პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით" - ირაკლი კობახიძე
"ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით" - ირაკლი კობახიძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, ტყუ­ი­ლია, თით­ქოს 20 ივ­ნისს გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე "შინ ევ­რო­პის­კენ“ 160 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ აღ­ნიშ­ნა, 10 ათა­სი ადა­მი­ა­ნი არის მაქ­სი­მუ­მი, რისი მოყ­ვა­ნაც აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შე­უძ­ლი­ათ.

ამას­თან, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა რომ მო­ინ­დო­მოს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დანს გა­ავ­სებს.

" ეს ისე­თი ტყუ­ი­ლია, რომ არ ვიცი, 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნიც ტყუ­ი­ლია. რა­ო­დე­ნო­ბა­ში არ შე­ვალ, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ აქ­ცი­ას, ეს ევ­რო­პის იდე­ის გარ­შე­მო იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იყო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, კერ­ძოდ, მისი ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთა "სირ­ცხვი­ლია“. რო­გორც კი ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კურ მო­თხოვ­ნებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ვნა­ხეთ, რომ 10 ათას კა­ცამ­დე და­ვი­და მთლი­ა­ნად აქ­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა, ამ­დე­ნიც შე­იძ­ლე­ბა არც დარ­ჩეს. 10 ათა­სი ადა­მი­ა­ნი არის მაქ­სი­მუ­მი, რისი მოყ­ვა­ნაც მათ შე­უძ­ლი­ათ, მაგ­რამ აქ ესეც არ არის მთა­ვა­რი, მთა­ვა­რია ის, რომ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის შე­სა­ბა­მი­სად გან­ვი­თა­რე­ბა. მე­ო­რე, ახლა ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე თუ არის სა­უ­ბა­რი, მათ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თხოვ­ნით არა­ვი­თა­რი რე­სურ­სი არ აქვთ, რომ თუნ­დაც სა­ნა­ხევ­როდ შე­ავ­სონ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი. ჩვენ რომ მო­ვინ­დო­მოთ აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დანს და იმის იქით გა­და­ვავ­სებთ. აქ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად არის საქ­მე, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე პა­ექ­რო­ბა­ში შეს­ვლას არ ვა­პი­რებთ. რე­ა­ლუ­რად, ხალ­ხის სა­ხე­ლით რომ გე­ლა­პა­რა­კე­ბა, მა­ქა­რაშ­ვი­ლი, ლომ­ჯა­რია და გი­გა­უ­რი, ეს უბ­რა­ლოდ, სა­სა­ცი­ლო და სა­მარ­ცხვი­ნოა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე მო­თხოვ­ნა "ლო­გი­კას არის მოკ­ლე­ბუ­ლი“.

რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, "ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უნდა მარ­თავ­დეს ამ ქვე­ყა­ნას“.

"ეს არის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი და მისი ლო­გი­კა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ იმარ­თე­ბა, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ახლა ამ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ლო­გი­კი­დან და წეს­რი­გი­დან გა­დახ­ვე­ვას გვთა­ვა­ზო­ბენ. ჩვენ, შარ­შან 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვით, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­ვე­დით, მაგ­რამ ქვე­ყა­ნას გა­ვუფრ­თხილ­დით და იმ მო­მენ­ტში ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. ეს და­ვუშ­ვით, მაგ­რამ იქვე ვთქვით, რომ არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მო­მავ­ლოდ ამას აღარ და­ვუშ­ვებ­დით. რა თქმა უნდა, არც მო­მა­ვალ­ში არც მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ხით, არც შე­თან­ხმე­ბის, მი­თუ­მე­ტეს, ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხით, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ამას არ და­ვუშ­ვებთ. ქვე­ყა­ნამ უნდა გა­აგ­რძე­ლოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა იმ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც არის. აქე­დან გა­დახ­ვე­ვა უბ­რა­ლოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია. ქვე­ყა­ნას ჰყავს მთავ­რო­ბა, რო­მელ­მაც მი­ი­ღო ხალ­ხის მხრი­დან ლე­გი­ტი­მა­ცია და ახლა უნ­დათ ისე­თი ხალ­ხი მო­იყ­ვა­ნონ, რო­მელ­საც სა­ხალ­ხო ლე­გი­ტი­მა­ცია არ აქვს“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nugzari
0

20 ivnisis akcia tavisuflebis moedansac gaavsebda da parlamentsac gascdeboda tkven ufasod 1000kacs ver gamoikvant.

გოგი
0

ქუთაისელი "ნელსონ მონდელა" არ დაგავიწყდეთ პრეზიდიუმში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით" - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ტყუილია, თითქოს 20 ივნისს გამართულ აქციაზე "შინ ევროპისკენ“ 160 ათასი ადამიანი გამოვიდა.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ აღნიშნა, 10 ათასი ადამიანი არის მაქსიმუმი, რისი მოყვანაც აქციის ორგანიზატორებს შეუძლიათ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ აქციის ჩატარება რომ მოინდომოს, თავისუფლების მოედანს გაავსებს.

" ეს ისეთი ტყუილია, რომ არ ვიცი, 100 ათასი ადამიანიც ტყუილია. რაოდენობაში არ შევალ, მაგრამ რაც შეეხება პირველ აქციას, ეს ევროპის იდეის გარშემო იყო ჩატარებული, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ იყო ორგანიზატორი, კერძოდ, მისი ახალგაზრდული ფრთა "სირცხვილია“. როგორც კი ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიყვანეს, ვნახეთ, რომ 10 ათას კაცამდე დავიდა მთლიანად აქციის შემადგენლობა, ამდენიც შეიძლება არც დარჩეს. 10 ათასი ადამიანი არის მაქსიმუმი, რისი მოყვანაც მათ შეუძლიათ, მაგრამ აქ ესეც არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად განვითარება. მეორე, ახლა ხალხის რაოდენობაზე თუ არის საუბარი, მათ თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნით არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ თავისუფლების მოედანი. ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, თავისუფლების მოედანს და იმის იქით გადავავსებთ. აქ ძალიან მარტივად არის საქმე, თუმცა, ამ ეტაპზე პაექრობაში შესვლას არ ვაპირებთ. რეალურად, ხალხის სახელით რომ გელაპარაკება, მაქარაშვილი, ლომჯარია და გიგაური, ეს უბრალოდ, სასაცილო და სამარცხვინოა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე მოთხოვნა "ლოგიკას არის მოკლებული“.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, "ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ "ქართული ოცნება“ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას“.

"ეს არის კონსტიტუციური წესრიგი და მისი ლოგიკა, რომლის საფუძველზეც დღეს ჩვენი ქვეყანა საქართველოს მთავრობის მიერ იმართება, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ახლა ამ კონსტიტუციური ლოგიკიდან და წესრიგიდან გადახვევას გვთავაზობენ. ჩვენ, შარშან 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით თქვით, რომ გარკვეულწილად კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავედით, მაგრამ ქვეყანას გავუფრთხილდით და იმ მომენტში ეს აუცილებელი იყო. ეს დავუშვით, მაგრამ იქვე ვთქვით, რომ არცერთ შემთხვევაში, სამომავლოდ ამას აღარ დავუშვებდით. რა თქმა უნდა, არც მომავალში არც მოლაპარაკების სახით, არც შეთანხმების, მითუმეტეს, ასეთი მოვლენების განვითარების სახით, ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება იმ კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად, რომელიც არის. აქედან გადახვევა უბრალოდ გამორიცხულია. ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელმაც მიიღო ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია და ახლა უნდათ ისეთი ხალხი მოიყვანონ, რომელსაც სახალხო ლეგიტიმაცია არ აქვს“,-განაცხადა კობახიძემ.