"ევროპაში შენთვის ადგილი არ არის", - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი "ტვიტერში" "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართ წერს.
ილვესს გაზიარებული აქვს ინფორმაცია, სადაც კობახიძე კარლ ბილდტთან დაკავშირებით საუბრობს.
"როცა ორმოში ხარ, შეწყვიტეთ თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ, გააგრძელე ჩინეთამდე. ევროპაში შენთვის ადგილი არ არის". - წერს ილვესი.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">When you’re in a hole, stop digging. When you’re this deep, just keep going to China. Europe has no place for you. <a href="https://t.co/0NW9QVe3Tl">https://t.co/0NW9QVe3Tl</a></p>— toomas hendrik ilves (@IlvesToomas) <a href="https://twitter.com/IlvesToomas/status/1541616862542401541?ref_src=twsrc%5Etfw">June 28, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
ცნობისთვის, კარლ ბილდტის შესახებ ჯერ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება. "ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. რის შემდეგაც, კობახიძემ შემდეგი რამ თქვა: "კარლ ბილდტი აიჭრა იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა."