ავტორი:

"სიტყვები არ მაქვს ძალადობისა და ნგრევის იმ დონის გამო, რაც ვნახეთ" - მაია სანდუმ ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი მოინახულა (ფოტოები)

"სიტყვები არ მაქვს ძალადობისა და ნგრევის იმ დონის გამო, რაც ვნახეთ" - მაია სანდუმ ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი მოინახულა (ფოტოები)

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ქალაქები: ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი მოინახულა. ამის შესახებ მოლდოვას პირველმა პირმა "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

სანდუს თქმით, უკრაინის ქალაქებში ვითარება "წარმოუდგენელი ტრაგედიაა".

"დღეს უკრაინაში ვარ. მოვინახულე ქალაქები: ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი. სიტყვები არ მაქვს, ძალადობისა და ნგრევის იმ დონის გამო, რაც ჩვენ ვნახეთ.

ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა და ჩვენ მამაც, თავდაუზოგავ უკრაინელ ხალხს მთელი გულით ვუსურვებთ მშვიდობას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას და მათი ნებით არჩეულ სიცოცხლეს", - წერს სანდუ.