლაინზე“ ზეწოლას მინიმალური ახსნა მაინც ექნებოდა. მაგალითისათვის, ბალკანეთის ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც ევროპული ქვეყანა კანდიდატის სტატუსს სტანდარტულ ვითარებაში იღებს, მას დაახლოებით 15 წელიწადში ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა უჩნდება. თუმცა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევა არასტანდარტულია. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ შემთხვევაში ხდება არა იმის გამო, რომ ესა თუ ის ქვეყანა კანდიდატის სტატუსისთვის შინაარსობრივად არის მზად, არამედ დაჩქარებული წესით, პოლიტიკური მიზეზების გამო.

როგორც მოგეხსენებათ, მმართველ გუნდს ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული გეგმა, რომელიც 2 წლის წინ საარჩევნო პროგრამის ფარგლებში წარვუდგინეთ საზოგადოებას. ხელისუფლებას მომდევნო 2 წლის მანძილზე უნდა უზრუნველეყო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მინიმუმ 70 პროცენტის შესრულება და ამის საფუძველზე, 2024 წელს უნდა შეეტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, საქართველო დაახლოებით 2 წლის თავზე მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ასევე, სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, წარმატებული განვითარების პირობებში, დაახლოებით 12-15 წელიწადში, 2040 წლამდე გახდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ამას გვიჩვენებს ყველაზე წარმატებული კანდიდატი ქვეყნების - მონტენეგროს და სერბეთის მაგალითი. ორივე მათგანმა განაცხადის შეტანიდან 2 წელიწადში (შესაბამისად, 2010 და 2012 წელს) მიიღო კანდიდატის სტატუსი და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ისინი 2024 წელს გახდებიან ევროკავშირის წევრები, რაც მონტენეგროსთვის 14-წლიან, ხოლო სერბეთისთვის 12-წლიან წარმატებულ მოლოდინს ნიშნავს.

იმ პირობებში კი, როდესაც კანდიდატობას არა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით არსებული მიღწევების გამო, არამედ პოლიტიკური მოტივით გაძლევენ, ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსის მიღების თარიღსა და გაწევრიანების თარიღს შორის 12-14-წლიანი ინტერვალი სრულიად პირობითი ხდება. სწორედ ამიტომ ამბობენ ევროპელი პოლიტიკოსები უკრაინის შემთხვევაში, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი 2050 წლისთვის, ანუ არა 14, არამედ 28 წელიწადში გახდება.

დარწმუნებული ვართ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლება მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, ვერავინ ახსნის, პრაქტიკული თვალსაზრისით, რას აძლევს საქართველოს კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მიღება. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟიც, აშკარად, სრულიად ხელოვნურია.

შესაბამისად, 6-თვიანი ვადის დაწესებას მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს. ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო და ხელოვნურად გააღვივოს ხალხის ემოციები, რათა რევოლუციური სცენარით "ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება და "ნაციონალური მოძრაობით“ მისი ჩანაცვლება მოხერხდეს. სწორედ ეს სცენარი განიხილეს ბაკურიანში, რაზეც პარტიის ლიდერები თავიდანვე ღიად გვესაუბრებოდნენ.

კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული. 6 თვის თავზე კანდიდატის სტატუსს არცერთ შემთხვევაში არ მოგვცემენ, რამაც, გარკვეული ძალების გათვლით, რევოლუციურ სცენარს ახალი მუხტი უნდა მისცეს და საბოლოოდ, საქართველო მეორე ფრონტად უნდა აქციოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: