პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომის უმძიმესი, მესამე ფაზა იწყება... ახლა უკრაინას, ფაქტობრივად, ორ სახელმწიფოსთან უწევს ბრძოლა" - რას ჰყვება უკრაინელი პოლიტოლოგი?
"ომის უმძიმესი, მესამე ფაზა იწყება... ახლა უკრაინას, ფაქტობრივად, ორ სახელმწიფოსთან უწევს ბრძოლა" - რას ჰყვება უკრაინელი პოლიტოლოგი?

"ომის უმ­ძი­მე­სი ფაზა იწყე­ბა... ოკუ­პან­ტე­ბი მათ ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა სამ­ხედ­რო არ­სე­ნალს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ" - ომის მე­სა­მე ფახა უკ­რა­ი­ნა­ში: რას ჰყვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტო­ლო­გი?

"ომის უმ­ძი­მე­სი ფაზა იწყე­ბა... ახლა უკ­რა­ი­ნას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორ სა­ხელ­მწი­ფოს­თან უწევს ბრძო­ლა" - ომის მე­სა­მე ფახა უკ­რა­ი­ნა­ში: რას ჰყვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტო­ლო­გი?

უკ­რა­ი­ნა­ში სა­ვაჭ­რო ცენ­ტრზე მი­ტა­ნი­ლი სა­რა­კე­ტო იე­რი­შის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ცხად­და. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა სა­მიზ­ნეც უმე­ტე­სად მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაა, ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის ომში მე­სა­მე ფაზა წა­მო­ი­წყო...

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სულ სამ­ხედ­რო ძა­ლებს და­ბა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გამო შეც­დო­მე­ბით მოს­დით, თუმ­ცა ბოლო დროს სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტებ­ზე მი­ზან­მი­მარ­თულ შე­ტე­ვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

კრე­მენ­ჩუ­კის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრზე თავ­დას­ხმა "დიდი შვი­დე­უ­ლის" წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის - აშშ-ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, კა­ნა­დის, გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ის და ია­პო­ნი­ის ლი­დე­რებ­მა სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლად შე­ა­ფა­სეს. იმა­ვე სა­მი­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი, მისი გა­რე­მოც­ვა და ყვე­ლა მისი მომ­ხრე მომ­ხდარ­ში დამ­ნა­შა­ვეა და ამის­თვის პა­სუხს აგე­ბენ.

გუ­შინ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში გა­მოს­ვლი­სას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ქა­ლაქ კრე­მენ­ჩუკ­ში სა­ვაჭ­რო ცენ­ტრზე რუ­სუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"მე ვთა­ვა­ზობ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ამ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ად­გილ­ზე ან სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გაგ­ზავ­ნონ, ან გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ან სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი კო­მი­სია", - გა­ნა­ცხა­და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის ლი­დერ­მა დას­ძი­ნა, რომ ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს გა­ე­როს "და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­არ­კვი­ოს ინ­ფორ­მა­ცია და და­ი­ნა­ხოს, რომ ეს ნამ­დვი­ლად იყო რუ­სუ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა".

უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი, კავ­კა­სი­ო­ლო­გი ია­როს­ლავ პი­ლიპ­ჩუ­კი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, უკ­რა­ი­ნის ომის მე­სა­მე ფაზა და­ი­წყო, რო­მე­ლიც ბევ­რად მძი­მე იქ­ნე­ბა.

