საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ჩი­ნე­ბა საქ­მე­ზე – "ახა­ლა­ია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ" და სა­ჩივ­რე­ბი და­უშ­ვებ­ლად გა­მო­ა­ცხა­და, რო­გორც აშ­კა­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს შე­ფა­სე­ბით, და­უშ­ვებ­ლად უნდა იქ­ნეს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას პო­ზი­ცია, თით­ქოს მისი და­კა­ვე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო.

"მომ­ჩი­ვა­ნი - ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და­ვობ­და, რომ 2012-2014 წლებ­ში სხვა­დას­ხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის ფარ­გლებ­ში მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა - იყო უკა­ნო­ნო, რად­გან პა­ტიმ­რო­ბის სა­ერ­თო ვადა აღე­მა­ტე­ბო­და კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ მაქ­სი­მა­ლურ ვა­დას - 9 თვეს. მომ­ჩი­ვა­ნი აგ­რეთ­ვე აცხა­დებ­და, რომ მისი პა­ტიმ­რო­ბა არ იყო სა­თა­ნა­დოდ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ და ემ­სა­ხუ­რე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის მი­ზანს (ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-5 მუხ­ლი (თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­ლე­ბა) კონ­ვენ­ცი­ის მე-18 მუხლთან (უფ­ლე­ბა­თა შე­ზღუდ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბის ფარ­გლე­ბი) ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში).

ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს შე­ფა­სე­ბით, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მომ­ჩივ­ნის პა­ტიმ­რო­ბა იყო სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კას­თან. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მომ­ჩივ­ნის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის ფარ­გლებ­ში არ ყო­ფი­ლა გა­მო­ძი­ე­ბის გან­ზრახ გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა ან რა­ი­მე თვით­ნე­ბო­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს/პრო­კუ­რა­ტუ­რის ან სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან.

ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ, აგ­რეთ­ვე, გან­მარ­ტა, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო სა­თა­ნა­დოდ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, ისე ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და ეფუძ­ნე­ბო­და მისი მი­მალ­ვი­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის და­დას­ტუ­რე­ბულ საფრ­თხე­ებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ჩივ­ნის პრე­ტენ­ზი­ებს მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნის თა­ო­ბა­ზე, სა­სა­მარ­თლომ გან­მარ­ტა, რომ ვი­ნა­ი­დან პა­ტიმ­რო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ტენ­ზი­ე­ბი აშ­კა­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია, ასე­ვე და­უშ­ვებ­ლად უნდა გა­მო­ცხად­დეს მომ­ჩივ­ნის პო­ზი­ცია, თით­ქოს მისი და­კა­ვე­ბა იყო პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიჰა
2

ნამდვილად წულუკიანს ჰყავს მოსამართლეები მოსყიდული სტრასბურგში. 

კარლიტო
7

ამ კაცზე არც უნდა ასაჯაროებდეთ არც კარგს და არც ცუდს, ვინაიდან ყველას გვახსოვს(სადისტი სასჯელაღსრულების მინისტრი),მოცოცხვა, ქართველი პატიმრების შეურაცხყოფა,რომელმაც თავი მოჭრა მიშას და ნაციონალურ მოძრაობას,ბაჩო როარა დღესაც იქნებოდა მიშაც და ნაციონალური მოძრაობაც) დაასრულა როიტყვიან წერტილით პოლიტიკური კარიერა და წარმატებები ვუსურვოთ პირად ცხოვრებაში(9 წელი ხო გადაიხადა🤠💪🥰😉👍🤝😁🤨🤔😀😎 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე – "ახალაია საქართველოს წინააღმდეგ" და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპული სასამართლოს შეფასებით, დაუშვებლად უნდა იქნეს გამოცხადებული ბაჩანა ახალაიას პოზიცია, თითქოს მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"მომჩივანი - ბაჩანა ახალაია სტრასბურგის სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ 2012-2014 წლებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - იყო უკანონო, რადგან პატიმრობის საერთო ვადა აღემატებოდა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადას - 9 თვეს. მომჩივანი აგრეთვე აცხადებდა, რომ მისი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ და ემსახურებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანს (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) კონვენციის მე-18 მუხლთან (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები) ერთობლიობაში).

ევროპული სასამართლოს შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების სახით მომჩივნის პატიმრობა იყო სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში არ ყოფილა გამოძიების განზრახ გაჭიანურება ან რაიმე თვითნებობა საგამოძიებო ორგანოს/პროკურატურის ან სასამართლოს მხრიდან.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო სათანადოდ დასაბუთებული როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნებოდა მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების დადასტურებულ საფრთხეებს.

რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიებს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აშკარად დაუსაბუთებელია, ასევე დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს მომჩივნის პოზიცია, თითქოს მისი დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.