ავტორი:

ომთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები და ღალატი - რუსული მედია კონსტანტინე მელაძისა და ვერა ბრეჟნევას დაშორების შესახებ წერს

ომთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები და ღალატი - რუსული მედია კონსტანტინე მელაძისა და ვერა ბრეჟნევას დაშორების შესახებ წერს

ვერა ბრეჟნევასა და კონსტანტინე მელაძეს შორის დაძაბულობაა, ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო დროს მათ შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, რომ ვარსკვლავური წყვილი განქორწინებასთან ახლოსაა.

"ვია გრას“ ყოფილი სოლისტი 40 წლის ვერა ბრეჟნევა 59 წლის კომპოზიტორზე, კონსტანტინ მელაძეზე 2015 წელს დაქორწინდა. შეყვარებულებს მანამდეც ჰქონდათ ურთიერთობა, რომელიც რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა. ვერას გამო კონსტანტინემ პირველი ცოლ-შვილი დატოვა.

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, წყვილის გარემოცვა მედიასთან ადასტურებს, რომ მუსიკოსი და მისი მუზა სირთულეების წინაშე არიან.

თავდაპირველად, განხეთქილების მიზეზი ომთან დაკავშირებით მელაძისა და მისი მეუღლის განსხვავებული პოზიციები აღმოჩნდა. ვერა რუსეთის წინააღმდეგ გამოვიდა, ის პუტინის ხელისუფლებას დღემდე აკრიტიკებს, კონსტანტინემ კი გაჩუმება არჩია. ცნობილია, რომ ძმები მელაძეები რუსეთში დიდ ბიზნესს ფლობენ და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვალერი მელაძე რუსეთს ვერ ტოვებს, დიდი ფულია.

მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ წყვილს საერთო საკუთრებაში ქონება არ აქვს. ასევე აქვთ ცალ-ცალკე სახლები და ისინი ერთად არ ცხოვრობენ. ასევე საუბრობენ, რომ მელაძემ ბრეჟნევას უღალატა. ამბობენ, რომ კომპოზიტორის ახალი გატაცება "ვიაგრას" ყოფილი წევრი, ერიკა ჰერცოგია.

"ბრეჟნევასა და მელაძის იდეალური სიყვარული კი მხოლოდ ძველ სიმღერებში დარჩა და პროდიუსერი ახალ კომპოზიციებს სულ სხვა ქალს უძღვნის. მელაძეს კი, რომელიც ბრეჟნევას პოლიტიკური პოზიციის გამო მასთან ერთად ცხოვრებას მოსკოვში ვეღარ გააგრძელებს, მეუღლესთან დაშორება აწყობს. სამაგიეროდ, ამით ბიზნესს გადაარჩენს", - წერენ რუსულ მედიაში.

წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს. ომის დაწყების შემდეგ ვერა ბრეჟნევა წინა ქორწინებაში შეძენილ შვილებთან ერთად, იტალიაში ატარებს დიდ დროს. უცნობია, ამ დროს სად არის კონსტანტინე მელაძე, რომელიც ომის დაწყების დღიდან არსად არ გამოჩენილა.