მადრიდში გამართულ ნატოს სამიტს ელეგანტურ სამოსში გამოწყობილი ესპანეთის დედოფალი ლეტიცია და მისი მეუღლე, ფილიპე VI მასპინძლობდა.
49 წლის დედოფალი და მისი მეუღლე, ერთად მიესალმნენ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი, ჯილი.
2 შვილის დედა, დედოფალი ლეტიცია, ესპანური ბრენდის The 2nd Skin-ის ულამაზეს შავ კაბაში იყო გამოწყობილი. დედოფალი ამავე კაბით იმყოფებოდა გასულ ოქტომბერს ოვიედოში, "ასტურიის პრინცესას დაჯილდოებაზე".
დედოფალი მსოფლიო ლიდერებს ღიმილით შეხვდა, მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც, ბორის ჯონსონი. მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან, ესპანეთის პრემიერ მინისტრ პედრო სანჩესსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.
წყარო: dailymail
მოამზადა: ანა სიბოშვილმა