პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს დაშლას კი არა, გადაშლას ჰგავს... თუ ყველაფერი ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის, ეს პროცესი ივანიშვილის გარეშე ვერ წარმომიდგენია" - რა თამაშს თამაშობს "ოცნება"?
"ეს დაშლას კი არა, გადაშლას ჰგავს... თუ ყველაფერი ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის, ეს პროცესი ივანიშვილის გარეშე ვერ წარმომიდგენია" - რა თამაშს თამაშობს "ოცნება"?

გუ­შინ ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ცნო, რომ დე­პუ­ტა­ტებ­მა - სო­ზარ სუ­ბარ­მა, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა" და­ტო­ვეს.

მდი­ნა­რა­ძემ დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი გან­მარ­ტა:

"ამის მი­ზე­ზი გახ­და ერთი შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი სა­კი­თხი დღე­ვან­დელ უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა­ზე, რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ნამ­დეც მი­დი­ო­და პარ­ტი­ა­ში დის­კუ­სია, რომ დო­ზი­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, რაც ხდე­ბა პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­თან მი­მარ­თე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ჩვენს გუნდში არ არის საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა საქ­მის კურ­სში იყოს და სწო­რი დას­კვნე­ბი გა­ა­კე­თოს, მათი აზ­რით.

მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ე.წ. კუ­ლი­სე­ბი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია უნდა ვრცელ­დე­ბო­დეს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო კა­მა­თი, დის­კუ­სია და მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ ამის გახ­მო­ვა­ნე­ბის­თვის მათ სჭირ­დე­ბათ თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტი. გუნ­დის შიგ­ნით, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბე­ბი შე­ექ­მნათ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, გუნ­დი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხარს არ უჭერ­და, თუმ­ცა, ეს სა­ბო­ლო­ოა“, - აღ­ნიშ­ნა მდი­ნა­რა­ძემ.

გან­მარ­ტე­ბე­ბი გუ­შინ­ვე გა­ა­კე­თეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უკვე ყო­ფილ­მა წევ­რებ­მა - სო­ზარ სუ­ბარ­მა, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

სო­ზარ სუ­ბა­რი: "სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ინ­ფორ­მა­ცია მი­დის, მაგ­რამ როცა მმარ­თველ გუნდში ხარ, გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი გაქვს, მათ შო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ღიად არ ით­ქმის, რომ­ლე­ბიც კუ­ლუ­ა­რებ­ში ხდე­ბა. ზოგ­ჯერ უბ­რა­ლოდ დგე­ბა სა­კი­თხი, რო­დე­საც ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფრო მეტი უნდა უთხრა ხალ­ხს. მმარ­თვე­ლი გუნ­დის პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამის თქმა არ გა­მო­დი­ო­და იმი­ტომ, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ ან­გა­რი­ში გა­უ­წიო მე­გობ­რებს, იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, ან­გა­რი­ში გა­უ­წიო თა­ნა­მებ­რძო­ლებს".

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი: "ჩვენ ვთვლით, რომ რიგ სა­კი­თხებ­ში მა­ნამ­დეც გვქონ­და დის­კომ­ფორ­ტი, რომ სა­ჭი­როა, მეტი ინ­ფორ­მა­ცია იცო­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მა­გა­ლი­თად - არის უამ­რავ თე­მებ­ში, ამ 12 პუნ­ქტთან, ევ­რო­კავ­შირ­თან, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტთან, ევ­რო­კო­მი­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ["ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"] მმარ­თვე­ლი ძა­ლაა და უნდა გა­აგ­რძე­ლოს და ჩვენ გვექ­ნე­ბა ამი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­მარ­თლე უფრო მე­ტად მი­ვა­წო­დოთ".

დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე: "რა თქმა უნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს მეტი. დღეს მათი როლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე, ამ რე­ა­ლო­ბა­ში. ამი­ტომ სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც არის სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის და ზოგ­ჯერ არის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც კუ­ლი­სებ­ში იხი­ლე­ბა, ვფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მეტი უნდა იცო­დეს, ვიდ­რე დღეს იცის. ამი­ტომ ჩვე­ნი მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ჩვენ ვიქ­ნე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს და ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეტა­პობ­რი­ვად მი­ი­ღე­ბენ ჩვენ­გან".

  • "ოლი­გარ­ქის თა­მა­შე­ბი", "სა­პარ­ლა­მენ­ტო ალ­ტინ­ფო", "ხუნ­და­ძის მო­რი­გი აჯან­ყე­ბა" - ასე შე­ა­ფა­სეს ოპო­ნენ­ტებ­მა ახა­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ფრთის და­ბა­დე­ბა, რო­მე­ლიც, რო­გორც იკ­ვე­თე­ბა, უფრო თა­მა­მი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კით წარ­სდგე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მათი დახ­მა­რე­ბით "ევ­რო­კავ­შირს ახ­დის ფარ­დას".

არ გა­მო­რი­ცხა­ვენ იმა­საც, რომ ამ სა­მე­ულს სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ, ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნას პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და საქ­მე ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­ვი­დეს. ვიდ­რე "ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლე­ბი ახალ პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს და­ა­ყე­ნე­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე "სი­მარ­თლით" წარ­სდგე­ბი­ან, მა­ნამ­დე პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­მე­უ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ას ავი­თა­რებს:

"დაშ­ლა კი არა, ეს გა­დაშ­ლას ჰგავს. მო­უ­ლოდ­ნე­ლია და უც­ნა­უ­რი, როცა 3 ფი­გუ­რა ტო­ვებს "ოც­ნე­ბის" რი­გებს. მათ გარ­და რამ­დე­ნი­მემ თუ კი­დევ და­ტო­ვა "ოც­ნე­ბა“, მა­შინ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ახა­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცია შე­იქ­მნას და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­კე­ნაც წა­ვი­დეს პრო­ცე­სი - 76 მან­დატ­ზე ქვე­მოთ თუ იქ­ნე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბა, მა­შინ ალ­ბათ დად­გე­ბა მთავ­რო­ბი­სად­მი ნდო­ბის სა­კი­თხი და ამან შე­საძ­ლოა, მიგ­ვიყ­ვა­ნოს ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე.

რო­გორც ჩანს, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" რა­ღაც პრო­ცესს ალა­გე­ბენ. ამ პრო­ცე­სის და­ლა­გე­ბა, მით უფრო, თუ ვა­დამ­დე­ლის­კენ მი­დის პრო­ცე­სი, "ოც­ნე­ბა­ში" ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ეს რო­გორც ამ­ბო­ბენ, იქ­ნე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი ფრთა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პრინ­ცი­პე­ბის­თვის არ ტო­ვე­ბენ პარ­ტი­ას, რა­ღაც პრო­ცე­სი და­ი­წყო, რა­ღა­ცის გა­და­თა­მა­შე­ბა ხდე­ბა, სხვაგ­ვა­რად, არ მეს­მის, რას ნიშ­ნავს, ინ­ფორ­მა­ცია ვერ მიგ­ვაქვს ხალ­ხამ­დე? მათ სამი ტე­ლე­ვი­ზია აქვთ, სულ მცი­რე. არ ვიცი, რა­ტომ არ, ან ვერ აწო­დე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

შე­საძ­ლოა, და­ი­წყოს სხვა პრო­ცე­სი და ეს კო­ბა­ხი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ იყოს მი­მარ­თუ­ლი, არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, 75 კაცი დარ­ჩეს და, შე­სა­ბა­მი­სად, ვა­დამ­დელ­ზე და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი. ისიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, კი­დევ ერთი ახა­ლი პარ­ტია შე­იქ­მნას, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე იჭი­და­ვებს. სხვა ვა­რი­ან­ტე­ბი ჯერ არაა. არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად დღის წეს­რიგ­ში დად­გეს ორი­ვე ირაკ­ლის თემა. არ ვფიქ­რობ, ხვალ და ზეგ იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი და წი­ნას­წარ ხდე­ბო­დეს ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბა, თუმ­ცა უც­ნა­უ­რია ახლა, ამ მო­მენ­ტში ამ ხალ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

3 ივ­ლისს, ოპო­ზი­ცია, ცხა­დია, და­ი­წყებს იმა­ზე სა­უ­ბარს, რომ აი, "ოც­ნე­ბა“ იშ­ლე­ბა. შე­საძ­ლოა პარ­ლა­მენ­ტში მათი სა­ხით შე­იქ­მნას რა­დი­კა­ლუ­რი ფრთა, რომ­ლის ფუნ­ქცია ის იქ­ნე­ბა, რომ ისი­ნი კი ილა­პა­რა­კე­ბენ ყვე­ლა­ფერ­ზე, მაგ­რამ ეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ მი­ე­წე­რე­ბა. ეს იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატ­თა ჯგუ­ფი და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრე­მი­ე­რი­სად­მი, რა გან­ცხა­დე­ბებს გა­ა­კე­თე­ბენ და მოხ­დე­ბა თუ არა მათი, რო­გორც ჯგუ­ფის ფორ­მი­რე­ბა“.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქართველოს გულშემატკივარი
1

საქართველო საჯილდაო ქვად გაიხადეთ, უფალი მოგხედავთ ყველას...

აუუუ
90

რაღაც რომ მზადება უეჭველია, ამათ არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ, უბრალოდ რაღაც ტრიუკს ატარებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ეს დაშლას კი არა, გადაშლას ჰგავს... თუ ყველაფერი ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის, ეს პროცესი ივანიშვილის გარეშე ვერ წარმომიდგენია" - რა თამაშს თამაშობს "ოცნება"?

"ეს დაშლას კი არა, გადაშლას ჰგავს... თუ ყველაფერი ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის, ეს პროცესი ივანიშვილის გარეშე ვერ წარმომიდგენია" - რა თამაშს თამაშობს "ოცნება"?

გუშინ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ამცნო, რომ დეპუტატებმა - სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ "ქართულ ოცნება" დატოვეს.

მდინარაძემ დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა:

"ამის მიზეზი გახდა ერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებით მანამდეც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს, მათი აზრით.

მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი. გუნდის შიგნით, რადგან შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შეექმნათ ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მიიღეს, გუნდი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა, ეს საბოლოოა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

განმარტებები გუშინვე გააკეთეს "ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრებმა - სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ.

სოზარ სუბარი: "საზოგადოებამდე ინფორმაცია მიდის, მაგრამ როცა მმართველ გუნდში ხარ, გარკვეული შეზღუდვები გაქვს, მათ შორის ინფორმაციები, რომლებიც ღიად არ ითქმის, რომლებიც კულუარებში ხდება. ზოგჯერ უბრალოდ დგება საკითხი, როდესაც ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, უფრო მეტი უნდა უთხრა ხალხს. მმართველი გუნდის პოზიციიდან გამომდინარე, ამის თქმა არ გამოდიოდა იმიტომ, რომ იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო მეგობრებს, იძულებული ხარ, ანგარიში გაუწიო თანამებრძოლებს".

მიხეილ ყაველაშვილი: "ჩვენ ვთვლით, რომ რიგ საკითხებში მანამდეც გვქონდა დისკომფორტი, რომ საჭიროა, მეტი ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ, მაგალითად - არის უამრავ თემებში, ამ 12 პუნქტთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან ურთიერთობები, ["ქართული ოცნება"] მმართველი ძალაა და უნდა გააგრძელოს და ჩვენ გვექნება ამისი თავისუფლება, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ".

