საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გემი, რომელზეც სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს" - შემოსავლების სამსახურის განცხადება
"გემი, რომელზეც სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს" - შემოსავლების სამსახურის განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი ბა­თუ­მის ნავ­სად­გურ­ში შე­სულ გემ­თან და ტვირთთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, ამ დრო­ის­თვის თურ­ქე­თის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გემი, რო­მელ­ზეც სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მყო­ფი კომ­პა­ნი­ი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ტვირთთან ერ­თად ბა­თუ­მის ნავ­სად­გურს ტო­ვებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­როდ თვლის და­მა­ტე­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს ბა­თუ­მის ნავ­სად­გურ­ში შე­სულ გემ­თან და ტვირთთან და­კავ­ში­რე­ბით.

თურ­ქე­თის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გემი ბა­თუ­მის ნავ­სად­გურ­ში შე­ვი­და მიმ­დი­ნა­რე წლის 26 ივ­ნისს.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­მოწ­მე­ბი­სას დად­გინ­და, რომ არც გემი და არც მისი მფლო­ბე­ლი არ იყ­ვნენ შეყ­ვა­ნილ­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, გემს მი­ე­ცა უფ­ლე­ბა შე­მო­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­სად­გურ­ში, რის თა­ო­ბა­ზეც გა­კეთ­და შე­სა­ბა­მი­სი გან­მარ­ტე­ბა სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს მიერ.

რაც შე­ე­ხე­ბა გემ­ზე გან­თავ­სე­ბულ სა­ქო­ნელს - კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ად­გილ­ზე გა­მო­ი­თხო­ვა ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია, რომ­ლის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად დად­გი­ნა, რომ გემ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი წარ­მო­ად­გენ­და თურ­ქეთ­ში გა­საგ­ზავნ ტვირთს, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მყო­ფი კომ­პა­ნი­ი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უარი ეთ­ქვათ ტვირ­თის დაც­ლა­სა და შემ­დგო­მი სა­ბა­ჟო პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. ამ დრო­ის­თვის თურ­ქე­თის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გემი ტვირთთან ერ­თად ტო­ვებს ბა­თუ­მის ნავ­სად­გურს.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს ყვე­ლა იმ პრო­დუქ­ცი­ის მკაცრ სა­ბა­ჟო კონ­ტროლს, რო­მე­ლიც სან­ქცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის მიერ, მოხ­ვედ­რი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beqa
47

ტუპოებისთვის- გემზე არსებული ტვირთი განკუთვნილი იყო თურქეთისთვის,თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი შემოვიდა ქართულ პორტში ,სადაც გაფორმდა ყველა საჭირო პროცედურა,(მათ შორის ტვირთთან დაკავშირებით ,რომელიც აღმოჩნდა სანქცირებული კომპანიის) და გემმა დატოვა პორტი და წავიდა თურქეთში.და იქ რომ ჩავა მერე ერდოგანს დაურეკეთ და არ მიიღო ნავთობპროდუქტითქო და რა პასუხსაც მიიღებთ იმასაც ვნახავთ

mimino
6

აბა არ არისო... ვერ შექმენით ფეიკი... არ გამოვიდა... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"გემი, რომელზეც სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს" - შემოსავლების სამსახურის განცხადება

"გემი, რომელზეც სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს" - შემოსავლების სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის დამატებითი განცხადება გააკეთოს ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით.

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში შევიდა მიმდინარე წლის 26 ივნისს.

კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს - კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.