სამართალი
Faceამბები
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კუ და მორიელის“ ჩვეულებრივი ამბავია, ზურგზე როგორც კი დაისვამ, კბენას დაგიწყებს" - ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"
"კუ და მორიელის“ ჩვეულებრივი ამბავია, ზურგზე როგორც კი დაისვამ, კბენას დაგიწყებს" - ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"კუ და მო­რი­ე­ლის“ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, ზურ­გზე რო­გორც კი და­ის­ვამ, კბე­ნას და­გი­წყებს", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­სა­მარ­თით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ჩა­კე­ტი­ლი წრი­დან ვერ გა­მო­დის.

"მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იცი რა არის? - პრობ­ლე­მა არის ის, რომ მათ თვი­თონ იცი­ან სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ და თვი­თონ არი­ან ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბის მძევ­ლე­ბი. თვი­თონ ვერ გა­მო­დი­ან პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ჩა­კე­ტი­ლი წრი­დან. ამი­ტომ არ მო­ა­წე­რეს 100 დღე 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბას ხელი, სხვა­ნა­ი­რად არ შე­უძ­ლი­ათ, ეს არის მათი ბუ­ნე­ბა. ეს არის "კუ და მო­რი­ე­ლის“ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი, ზურ­გზე რო­გორც კი და­ის­ვამ, კბე­ნას და­გი­წყებს. ამის გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს ჩვენ უკვე 10 წე­ლია და მეტი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მო­წო­დე­ბას არა­ვი­თა­რი ფასი არ აქვს.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, მათ­თვის ეს მო­წო­დე­ბა "მგლის თავ­ზე სა­ხა­რე­ბის კი­თხვას ჰგავს“.

"ხე­დავთ, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნას და ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ისი­ნი არა დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის იყე­ნე­ბენ, არა­მედ, პი­რი­ქით, პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ზე“ როცა ვსა­უბ­რობთ, ეს დო­კუ­მენ­ტი, ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნა არის "სა­ხა­რე­ბა მგლის თავ­ზე“. და­უ­წე­რეს ყვე­ლას, მათ შო­რის "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­საც“, შე­ამ­ცი­რეთ პო­ლა­რი­ზა­ცი­აო, მაგ­რამ ეს არის მათ­თვის "მგლის თავ­ზე სა­ხა­რე­ბა“. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არის რე­ა­ლო­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ არც ევ­რო­პა უნ­დათ იმი­ტომ, რომ თა­ვის არ­სით ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას წარ­მო­ად­გე­ნენ“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხრი­დან დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მზა­ო­ბას ვერ ხე­დავს. თუმ­ცა, რო­გორც კო­ბა­ხი­ძე გან­მარ­ტავს, ვის­თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ.

"მათი მხრი­დან დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მზა­ო­ბას ჩვენ უკვე 10 წე­ლია ვერ ვხე­დავთ. არ ვიცი მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა, ვის­თა­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ყვე­ლას­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ. ვინც ქუ­ჩა­ში გა­მო­დის და მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მას ითხოვს, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ასეთ პარ­ტი­ას­თან, ასეთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ან ასეთ მე­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ პუნ­ქტე­ბის გარ­შე­მო?! ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მაგ­რამ ვინც არის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ გა­დად­გამს ნა­ბი­ჯებს, რა თქმა უნდა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ყვე­ლას­თან შე­საძ­ლე­ბე­ლია. რე­ა­ლუ­რად, პირ­ვე­ლი პუნ­ქტი არის არა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი იმ გა­გე­ბით, რომ რა­ღაც რე­ფორ­მა უნდა გა­ტარ­დეს და ა.შ. არა­მედ ეს არის წი­ნა­პი­რო­ბა ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი პუნ­ქტის­თვის. სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­იქ­მნას ისე­თო გა­რე­მო, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, და­ნარ­ჩე­ნი 11 პუნ­ქტი შეს­რულ­დეს. ვხე­დავთ, რომ პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან, რაც ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნა გა­მოქ­ვეყ­ნდა, არა­თუ დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ დგა­მენ ნა­ბი­ჯებს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, არა­მედ პი­რი­ქით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ, პო­ლა­რი­ზა­ცია გა­აღ­ვი­ვონ. ეს არის მათი არ­ჩე­ვა­ნი, მაგ­რამ ჩვენ სხვა ამო­ცა­ნა გვაქვს. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა არის შეს­რულ­დეს ეს პუნ­ქტე­ბი“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

