მსახიობების, ზურა და გიორგი ყიფშიძეების ბინის გარშემო სკანდალი წლებია გრძელდება. არაერთი სტატია დაიწერა იმის შესახებ, რომ ზურა ყიფშიძის ბინა ბანკმა უქციონზე გაიტანა. რა მოხდა მას შემდეგ და როგორ განვითარდა მოვლენები სადავო ბინის გარშემო, ამაზე გიორგი ყიფშიძემ ია ფარულავასთან გადაცემაში ისაუბრა...
გიორგი ყიფშიძე:
- ეს ბინა დედას, ლელა გოცირიძეს მემკვიდრეობით ერგო. ბაბუაჩემის ბინა იყო, გარდაცვალების შემდეგ დაგვიტოვა. თავიდან დაკეტილი გვქონდა, შემდეგ კი გავაქირავეთ. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებმა ბინა ბანკში ჩადეს, 250 ათასი გამოიტანეს და გაიქცნენ. ამ ისტორიაში ერთ-ერთმა მოქმედმა ადამიანმა თავი მოიკლა. ამ კაცმა რომ თავი მოიკლა, გადავირიეთ, ძალიან გაგვიკვირდა. უცებ ბანკი რეკავს, გადასახდელი გაქვთ თანხა, თორემ ბინას აუქციონზე გავიტანთო.
გადავირიეთ, ისეთი მოულოდნელი იყო. სახლი უცებ გაიყიდა აუქციონზე, არ გაითვალისწინეს ზურას თხოვნა. ბანკთანაც სერიოზული პრობლემა მაქვს, რატომღაც არ არსებობს ჩანაწერები, სადაც ეს გარიგება მოხდა.
ბინა უცხოელმა იყიდა, ფრანგმა, ვინმე პოლ სენმა. როდესაც გაიგო ვისი ბინა იყო, გვითხრა, რომ თანხის სანაცვლოდ დაგვიბრუნებდა. შემდეგ გადაიფიქრა და აქეთ გვემუქრებოდა. მოკლედ, წაგვართვეს, გოიმებივით დაგვახიეს ბინა. უნდა ვუჩივლოთ...
ია ფარულავა:
- ეს პიროვნება პოლ სენი საქართველოში საპენსიო ფონდის თავჯდომარის მოადგილეა, ადრე იყო ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი.
გიორგი ყიფშიძე:
- ზურას მეგობრებმა შეუგროვეს ფული, რომ უკან გამოგვესყიდა, პოლ სენმა უარი თქვა. არ დავნებდებით, სასამართლოში ვუჩივლებთ. ადვოკატები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ გვეჩივლა. ვერ მივხვდით, რომელი აგვერჩია, მაგრამ ახლა აუცილებლად ვუჩივლებთ.