ავტორი:

"მეუღლესთან კამათიც კი არასოდეს მოსვლია" - ვინ არიან მილიონერი პოლიტიკოსის შვილები: მამუკა ხაზარაძის ოჯახი და შთამბეჭდავი ქონება ლონდონსა და თბილისში

"მეუღლესთან კამათიც კი არასოდეს მოსვლია" - ვინ არიან მილიონერი პოლიტიკოსის შვილები: მამუკა ხაზარაძის ოჯახი და შთამბეჭდავი ქონება ლონდონსა და თბილისში

5 შვილის მამა პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. მამუკა ხაზარაძე ოფიციალური მილიონერია, მისი პოლიტიკური აქტივობა კი განსხვავებული. მაგალითად, შემთხვევით შეგიძლიათ შეხვდეთ მეტროს სიახლოვეს ან რკინიგზის სადგურზე, სადაც გიტარით ხელში ბენდთან ერთად მღერის. არ აკლია სკანდალებიც, ოღონდ პოლიტიკური და არა პირადი. ანაკლიის პორტის პროექტის გამო, ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი ლამის გისოსებს მიღმაც აღმოჩნდა...

პოლიტიკური კარიერისგან განსხვავებით, მისი პირადი ცხოვრება მშვიდია. წლებია მისი მეუღლე კლასელი ირინა ხიდაშელია. „პალიტრავიდეოსთვის“ რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მეუღლესთან კამათიც კი არასოდეს მოსვლია. 90-იანებში მის ოჯახსაც ძალიან უჭირდა და უშუქობა და საკვების არქონა არც მისი ოჯახისთვის იყო უცხო, თუმცა ამ დროს ირინა სახლში ეგულებოდა...

მამუკა ხაზარაძე:

"90-იანები იდგა, მაგრამ ვიცოდი, რომ სახლში იყო ქალი, რომელიც ლომივით ეფარებოდა და იცავდა შვილებს, სანამ მამაკაცი სახლში მივიდოდა. ამის განცდა რომ აქვს კაცს, ძალიან მნიშვნელოვანია მისი საქმის წარმატებისთვის. გრძნობ, სადაც არ უნდა იყო, შენი ოჯახი, შენი შვილები და კერა დაცულია".

მამუკა ხაზარაძე მეუღლესთან ერთად

მამუკა ხაზარაძის უფროსმა შვილმა ანამ, ლონდონში სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა და შემდეგ დაოჯახდა. შემდეგ კი მეუღლე კოტე გუნიასთან ერთად წინდების ბიზნესი წამოიწყო.

მეორე შვილმა ნიკამ შოტლანდიაში ბიზნეს-ფაკულტეტზე ისწავლა. ელენემ ამერიკულ აკადემიაში. სოფომ მუსიკალური ათწლედი დაამთავრა, იოანე კი 13 წლის არის.

მამუკა და ანა ხაზარაძეები

"ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნები, რაც მეტი გატაცება ექნებათ, ეს უფრო დაეხმარება ცხოვრებაში იპოვონ თავისი თავი. ცხოვრება მხოლოდ სამსახური არ არის. რაც არ უნდა კარგი საქმე, ოჯახი და სამეგობრო გყავდეს, ადამიანს საკუთარ თავთან განმარტოება უნდა შეეძლოს.

მამუკა ხაზარაძე მეუღლესთან და შვილთან, ანასთნ ერთად

მუსიკა, კითხვა თუ სხვა გატაცება ქმნის სწორედ იმ მომენტებს, როცა დიდი სამომავლო აზრების კონცენტრირება ხდება. მაგალითად, მე ბავშვობისას ფანჯრის რაფაზე ჯდომა და სივრცის ყურება მომწონდა. დღემდე გამომყვა ეს ჩვევა - როცა სივრცეს ვუყურებ, ჩემში ბევრი რამ ხდება"- ამბობდა ხაზარაძე ინტერვიუში.

  • მილიონერ დეპუტატს შთამბეჭდავი ქონება აქვს. მის მფლობელობაშია 8 მიწის ნაკვეთი ციხისძირში, 3 მიწის ნაკვეთი მუხრანში, საცხოვრებელი სახლი თბილისში, ბინა ლონდონში, რომლის 50%-ის მფლობელი მისი მეუღლეა.

დეპუტატს აქვს 2 აგარაკი წყნეთში; ბინა და ავტოფარეხი დუშეთში; მიწის ნაკვეთი ლისის ტბის მიმდებარედ; მიწის ნაკვეთი ნატანებში...

ასევე მის საკუთრებაშია ნაწილობრივ 10 მიწის ნაკვეთი ციხისძირში, აღნიშნული უძრავი ქონების მფლობელები მასთან ერთად არიან - ბადრი ჯაფარიძე, ივანე ხაზარაძე და კახა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ფლობს ასევე 2 მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარედ.

მამუკა და ნიკა ხაზარაძეები
მამუკა ხაზარაძე შვილებთან, ნიკასთან და სოფოსთან ერთად

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილები Lexus LX 570 და Jaguar XK140. ეს უკანასკნელი, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ჩუქებით აქვს მიღებული. ირინე ხაზარაძის კუთვნილებაშია მსუბუქი ავტომანქანა General Motors Hummer H3, რომელიც 2005 წელს 38000 დოლარად შეიძინა.

ნიკა ხაზარაძეს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა Porsche Cayenne, რომელშიც 2016 წელს 55 000 ევრო გადაიხადა.

ნიკა ხაზარაძის კუთვნილებაშია აქციები შემდეგ კომპანიებში: JPMorgan &, BARCLAYS PLC, FARFETCH LTD-CLASS A, STONECO LTDA, FIVERR INTERNATION AL LTD, TBC BANK GROUP PLC, META PLATFORMS INC, C3.AI INC, ROBINHOOD MARKETS INCA. ობლიგაციებს კომპანიაში: OZON HOLDINGS PLC – ADR...

მამუკა ხაზარაძის მფლობელობაშია 3000 ობლიგაცია JSC BGEO Group-ში, რომელიც 2021 წელს 3 000 000 დოლარად შეიძინა.

2021 წელს მამუკა ხაზარაძემ შემოსავლის სახით მიიღო 44 335,26 ლარი, დივიდენდებიდან შემოსავალმა კი 1 702 690 ლარი და 1 644 200 გირვანქა სტერლინგი შეადგინა.