დეა
12

თქვენ წამოგვასვით თავზე კოჰაბიტაციით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"კუ და მორიელის“ ჩვეულებრივი ამბავია, ზურგზე როგორც კი დაისვამ, კბენას დაგიწყებს" - ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"კუ და მორიელის“ ჩვეულებრივი ამბავია, ზურგზე როგორც კი დაისვამ, კბენას დაგიწყებს" - ირაკლი კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"კუ და მორიელის“ ჩვეულებრივი ამბავია, ზურგზე როგორც კი დაისვამ, კბენას დაგიწყებს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ "ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოდის.

"მთავარი პრობლემა იცი რა არის? - პრობლემა არის ის, რომ მათ თვითონ იციან საკუთარი დანაშაულების შესახებ და თვითონ არიან ამ დანაშაულების მძევლები. თვითონ ვერ გამოდიან პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან. ამიტომ არ მოაწერეს 100 დღე 19 აპრილის შეთანხმებას ხელი, სხვანაირად არ შეუძლიათ, ეს არის მათი ბუნება. ეს არის "კუ და მორიელის“ ჩვეულებრივი ამბავი, ზურგზე როგორც კი დაისვამ, კბენას დაგიწყებს. ამის გამოცდილება გვაქვს ჩვენ უკვე 10 წელია და მეტი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობისთვის“ დეპოლარიზაციისკენ მოწოდებას არავითარი ფასი არ აქვს.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მათთვის ეს მოწოდება "მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს“.

"ხედავთ, რომ ევროკომისიის დასკვნას და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ისინი არა დეპოლარიზაციისთვის იყენებენ, არამედ, პირიქით, პოლარიზაციისთვის. "ნაცმოძრაობაზე“ როცა ვსაუბრობთ, ეს დოკუმენტი, ევროკომისიის დასკვნა არის "სახარება მგლის თავზე“. დაუწერეს ყველას, მათ შორის "ნაცმოძრაობასაც“, შეამცირეთ პოლარიზაციაო, მაგრამ ეს არის მათთვის "მგლის თავზე სახარება“. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. სინამდვილეში, მათ არც ევროპა უნდათ იმიტომ, რომ თავის არსით ანტიევროპული პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ“,-განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნება“ "ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დეპოლარიზაციის მიმართულებით მზაობას ვერ ხედავს. თუმცა, როგორც კობახიძე განმარტავს, ვისთანაც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება, ითანამშრომლებენ.

"მათი მხრიდან დეპოლარიზაციის მზაობას ჩვენ უკვე 10 წელია ვერ ვხედავთ. არ ვიცი მომავალში რა იქნება, ვისთანაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა, ყველასთან ვითანამშრომლებთ. ვინც ქუჩაში გამოდის და მთავრობის გადადგომას ითხოვს, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ პარტიასთან, ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ან ასეთ მედიასთან თანამშრომლობა ამ პუნქტების გარშემო?! ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ვინც არის კონსტრუქციული და დეპოლარიზაციისკენ გადადგამს ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა ყველასთან შესაძლებელია. რეალურად, პირველი პუნქტი არის არა შესასრულებელი იმ გაგებით, რომ რაღაც რეფორმა უნდა გატარდეს და ა.შ. არამედ ეს არის წინაპირობა ყველა დანარჩენი პუნქტისთვის. საჭიროა საზოგადოებაში შეიქმნას ისეთო გარემო, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დანარჩენი 11 პუნქტი შესრულდეს. ვხედავთ, რომ პირველივე წუთებიდან, რაც ევროკომისიის დასკვნა გამოქვეყნდა, არათუ დეპოლარიზაციისკენ დგამენ ნაბიჯებს ეს ადამიანები, არამედ პირიქით, მაქსიმალურად ცდილობენ, პოლარიზაცია გააღვივონ. ეს არის მათი არჩევანი, მაგრამ ჩვენ სხვა ამოცანა გვაქვს. ჩვენი ამოცანა არის შესრულდეს ეს პუნქტები“,-განაცხადა კობახიძემ.