Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს მადრიდის სამიტში მიიღო მონაწილეობა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს მადრიდის სამიტში მიიღო მონაწილეობა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, მად­რი­დის სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სპე­ცი­ა­ლურ სხდო­მა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მელ­საც, ალი­ან­სის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის გარ­და, ფი­ნე­თის, შვე­დე­თის, ავ­სტრა­ლი­ის, ახა­ლი ზე­ლან­დი­ის, ია­პო­ნი­ის, სამ­ხრეთ კო­რე­ის ლი­დე­რე­ბი და ევ­რო­კავ­ში­რის მა­ღა­ლი დო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გან­ხი­ლულ იქნა არ­სე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის წი­ნა­შე წარ­მოქ­მნი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში შექ­მნი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო. ხაზი გა­ეს­ვა ნა­ტოს წევ­რი და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ უფრო მე­ტად გაღ­რმა­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რათა ერ­თობ­ლი­ვად ხელი შე­ე­წყოს სა­მარ­თლის ნორ­მებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. სხდო­მა­ზე ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი. ხაზი გა­ეს­ვა მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის ფონ­ზე უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ისა­უბ­რა შავი ზღვის რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე და არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებ­ზე. გა­მოს­ვლი­სას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნა­ტოს შო­რის უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი დო­ნის პრაქ­ტი­კუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუ­თხით ქვეყ­ნის მიერ მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სი პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. მად­რი­დის სა­მიტ­ზე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი მი­ი­ღეს, მათ შო­რის: ნა­ტოს ახა­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი კონ­ცეფ­ცია - 2030, სა­მი­ტის კო­მუ­ნი­კე და „სა­ქარ­თვე­ლო­ზე მორ­გე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა დო­კუ­მენ­ტი".

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მი­ვე დო­კუ­მენ­ტი შე­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კრი­ტი­კულ ყვე­ლა სა­კითხს. კერ­ძოდ, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნა­ტოს წევ­რი, აღ­ნიშ­ნუ­ლია ნა­ტოს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა, სა­ქარ­თვე­ლოს ას­პი­რან­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ალი­ან­სის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ.

სა­ქარ­თვე­ლოს თე­მა­ტი­კა დე­ტა­ლუ­რად არის ასა­ხუ­ლი ნა­ტოს ახალ სტრა­ტე­გი­ულ კონ­ცეფ­ცი­ა­ში, რაც ალი­ან­სის­თვის მომ­დევ­ნო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დო­კუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია „სა­ქარ­თვე­ლო­ზე მორ­გე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა დო­კუ­მენ­ტი", რო­მე­ლიც სა­მიტ­ზე და­ამ­ტკი­ცეს და რო­მე­ლიც შე­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ამ პრო­ცეს­ში ნა­ტოს კი­დევ უფრო ქმე­დი­თი ჩარ­თუ­ლო­ბის კონ­კრე­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

....
8

ყველა ამას უსმენდა და უყურებდა. მაგარი წონადია😁😁😁

ავტორი:

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს მადრიდის სამიტში მიიღო მონაწილეობა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს მადრიდის სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც, ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა, ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ლიდერები და ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა არსებული გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე წარმოქმნილი გამოწვევები და ევროატლანტიკურ სივრცეში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების აუცილებლობას, რათა ერთობლივად ხელი შეეწყოს სამართლის ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებას. სხდომაზე ასევე განიხილეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები. ხაზი გაესვა მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინის დახმარების მნიშვნელობას.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე და არსებულ ვითარებაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და ნატოს შორის უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული უპრეცედენტოდ მაღალი დონის პრაქტიკული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი პოზიტიურად აისახება საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. მადრიდის სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს, მათ შორის: ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია - 2030, სამიტის კომუნიკე და „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი".

"აღსანიშნავია, რომ სამივე დოკუმენტი შეიცავს საქართველოსთვის კრიტიკულ ყველა საკითხს. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, აღნიშნულია ნატოს ღია კარის პოლიტიკა, საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი და დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს თემატიკა დეტალურად არის ასახული ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რაც ალიანსისთვის მომდევნო ათი წლის განმავლობაში სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.

აღსანიშნავია „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი", რომელიც სამიტზე დაამტკიცეს და რომელიც შეიცავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებისა და ამ პროცესში ნატოს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.