ავტორი:

"პრინცი ჰარი არასდროს იღებს გადაწყვეტილებას პრინცესა დაიანას სულთან კონსულტაციის გარეშე" - რას ამბობს სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი

"პრინცი ჰარი არასდროს იღებს გადაწყვეტილებას პრინცესა დაიანას სულთან კონსულტაციის გარეშე" - რას ამბობს სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საკითხების ექსპერტი და პრინცესა დაიანას ბიოგრაფი, ენდრიუ მორტონი ამტკიცებს, რომ პრინცი ჰარი არასდროს იღებს გადაწყვეტილებას დედის, პრინცესა დაიანას სულთან კონსულტაციის გარეშე.

ამის შესახებ მორტონმა გამოცემა The Mirror-თან პოდკასტში ისაუბრა და თქვა, რომ ასე ინარჩუნებს ჰარი კავშირს გარდაცვლილ დედასთან.

“დაიანას გავლენა იმაზე უფრო მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე ვინმე იფიქრებდა, მისმა შვილებმა ის არ დაივიწყეს და მის ხსოვნას ყოველთვის პატივს მიაგებენ. ჰარი თვითონვე ამბობს, რომ არასდროს იღებს გადაწყვეტილებას მის სულთან კავშირის გარეშე“, - ამბობს ის.

მორტონის თქმით, ჰარი და მეგან მარკლი მონარქიის დატოვებას დიდი ხნით ადრე გეგმავდნენ, სანამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობდნენ. მწერლის თქმით, გზა, რომელიც პრინცმა ჰარიმ აირჩია, ეს დაიანას გზაა.

აღსანიშნავია, რომ ჰარის არაერთხელ უსაუბრია იმ ტრავმაზე, რომელიც დედის გარდაცვალების შედეგად მიიღო. პრინცის თქმით, ის წლების განმავლობაში იტანჯებოდა შფოთვითა და პანიკის მძიმე შეტევით, მოიხმარდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.

წყარო