საქართველოში, „მაიმუნის ყვავილის“ 7 საეჭვო შემთხვევას სწავლობდნენ, საიდანაც ინფექცია არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია მხოლოდ ერთი შემთხვევა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და უკვე კვირაზე მეტია, რაც ბინაზეა გაწერილი.