დიმიტრი ხუნდაძე: "რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი. დღეს მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკურ ველზე, ამ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ამიტომ ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან".

  • "ოლიგარქის თამაშები", "საპარლამენტო ალტინფო", "ხუნდაძის მორიგი აჯანყება" - ასე შეაფასეს ოპონენტებმა ახალი რადიკალური ფრთის დაბადება, რომელიც, როგორც იკვეთება, უფრო თამამი ანტიდასავლური რიტორიკით წარსდგება საზოგადოების წინაშე და როგორც ვარაუდობენ, ღარიბაშვილი მათი დახმარებით "ევროკავშირს ახდის ფარდას".

არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ამ სამეულს სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ, ხელოვნურად შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი და საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს. ვიდრე "ოცნებიდან“ წასულები ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს დააყენებენ, საზოგადოების წინაშე "სიმართლით" წარსდგებიან, მანამდე პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე AMBEBI.GE-სთან სამეულის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე ვერსიას ავითარებს:

"დაშლა კი არა, ეს გადაშლას ჰგავს. მოულოდნელია და უცნაური, როცა 3 ფიგურა ტოვებს "ოცნების" რიგებს. მათ გარდა რამდენიმემ თუ კიდევ დატოვა "ოცნება“, მაშინ მოსალოდნელია, რომ ახალი კონფიგურაცია შეიქმნას და ვადამდელი არჩევნებისკენაც წავიდეს პროცესი - 76 მანდატზე ქვემოთ თუ იქნება უმრავლესობა, მაშინ ალბათ დადგება მთავრობისადმი ნდობის საკითხი და ამან შესაძლოა, მიგვიყვანოს ვადამდელ არჩევნებამდე.

როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" რაღაც პროცესს ალაგებენ. ამ პროცესის დალაგება, მით უფრო, თუ ვადამდელისკენ მიდის პროცესი, "ოცნებაში" ივანიშვილის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ეს როგორც ამბობენ, იქნება რადიკალური ფრთა და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები პრინციპებისთვის არ ტოვებენ პარტიას, რაღაც პროცესი დაიწყო, რაღაცის გადათამაშება ხდება, სხვაგვარად, არ მესმის, რას ნიშნავს, ინფორმაცია ვერ მიგვაქვს ხალხამდე? მათ სამი ტელევიზია აქვთ, სულ მცირე. არ ვიცი, რატომ არ, ან ვერ აწოდებენ ინფორმაციას.

შესაძლოა, დაიწყოს სხვა პროცესი და ეს კობახიძის წინააღმდეგ იყოს მიმართული, არც ისაა გამორიცხული, 75 კაცი დარჩეს და, შესაბამისად, ვადამდელზე დაიწყოს საუბარი. ისიც შესაძლებელია, კიდევ ერთი ახალი პარტია შეიქმნას, რომელიც მომავალ არჩევნებზე იჭიდავებს. სხვა ვარიანტები ჯერ არაა. არც ისაა გამორიცხული, მოულოდნელად დღის წესრიგში დადგეს ორივე ირაკლის თემა. არ ვფიქრობ, ხვალ და ზეგ იქნება აქტუალური და წინასწარ ხდებოდეს ნიადაგის მომზადება, თუმცა უცნაურია ახლა, ამ მომენტში ამ ხალხის გადაწყვეტილება.

3 ივლისს, ოპოზიცია, ცხადია, დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ აი, "ოცნება“ იშლება. შესაძლოა პარლამენტში მათი სახით შეიქმნას რადიკალური ფრთა, რომლის ფუნქცია ის იქნება, რომ ისინი კი ილაპარაკებენ ყველაფერზე, მაგრამ ეს "ქართულ ოცნებას“ არ მიეწერება. ეს იქნება დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი და საინტერესოა, როგორი იქნება მათი დამოკიდებულება პრემიერისადმი, რა განცხადებებს გააკეთებენ და მოხდება თუ არა მათი, როგორც ჯგუფის ფორმირება“.