მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ

სო­ზარ სუ­ბა­რი, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ტო­ვე­ბენ.

ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

"მი­წევს გაც­ნო­ბოთ ერთი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ: ჩვე­ნი გუნ­დის ღირ­სე­უ­ლი წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი სო­ზარ სუ­ბა­რი, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე ტო­ვე­ბენ ფრაქ­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, პარ­ტი­ას, სა­პა­რა­ლა­მენ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

მან დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი გან­მარ­ტა. მდი­ნა­რა­ძის თქმით, დე­პუ­ტა­ტებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ე.წ. კუ­ლი­სე­ბი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია უნდა ვრცელ­დე­ბო­დეს და ამის გახ­მო­ვა­ნე­ბის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტი სჭირ­დე­ბათ, რად­გან გუნ­დის შიგ­ნით შე­საძ­ლოა, უხერ­ხუ­ლო­ბე­ბი შე­ექ­მნათ.

"ამის მი­ზე­ზი გახ­და ერთი შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი სა­კი­თხი დღე­ვან­დელ უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა­ზე, რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ნამ­დეც მი­დი­ო­და პარ­ტი­ა­ში დის­კუ­სია, რომ დო­ზი­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, რაც ხდე­ბა პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­თან მი­მარ­თე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ჩვენს გუნდში არ არის საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა საქ­მის კურ­სში იყოს და სწო­რი დას­კვნე­ბი გა­ა­კე­თოს, მათი აზ­რით.

მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ე.წ. კუ­ლი­სე­ბი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია უნდა ვრცელ­დე­ბო­დეს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო კა­მა­თი, დის­კუ­სია და მათ გა­და­წყვი­ტეს, რომ ამის გახ­მო­ვა­ნე­ბის­თვის მათ სჭირ­დე­ბათ თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტი. გუნ­დის შიგ­ნით, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბე­ბი შე­ექ­მნათ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, გუნ­დი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხარს არ უჭერ­და, თუმ­ცა, ეს სა­ბო­ლო­ოა“, - აღ­ნიშ­ნა მდი­ნა­რა­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lika
1

არ უნდათ ქვეყნის ღალატი თუ ასე გააგრძელდა კიდევ ბევრი დატოვებს

ალექს
0

რას გავს თუ იცით , აი რაღაცის იაფფასიანის ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია რომ იწყება , აი მალე , აი მალე და ბოლოს გაყინული ხორცის ჰამბურგერის კონტეინერის რეკლამარომშეგრჩება , ე , მაგას გავს ! სამნი ხომ არიან , ტრი ხომ, ჰოდა ტრიუკია !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ.

ამის შესახებ განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია "ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარალამენტო თანამდებობებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მდინარაძის თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.

"ამის მიზეზი გახდა ერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებით მანამდეც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს, მათი აზრით.

მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი. გუნდის შიგნით, რადგან შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შეექმნათ ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მიიღეს, გუნდი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა, ეს საბოლოოა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ნახეთ ვიდეო: