ავტორი:

სირიამ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობა“ აღიარა - მედია

სირიამ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობა“ აღიარა - მედია

სირიამ აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის ლუგანსკის და დონეცკის "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი" ოფიციალურად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები 2014 წელს ჩამოყალიბდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ მიმდინარე წლის თებერვალში აღიარა.