მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანურად ძალიან გული მწყდება სოზარ სუბარზე... რატომ გადაწყვიტა "ალტ-ინფოელობა“, ბრიყვული გეგმაა" - ალეკო ელისაშვილი
"ადამიანურად ძალიან გული მწყდება სოზარ სუბარზე... რატომ გადაწყვიტა "ალტ-ინფოელობა“, ბრიყვული გეგმაა" - ალეკო ელისაშვილი

ადა­მი­ა­ნუ­რად ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა სო­ზარ სუ­ბარ­ზე, რად­გან წლე­ბია ვიც­ნობ და "ალტ-ინ­ფო­ე­ლო­ბა“ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა, არ ვიცი, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 3 დე­პუ­ტა­ტის მიერ პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბას.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ "რა­ღაც აქვს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბრიყ­ვუ­ლი გეგ­მაა“.

"ტვი­ნა­რე­უ­ლი ხალ­ხი რომ არის და პუ­ტი­ნი რომ უყ­ვართ, ისი­ნი რა­საც ლა­პა­რა­კო­ბენ, ზუს­ტად იგი­ვე იყო გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მი. ნა­ხე­ვა­რი წა­ვი­კი­თხე და მივ­ხვდი, რომ აზ­რიც აქ ჰქონ­და წა­კი­თხვას. "სა­თა­გურ­ში შეგ­ვათ­რი­ე­სო“, თან ამ გან­ცხა­დე­ბას რომ ავ­რცე­ლებ­დნენ, პა­რა­ლე­ლუ­რად ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ბო­რის ჯონ­სონს ეხუ­ტე­ბო­და და კი­სერ­ზე იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ ბოდ­ვა­ში რაც წე­რია, იმის მი­ხედ­ვით ია­პო­ნი­ას უნდა უბიძ­გებ­დნენ და ფი­ნეთს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი არი­ან და რუ­სეთს ესა­ზღვრე­ბი­ან. ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან იმ უცხო­ე­ლებ­მა, ჩვენ რისი თავი გვაქვს და რისი თავი არ გვაქვს. რა­ღაც აქვთ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან ბრიყ­ვუ­ლი გეგ­მაა, მაგ­რამ არ ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გან­სა­ზღვრულ 12 პუნ­ქტს არ შე­ას­რუ­ლებს, უნდა "ავ­ზვირთდეთ და გა­ვუშ­ვათ“.

"ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დე­ბი გვაქვს, წი­ნა­ზე არ იყო - მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბა­ზე, როცა გინ­და გა­ა­ფორ­მეო, როცა გინ­და არ გა­ა­ფორ­მოო. ახლა კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დაა - 6 თვე. დე­კემ­ბრის ბო­ლოს დაგ­ვი­ძა­ხებს ბა­ტო­ნი ბო­რე­ლი და გვე­ტყვის: "აბა ბი­ჭე­ბო და გო­გო­ე­ბო, ოპო­ზი­ცი­ი­დან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, აბა, რა ქე­ნით? ეს 12 პუნ­ქტი გა­მო­ვი­და? არ გა­მო­ვი­და? კარ­გად იყა­ვით“. გვე­ტყვი­ან: "აბა, ეს თქვე­ნი ევ­რო­კავ­ში­რის ბი­ლე­თი, ჩა­ი­დეთ ჯი­ბე­ში და კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ, აქ ნუ­ღარ და­ა­კა­კუ­ნებთ“. აი, მერე რა უნდა ვქნათ იცით? "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უნდა მოვ­კი­დოთ ხელი და გა­ვუშ­ვათ სახ­ლში, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩეს, მერე ავ­ზვირთდეთ და გა­ვუშ­ვათ“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლექსო
4

იქნებ თქვენ მაინც ახსნათ,როგორ უნდა შესრულდეს?ბიძინამ თავი უნდა მოიკლას ან ქართულმა ოცნებამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს?

ლუარსაბი
29

ქართული ოცნება ეხლავეა გასაშვები რუსეთში. დეკემბრის მერე რაღა აზრი აქვს ალეკო თუ ევროპამ უკვე უარი გვითხრა? თუ შენც ეგ გინდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ადამიანურად ძალიან გული მწყდება სოზარ სუბარზე... რატომ გადაწყვიტა "ალტ-ინფოელობა“, ბრიყვული გეგმაა" - ალეკო ელისაშვილი

"ადამიანურად ძალიან გული მწყდება სოზარ სუბარზე... რატომ გადაწყვიტა "ალტ-ინფოელობა“, ბრიყვული გეგმაა" - ალეკო ელისაშვილი

ადამიანურად ძალიან გული მწყდება სოზარ სუბარზე, რადგან წლებია ვიცნობ და "ალტ-ინფოელობა“ რატომ გადაწყვიტა, არ ვიცი, - ასე ეხმაურება "მოქალაქეების“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ "ქართული ოცნების“ 3 დეპუტატის მიერ პარტიის დატოვებას.

ალეკო ელისაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას“ "რაღაც აქვს მოფიქრებული, მაგრამ ძალიან ბრიყვული გეგმაა“.

"ტვინარეული ხალხი რომ არის და პუტინი რომ უყვართ, ისინი რასაც ლაპარაკობენ, ზუსტად იგივე იყო განცხადებაში ნათქვამი. ნახევარი წავიკითხე და მივხვდი, რომ აზრიც აქ ჰქონდა წაკითხვას. "სათაგურში შეგვათრიესო“, თან ამ განცხადებას რომ ავრცელებდნენ, პარალელურად ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს ეხუტებოდა და კისერზე იყო ჩამოკიდებული. ამ ბოდვაში რაც წერია, იმის მიხედვით იაპონიას უნდა უბიძგებდნენ და ფინეთს, რომლებიც ძალიან ძლიერები არიან და რუსეთს ესაზღვრებიან. ძალიან კარგად იციან იმ უცხოელებმა, ჩვენ რისი თავი გვაქვს და რისი თავი არ გვაქვს. რაღაც აქვთ მოფიქრებული, მგონია, რომ ძალიან ბრიყვული გეგმაა, მაგრამ არ ვიცი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 12 პუნქტს არ შეასრულებს, უნდა "ავზვირთდეთ და გავუშვათ“.

"ძალიან კონკრეტული ვადები გვაქვს, წინაზე არ იყო - მიშელის შეთანხმებაზე, როცა გინდა გააფორმეო, როცა გინდა არ გააფორმოო. ახლა კონკრეტული ვადაა - 6 თვე. დეკემბრის ბოლოს დაგვიძახებს ბატონი ბორელი და გვეტყვის: "აბა ბიჭებო და გოგოებო, ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან, აბა, რა ქენით? ეს 12 პუნქტი გამოვიდა? არ გამოვიდა? კარგად იყავით“. გვეტყვიან: "აბა, ეს თქვენი ევროკავშირის ბილეთი, ჩაიდეთ ჯიბეში და კარგად ბრძანდებოდეთ, აქ ნუღარ დააკაკუნებთ“. აი, მერე რა უნდა ვქნათ იცით? "ქართულ ოცნებას“ უნდა მოვკიდოთ ხელი და გავუშვათ სახლში, გამორიცხულია, რომ "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩეს, მერე ავზვირთდეთ და გავუშვათ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.