საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიული ფოტო ნატოს სამიტიდან - მიღწეული შეთანხმება, რომლის შემდეგაც ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრები გახდებიან
ისტორიული ფოტო ნატოს სამიტიდან - მიღწეული შეთანხმება, რომლის შემდეგაც ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრები გახდებიან

ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი ფარ­თოვ­დე­ბა და შვე­დე­თი და ფი­ნე­თი მისი ახა­ლი წევ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან.

თურ­ქე­თი და­თან­ხმდა მხა­რი და­უ­ჭი­როს ფი­ნე­თი­სა და შვე­დე­თის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას.

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­ცხა­დე­ბით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ფი­ნე­თი და შვე­დე­თი შეძ­ლე­ბენ წარ­მა­ტე­ბით შე­უ­ერ­თდნენ ალი­ანსს მას შემ­დეგ, რაც თურ­ქეთ­მა ხელი მო­ა­წე­რა აღ­ნიშ­ნულ სკან­დი­ნა­ვი­ურ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის სამმხრივ მე­მო­რან­დუმს.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩვენ ახლა გვაქვს შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც გზას უხ­სნის ფი­ნე­თი­სა და შვე­დე­თის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას. თურ­ქეთ­მა, ფი­ნეთ­მა და შვე­დეთ­მა ხელი მო­ა­წე­რეს მე­მო­რან­დუმს, რო­მე­ლიც მი­ე­მარ­თე­ბა თურ­ქე­თის შეშ­ფო­თე­ბას, მათ შო­რის ია­რა­ღის ექ­სპორ­ტსა და ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა მე­მო­რან­დუ­მის ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

მისი თქმით, ვლა­დი­მერ პუ­ტინს სურ­და ნაკ­ლე­ბი ნატო რუ­სე­თის სა­ზღვრებ­თან და ახლა ის მი­ი­ღებს მეტ ნა­ტოს.

"უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა წა­რად­გი­ნა ე.წ. უსაფრ­თხო­ე­ბის შე­თან­ხმე­ბე­ბი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლე­ბი პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის­გან იყო, რომ ის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ნა­ტოს შემ­დგო­მი გა­ფარ­თო­ე­ბის, მას სურ­და ნაკ­ლე­ბი ნატო, ახლა ის მი­ი­ღებს მეტ ნა­ტოს თა­ვის სა­ზღვრებ­თან. ასე რომ, ის, რა­საც იღებს, არის იმის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, რა­საც ითხოვ­და,“- გა­ნა­ცხა­და ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

ეს კი ის­ტო­რი­უ­ლი ფოტო სა­მი­ტი­დან, რო­მე­ლიც მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის შემ­დე­გაა გა­და­ღე­ბუ­ლი.

ნატო
0

აბა პუტინმა 1997 წლის მდგომარეობას დაუბრუნდითო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ისტორიული ფოტო ნატოს სამიტიდან - მიღწეული შეთანხმება, რომლის შემდეგაც ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრები გახდებიან

ისტორიული ფოტო ნატოს სამიტიდან - მიღწეული შეთანხმება, რომლის შემდეგაც ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრები გახდებიან

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ფართოვდება და შვედეთი და ფინეთი მისი ახალი წევრები გახდებიან.

თურქეთი დათანხმდა მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთი და შვედეთი შეძლებენ წარმატებით შეუერთდნენ ალიანსს მას შემდეგ, რაც თურქეთმა ხელი მოაწერა აღნიშნულ სკანდინავიურ ქვეყნებთან ურთიერთგაგების სამმხრივ მემორანდუმს.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიემართება თურქეთის შეშფოთებას, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით", - განაცხადა სტოლტენბერგმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს სურდა ნაკლები ნატო რუსეთის საზღვრებთან და ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს.

"უნდა გვახსოვდეს, რომ გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა პუტინმა წარადგინა ე.წ. უსაფრთხოების შეთანხმებები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები პრეზიდენტ პუტინისგან იყო, რომ ის წინააღმდეგი იყო ნატოს შემდგომი გაფართოების, მას სურდა ნაკლები ნატო, ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს თავის საზღვრებთან. ასე რომ, ის, რასაც იღებს, არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ითხოვდა,“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ეს კი ისტორიული ფოტო სამიტიდან, რომელიც მიღწეული შეთანხმების შემდეგაა გადაღებული.