- ჩვენს ქა­ლა­ქებ­ზე ტო­ტა­ლუ­რი შე­ტე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­ი­ტა­ნეს შე­ტე­ვა კრე­მენ­ჩუ­კის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრზე, რო­მე­ლიც სავ­სე იყო მშვი­დო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბით. ახლა უკვე მხო­ლოდ სამ­ხედ­რო და სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე კი არა, ფრონ­ტის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში არ­სე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­სა და კორ­პუ­სებ­ზეც მი­აქვთ იე­რი­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დე­მო­რა­ლი­ზე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ახლა ყვე­ლა­ნა­ირ შე­ი­ა­რა­ღე­ბას, მათ ხელთ არ­სე­ბულ სამ­ხედ­რო არ­სე­ნალს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ძვე­ლი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი რა­კე­ტე­ბი გა­მო­ა­გო­რეს. "ის­კან­დერე­ბი" უმ­თავ­რდე­ბათ. არა­და, ამ ტი­პის შე­ი­ა­რა­ღე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­ტა­ნილ მა­სა­ლას იყე­ნებ­დნენ... ახლა ბე­ლა­რუ­სი უგ­ზავ­ნის რუ­სეთს თა­ვის სა­თა­და­რი­გო საბ­რძო­ლო მა­სა­ლას, ჯერ­ჯე­რო­ბით რა მა­სა­ლა­ზეა სა­უ­ბა­რი, და­კონ­რე­ტუ­ლი არ არის.

- არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ბოლო შე­ტე­ვე­ბი ბე­ლა­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და... ანუ ოკუ­პან­ტი სა­ო­მარ ზო­ნას აფარ­თო­ებს?

- დიახ, ასე გა­მო­დის, უკ­რა­ი­ნას, ფაქ­ტობ­რი­ვად ორ სა­ხელ­მწი­ფოს­თან უწევს ომი, მას­შტა­ბებ­სა და საბ­რძო­ლო პრო­ცე­სებ­შია გან­სხვა­ვე­ბა... ახლა ისი­ნი დიდი ქა­ლა­ქებ­ზე შე­ეც­დე­ბი­ან მას­შტა­ბურ შე­ტე­ვებს. ახლა მძი­მე ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ლი­სი­ჩანსკი­სა და ბახ­მუ­ტის­თვის. ამას­თან, რუ­სე­თი­დან ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ასათ­ვი­სებ­ლად მა­სობ­რი­ვი დე­პორ­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამას რუ­სე­თი პირ­ვე­ლად ხომ არ აკე­თებს?

ასე რომ, ომის ყვე­ლა ფაზა სა­ში­ნე­ლი იყო, ახლა კი­დევ ერთი, უმ­ძი­მე­სი ფაზა იწყე­ბა. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მარ­ტო არ ვართ. რუ­სე­თის სახე მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა და ჩვე­ნი ხალ­ხის უდი­დე­სი თავ­და­დე­ბი­სა და თავ­გან­წირ­ვის, ჩვე­ნი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის თა­ნად­გო­მის, ერ­თი­ა­ნო­ბის ფა­სად, იმე­დია, რუ­სე­თის მრა­ვალ­თა­ვი­ა­ნი ურჩხუ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში და­მარ­ცხდე­ბა. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როს, ეს მოკ­ლე დრო­ში ვერ მოხ­დე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარლიტო
6

აი ემ ზომბი ,აი ლავ საქართველო,ხინკალი,ხვანჭკარა🤔🤠😉🤨🍻🤣🥰

Ნეო
99

უკრაინას რომ არ ყავდეს გაყიდული და ტაკიმასხარა ხელისუფლება რუსეთი ვერაფერს დააკლებდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ომის უმძიმესი, მესამე ფაზა იწყება... ახლა უკრაინას, ფაქტობრივად, ორ სახელმწიფოსთან უწევს ბრძოლა" - რას ჰყვება უკრაინელი პოლიტოლოგი?

"ომის უმძიმესი, მესამე ფაზა იწყება... ახლა უკრაინას, ფაქტობრივად, ორ სახელმწიფოსთან უწევს ბრძოლა" - რას ჰყვება უკრაინელი პოლიტოლოგი?

"ომის უმძიმესი ფაზა იწყება... ოკუპანტები მათ ხელთ არსებულ ყველა სამხედრო არსენალს გამოიყენებენ" - ომის მესამე ფახა უკრაინაში: რას ჰყვება ადგილობრივი პოლიტოლოგი?

"ომის უმძიმესი ფაზა იწყება... ახლა უკრაინას, ფაქტობრივად, ორ სახელმწიფოსთან უწევს ბრძოლა" - ომის მესამე ფახა უკრაინაში: რას ჰყვება ადგილობრივი პოლიტოლოგი?

უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების პატივსაცემად სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებები, რომელთა სამიზნეც უმეტესად მშვიდობიანი მოსახლეობაა, ნიშნავს, რომ რუსეთმა უკრაინის ომში მესამე ფაზა წამოიწყო...

ადგილობრივი მედია წერს, რომ ზოგ შემთხვევაში, რუსულ სამხედრო ძალებს დაბალი პროფესიონალიზმის გამო შეცდომებით მოსდით, თუმცა ბოლო დროს სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ შეტევას ახორციელებენ.

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა "დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოების - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და იაპონიის ლიდერებმა სამხედრო დანაშაულად შეაფასეს. იმავე სამიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმირ პუტინი, მისი გარემოცვა და ყველა მისი მომხრე მომხდარში დამნაშავეა და ამისთვის პასუხს აგებენ.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე რუსული სარაკეტო თავდასხმის ადგილის დათვალიერებისკენ მოუწოდა.

"მე ვთავაზობ გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის ამ ტერორისტული აქტის ადგილზე ან სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნონ, ან გაეროს გენერალური მდივანი, ან სრულუფლებიანი კომისია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ ეს საშუალებას მისცემს გაეროს "დამოუკიდებლად გაარკვიოს ინფორმაცია და დაინახოს, რომ ეს ნამდვილად იყო რუსული სარაკეტო დარტყმა".

უკრაინელი პოლიტოლოგი, კავკასიოლოგი იაროსლავ პილიპჩუკი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, უკრაინის ომის მესამე ფაზა დაიწყო, რომელიც ბევრად მძიმე იქნება.

- ჩვენს ქალაქებზე ტოტალური შეტევა მიმდინარეობს. სპეციალურად მიიტანეს შეტევა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, რომელიც სავსე იყო მშვიდობიანი ადამიანებით. ახლა უკვე მხოლოდ სამხედრო და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე კი არა, ფრონტისპირა ქალაქებში არსებულ საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებზეც მიაქვთ იერიში, ეს ყველაფერი მშვიდობიანი მოსახლეობის დემორალიზებას ემსახურება.

ახლა ყველანაირ შეიარაღებას, მათ ხელთ არსებულ სამხედრო არსენალს გამოიყენებენ. ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი რაკეტები გამოაგორეს. "ისკანდერები" უმთავრდებათ. არადა, ამ ტიპის შეიარაღების წარმოებისთვის დასავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილ მასალას იყენებდნენ... ახლა ბელარუსი უგზავნის რუსეთს თავის სათადარიგო საბრძოლო მასალას, ჯერჯერობით რა მასალაზეა საუბარი, დაკონრეტული არ არის.

- არსებული ცნობებით, ბოლო შეტევები ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელდა... ანუ ოკუპანტი საომარ ზონას აფართოებს?

- დიახ, ასე გამოდის, უკრაინას, ფაქტობრივად ორ სახელმწიფოსთან უწევს ომი, მასშტაბებსა და საბრძოლო პროცესებშია განსხვავება... ახლა ისინი დიდი ქალაქებზე შეეცდებიან მასშტაბურ შეტევებს. ახლა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლისიჩანსკისა და ბახმუტისთვის. ამასთან, რუსეთიდან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ასათვისებლად მასობრივი დეპორტაცია მიმდინარეობს. ამას რუსეთი პირველად ხომ არ აკეთებს?

ასე რომ, ომის ყველა ფაზა საშინელი იყო, ახლა კიდევ ერთი, უმძიმესი ფაზა იწყება. თუმცა, საბედნიეროდ, მარტო არ ვართ. რუსეთის სახე მთელმა მსოფლიომ ნახა და ჩვენი ხალხის უდიდესი თავდადებისა და თავგანწირვის, ჩვენი მოხალისეების თანადგომის, ერთიანობის ფასად, იმედია, რუსეთის მრავალთავიანი ურჩხული უკრაინაში დამარცხდება. თუმცა, სამწუხაროს, ეს მოკლე დროში ვერ მოხდება...