საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ის რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან" - უჩა მამაცაშვილის ადვოკატის განცხადება
"არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ის რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან" - უჩა მამაცაშვილის ადვოკატის განცხადება

ბიზ­ნეს­მენ უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ამი­რან გი­გუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ბა­თუ­მის პორ­ტში რუ­სუ­ლი სან­ქცი­რე­ბუ­ლი საწ­ვა­ვით დატ­ვირ­თუ­ლი ტან­კე­რის შე­სა­ხებ, ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ამ ტვირ­თის ტრან­ზიტს რუ­სე­თი­დან ევ­რო­პა­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი, მათ შო­რის უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობს.

"გუ­შინ, 26 ივ­ნისს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი“-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ში, გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი, რომ­ლი­თაც ჟურ­ნა­ლის­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­და, მისი გან­ცხა­დე­ბით, სენ­სა­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია ბა­თუ­მის პორ­ტში რუ­სუ­ლი სან­ქცი­რე­ბუ­ლი საწ­ვა­ვით დატ­ვირ­თუ­ლი ტან­კე­რის შე­სა­ხებ. სი­უ­ჟეტ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­მოთ­ქვა, მისი გან­ცხა­დე­ბით, ინ­კოგ­ნი­ტო წყა­როს ვა­რა­უ­დი, რომ ამ ტვირ­თის ტრან­ზიტს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან ევ­რო­პა­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი, მათ შო­რის უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობს.

გვსურს, კა­ტე­გო­რი­უ­ლად გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის“ ეს ცალ­მხრი­ვი, ყო­ველ­გვა­რი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­დარ­ტის და ეთი­კის კო­დექ­სის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი არის მო­რი­გი ფე­ი­კი და ცი­ლის­წა­მე­ბა მი­მარ­თუ­ლი ბა­ტო­ნი უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის მი­მართ. არ არ­სე­ბობს არც ერთი დო­კუ­მენ­ტი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ან თუნ­დაც ირი­ბი და­დას­ტუ­რე­ბა, რომ ბა­ტო­ნი უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი რა­ი­მე სა­ხით არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ ტვირთთან და ზო­გა­დად სა­ზღვაო გა­და­ზიდ­ვებ­თან.

გვსურს მივ­მარ­თოთ ყვე­ლა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სი­უ­ჟე­ტის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­და­ა­მოწ­მონ ინ­ფორ­მა­ცია კომ­პე­ტენ­ტუ­რი წყა­როს მეშ­ვე­ო­ბით, პირ­ველ რიგ­ში კი ჩვენ­თან, რის­თვი­საც მზად ვართ ნე­ბის­მი­ერ დროს მი­ვა­წო­დოთ მათ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რათა მო­მა­ვალ­ში თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად თუ უნებ­ლი­ედ შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა“, - აცხა­დებს უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ამი­რან გი­გუ­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქ ა რ თ ვ ე ლ ი !
5

გეყოთ! მამა აბრამის ბატკანივით უცოდველია და ძალით აბრალებენ? აღარ ტყუვდება ხალხი და თუ გინდა ...!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ის რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან" - უჩა მამაცაშვილის ადვოკატის განცხადება

"არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ის რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან" - უჩა მამაცაშვილის ადვოკატის განცხადება

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის შესახებ, ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ ტვირთის ტრანზიტს რუსეთიდან ევროპაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს.

"გუშინ, 26 ივნისს, ტელეკომპანია "მთავარი“-ს საინფორმაციო გამოშვებაში, გავიდა სიუჟეტი, რომლითაც ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა, მისი განცხადებით, სენსაციური ინფორმაცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის შესახებ. სიუჟეტში, ჟურნალისტმა გამოთქვა, მისი განცხადებით, ინკოგნიტო წყაროს ვარაუდი, რომ ამ ტვირთის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს.

გვსურს, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ტელეკომპანია "მთავარის“ ეს ცალმხრივი, ყოველგვარი ჟურნალისტური სტანდარტის და ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევით მომზადებული სიუჟეტი არის მორიგი ფეიკი და ცილისწამება მიმართული ბატონი უჩა მამაცაშვილის მიმართ. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, მტკიცებულება ან თუნდაც ირიბი დადასტურება, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან.

გვსურს მივმართოთ ყველა მედია საშუალებას, რომ სიუჟეტის მომზადებისას გადაამოწმონ ინფორმაცია კომპეტენტური წყაროს მეშვეობით, პირველ რიგში კი ჩვენთან, რისთვისაც მზად ვართ ნებისმიერ დროს მივაწოდოთ მათ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოების მიზანმიმართულად თუ უნებლიედ შეცდომაში შეყვანა“, - აცხადებს უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.