კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმესი დანაშაული კახეთში - ორი ახალგაზრდა 68 წლის მამაკაცს სასტიკად გაუსწორდა: "ღირსების შემლახავი ქმედებები ტელეფონით გადაიღეს და გაავრცელეს"
უმძიმესი დანაშაული კახეთში - ორი ახალგაზრდა 68 წლის მამაკაცს სასტიკად გაუსწორდა: "ღირსების შემლახავი ქმედებები ტელეფონით გადაიღეს და გაავრცელეს"

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და კა­ხეთ­ში - ლა­გო­დე­ხის რა­ი­ონ­ში ორი ახალ­გაზ­რდა (მათ­გან ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნია) 68 წლის მა­მა­კაცს სას­ტი­კად გა­უს­წორ­და. ისი­ნი აი­ძუ­ლებ­დნენ მა­მა­კაცს მისი პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის დამ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღეს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლეს.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხი ვა­რა­უ­დობს, რომ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი მო­ხუცს ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით გა­უს­წორ­დნენ. რო­გორც ისი­ნი ყვე­ბი­ან, მომ­ხდა­რის შემ­დეგ მა­მა­კა­ცი სახ­ლში სა­კუ­თა­რი ფე­ხით მი­ვი­და, თუმ­ცა იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ დე­ტა­ლე­ბის მო­ყო­ლა ვერ მო­ა­ხერ­ხა. რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ბი­ან, 68 წლის კაცს სახე მთლი­ა­ნად და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და. ამ­ჟა­მად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­მაც შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან. სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი მათ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლია.

"რო­დე­საც გა­ვი­გეთ ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ, ჩვენ­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა თა­ვად და­სა­ჯეს მო­ძა­ლა­დე­ე­ბი და მათ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ჩვენ მსგავს ფაქ­ტებს ვერ შე­ვე­გუ­ე­ბით, ჩვენ ყვე­ლა ქარ­თვე­ლე­ბი ვართ, დები და ძმე­ბი ვართ. ჩვენ არ გვინ­და ვინ­მეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა. მი­ზე­ზე­ბი ზუს­ტად არ ვი­ცით, რა და რა­ტომ მოხ­და, მაგ­რამ ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ 68 წლის მა­მა­კაც­ზე იძა­ლა­დო" - ამ­ბო­ბენ მო­ძა­ლა­დე ახალ­გაზ­რდე­ბის თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რამ:

უწყე­ბის ცნო­ბით, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის, ძარ­ცვის, გა­მო­ძალ­ვის, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 24 ივ­ნისს, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ტყე­ში, ძა­ლა­დო­ბის­თვის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყოფ­მა ე.ჯ.-მ და არას­რულ­წლო­ვან­მა მ.რ.-მ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და სცე­მეს 68 წლის და­ზა­რა­ლე­ბულს, რა დრო­საც გას­ტა­ცეს თან­ხა.

ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი აი­ძუ­ლებ­დნენ და­ზა­რა­ლე­ბულს მისი პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის დამ­ცი­რე­ბის მიზ­ნით კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ფაქ­ტი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღეს. შემ­დეგ კი გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის მუ­ქა­რით რამ­დე­ნი­მე დღის ვა­და­ში მათ­თვის კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხის გა­და­ცე­მა მოს­თხო­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 26 და 27 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად), 178-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „დ“ მუხ­ლე­ბით (ძარ­ცვა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით, ჯგუ­ფის მიერ), 181-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (გა­მო­ძალ­ვა, რა­საც ერ­თვის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მართ სა­ხე­ლის გამ­ტე­ხი ცნო­ბის გახ­მა­უ­რე­ბის მუ­ქა­რა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) და 144 მე­სა­მე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ე“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, ესე იგი პი­რის დამ­ცი­რე­ბა და იძუ­ლე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნურ, პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბა, რაც მას ძლი­ერ ფი­ზი­კურ, ფსი­ქი­კურ ტკი­ვილ­სა და მო­რა­ლურ ტან­ჯვას აყე­ნებს, ჩა­დე­ნი­ლი ადა­მი­ან­თა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვით სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
777
0

ესენი უნდა გაამწესო ვირის აბანოში ძლაიან, ძალიან დიდი ხნით. უმსგავსოები, ამაზრზენი ახალგაზრდები!!! 

ამირანი
1

კანონია თუ ჩიტი?დდდდდ.უნდა ეტკინოთ ყველა კანონდამრღვევს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

უმძიმესი დანაშაული კახეთში - ორი ახალგაზრდა 68 წლის მამაკაცს სასტიკად გაუსწორდა: "ღირსების შემლახავი ქმედებები ტელეფონით გადაიღეს და გაავრცელეს"

უმძიმესი დანაშაული კახეთში - ორი ახალგაზრდა 68 წლის მამაკაცს სასტიკად გაუსწორდა: "ღირსების შემლახავი ქმედებები ტელეფონით გადაიღეს და გაავრცელეს"

უმძიმესი დანაშაული მოხდა კახეთში - ლაგოდეხის რაიონში ორი ახალგაზრდა (მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია) 68 წლის მამაკაცს სასტიკად გაუსწორდა. ისინი აიძულებდნენ მამაკაცს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, კონკრეტული მოქმედებები განეხორციელებინა, ეს ყველაფერი კი ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

დაზარალებულის ოჯახი ვარაუდობს, რომ მოძალადეები მოხუცს ფულის გამოძალვის მიზნით გაუსწორდნენ. როგორც ისინი ყვებიან, მომხდარის შემდეგ მამაკაცი სახლში საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ დეტალების მოყოლა ვერ მოახერხა. როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, 68 წლის კაცს სახე მთლიანად დასისხლიანებული ჰქონდა. ამჟამად დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ახალგაზრდები, რომლებმაც შემზარავი დანაშაული ჩაიდინეს, აზერბაიჯანელები არიან. სოფელში ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტი მათთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია.

"როდესაც გავიგეთ ამ ფაქტის შესახებ, ჩვენმა თანასოფლელებმა თავად დასაჯეს მოძალადეები და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩვენ მსგავს ფაქტებს ვერ შევეგუებით, ჩვენ ყველა ქართველები ვართ, დები და ძმები ვართ. ჩვენ არ გვინდა ვინმესთან დაპირისპირება. მიზეზები ზუსტად არ ვიცით, რა და რატომ მოხდა, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია, რომ 68 წლის მამაკაცზე იძალადო" - ამბობენ მოძალადე ახალგაზრდების თანასოფლელები.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამ:

უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ე.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა მ.რ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რა დროსაც გასტაცეს თანხა.

ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს. შემდეგ კი გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით რამდენიმე დღის ვადაში მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემა მოსთხოვეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სხვა შეხედულებების გამო, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია განცხადებაში.