საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხუთი თვეა, ლონდონში ვარ და საინტერესო შეხვედრები მქონდა აგენტებთან... ბავშვებიც მიეჩვივნენ აქაურ სკოლას" - როგორია ლელა მებურიშვილის ლონდონური ცხოვრება?
"ხუთი თვეა, ლონდონში ვარ და საინტერესო შეხვედრები მქონდა აგენტებთან... ბავშვებიც მიეჩვივნენ აქაურ სკოლას" - როგორია ლელა მებურიშვილის ლონდონური ცხოვრება?

ბრი­ტა­ნეთ­ში, ბერ­ქში­რის საგ­რა­ფო­ში, დოღი Royal Ascot-ი გა­ი­მარ­თა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, დო­ღის მთა­ვა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა არა მხო­ლოდ ჯი­ში­ა­ნი ცხე­ნე­ბი, არა­მედ დოღ­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის დრეს­კო­დია. ეს ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მელ­საც ბრი­ტა­ნე­თის მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეს­წრე­ბა. წელს ამ დოღს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და ოჯახ­თან ერ­თად. მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლე ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის მო­ად­გი­ლეა. ოჯა­ხიც მას­თან ერ­თად არის.

- ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­ულ სა­ღა­მო­ზე მოგ­ვი­წია დას­წრე­ბამ - ბრი­ტა­ნეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ნა­ხა­ო­ბაა, ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვა­ლი წვე­უ­ლე­ბა. ის გა­მორ­ჩე­ულ ად­გი­ლას იმარ­თე­ბა და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩვენც მო­ვა­ხერ­ხეთ მას­ზე დას­წრე­ბა. ეს და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო იყო. მი­ხა­რია, რომ ბავ­შვე­ბიც წა­ვიყ­ვა­ნეთ. ასეთ წვე­უ­ლე­ბებ­ზე 10 წლამ­დე ბავ­შვებს არ უშ­ვე­ბენ, მაგ­რამ გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს და ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვით და ეს მათ­თვის დამ­ღლე­ლი იყო, ვფიქ­რობ, მა­ინც და­ა­მახ­სოვ­რდე­ბათ ეს გა­რე­მო.

- დრეს­კო­დი რო­გო­რია?

- ამ წვე­უ­ლე­ბა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გეც­ვას კოქ­ტე­ი­ლის ან სა­ღა­მოს კაბა და გე­ხუ­როს შლა­პა. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტია ბავ­შვე­ბის­თვი­საც. თით­ქოს ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე თუ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში ხვდე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც გვქონ­დეს ასე­თი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, გვქონ­დეს იმის ხა­ლი­სი, რომ ხან­და­ხან ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და­ვი­ვი­წყოთ, თვა­ლი და­ვას­ვე­ნოთ და ვი­სი­ა­მოვ­ნოთ. იმ­დე­ნი ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნი გვყავს, სა­ოც­რე­ბა იქ­ნე­ბო­და, ასე­თი დღე­სას­წა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შიც რომ გა­მარ­თუ­ლი­ყო.

- რო­დე­საც მე­უღ­ლემ ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ო­ბა გა­და­წყვი­ტა, თქვენ კარ­გა ხანს თავს იკა­ვებ­დით გამ­გზავ­რე­ბა­ზე. რო­დის წახ­ვე­დით?

- ბაჩო ლონ­დონ­ში სა­მუ­შა­ოდ ოქ­ტომ­ბერ­ში წა­მო­ვი­და, დე­კემ­ბრის ბო­ლოს კი მეც ჩა­მო­ვე­დი ბავ­შვებ­თან ერ­თად. რა თქმა უნდა, იოლი არ იყო, რად­გან სტუ­დენ­ტო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სულ ვმუ­შა­ობ­დი: ხან გა­და­ღე­ბე­ბი მქონ­და, ხან - სპექ­ტაკ­ლე­ბი... 15 წე­ლია, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ და ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და იქი­დან წა­მოს­ვლა, თუმ­ცა რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ვარ, სპექ­ტაკ­ლებ­ში მა­ინც ვთა­მა­შობ. ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა ბა­ტონ ლე­ვან წუ­ლა­ძეს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Maia
0

ქმარი რა ტიპია :-)

ANA
8

ბედნიერები გამყოფოთ მუდამ! P.S. სასურველი იქნებოდა სხვა სტილის ფეხსაცმელი შეერჩიათ ბიჭუნასთვის

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ხუთი თვეა, ლონდონში ვარ და საინტერესო შეხვედრები მქონდა აგენტებთან... ბავშვებიც მიეჩვივნენ აქაურ სკოლას" - როგორია ლელა მებურიშვილის ლონდონური ცხოვრება?

"ხუთი თვეა, ლონდონში ვარ და საინტერესო შეხვედრები მქონდა აგენტებთან... ბავშვებიც მიეჩვივნენ აქაურ სკოლას" - როგორია ლელა მებურიშვილის ლონდონური ცხოვრება?

ბრიტანეთში, ბერქშირის საგრაფოში, დოღი Royal Ascot-ი გაიმართა. ტრადიციულად, დოღის მთავარი სანახაობა არა მხოლოდ ჯიშიანი ცხენები, არამედ დოღზე დამსწრე საზოგადოების დრესკოდია. ეს ერთ-ერთი პოპულარული ღონისძიებაა, რომელსაც ბრიტანეთის მაღალი საზოგადოება ესწრება. წელს ამ დოღს ცნობილი ქართველი მსახიობი ლელა მებურიშვილიც ესწრებოდა ოჯახთან ერთად. მსახიობის მეუღლე ბაჩო საგანელიძე ბრიტანეთში საქართველოს ელჩის მოადგილეა. ოჯახიც მასთან ერთად არის.

- ნამდვილად გამორჩეულ საღამოზე მოგვიწია დასწრებამ - ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი სანახაობაა, ყველაზე ხალხმრავალი წვეულება. ის გამორჩეულ ადგილას იმართება და ძალიან მიხარია, რომ ჩვენც მოვახერხეთ მასზე დასწრება. ეს დაუვიწყარი საღამო იყო. მიხარია, რომ ბავშვებიც წავიყვანეთ. ასეთ წვეულებებზე 10 წლამდე ბავშვებს არ უშვებენ, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს და ეს ძალიან სასიამოვნოა. მიუხედავად იმისა, რომ იქ მთელი დღის განმავლობაში ვიყავით და ეს მათთვის დამღლელი იყო, ვფიქრობ, მაინც დაამახსოვრდებათ ეს გარემო.

- დრესკოდი როგორია?

- ამ წვეულებაზე აუცილებლად უნდა გეცვას კოქტეილის ან საღამოს კაბა და გეხუროს შლაპა. ეს აუცილებელი ატრიბუტია ბავშვებისთვისაც. თითქოს ფილმის გადაღებაზე თუ რაღაც განსხვავებულ სამყაროში ხვდები. კარგი იქნება, საქართველოშიც გვქონდეს ასეთი დღესასწაულები, გვქონდეს იმის ხალისი, რომ ხანდახან ყოველდღიურობა დავივიწყოთ, თვალი დავასვენოთ და ვისიამოვნოთ. იმდენი ლამაზი ადამიანი გვყავს, საოცრება იქნებოდა, ასეთი დღესასწაული საქართველოშიც რომ გამართულიყო.

- როდესაც მეუღლემ ბრიტანეთის საელჩოში მუშაობა გადაწყვიტა, თქვენ კარგა ხანს თავს იკავებდით გამგზავრებაზე. როდის წახვედით?

- ბაჩო ლონდონში სამუშაოდ ოქტომბერში წამოვიდა, დეკემბრის ბოლოს კი მეც ჩამოვედი ბავშვებთან ერთად. რა თქმა უნდა, იოლი არ იყო, რადგან სტუდენტობიდან მოყოლებული, სულ ვმუშაობდი: ხან გადაღებები მქონდა, ხან - სპექტაკლები... 15 წელია, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ და ძალიან გამიჭირდა იქიდან წამოსვლა, თუმცა როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, სპექტაკლებში მაინც ვთამაშობ. ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ლევან წულაძეს...წაიკითხეთ სრულად