ავტორი:

ფშავში, მეწყერმა უცხოელი ტურისტი მოიყოლა - რას აცხადებენ მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში? (ვიდეო)

ფშავში, მეწყერმა უცხოელი ტურისტი მოიყოლა - რას აცხადებენ მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში? (ვიდეო)

უამიინდობის, უხვი ნალექის გამო საქართველოს მთიან რეგიონში სერიოზული პრობლემებია შექმნილი. ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ადიდებულმა მდინარემ სავალი გზის ნაწილი ჩაანგრია, რის გამოც ხევსურეთის სოფლებში არაერთი ქართველი თუ უცხოელი მოქალაქე ჩარჩა. დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენით იქ იძულებით დარჩენილი მოქალაქეების გადმოყვანა დაიწყო.

ფშავში, სოფლებს მაღაროსკარსა და ხომს შორის, მთიდან გამოვარდნილმა ღვარცოფმა, ბარისახო-შატილის გზაზე მოტოციკლეტით მოძრავი ტურისტი მდინარე არაგვში გაიტაცა.

ამის შესახებ ინფორმაციას შოთა ჭინჭარაული სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

ინფორმაციისთვის, ვიდეო სენსიტიურ კადრებს შეიცავს.

ნახეთ ვიდეო: