პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგის არანაირი დარღვევა არ ჰქონია და ეს გაითვალისწინეს" - "ბახალა” სასჯელის ბოლო თვეებს სპეციალური რეჟიმით მოიხდის და შაბათ-კვირას სახლში გაატარებს
"გიორგის არანაირი დარღვევა არ ჰქონია და ეს გაითვალისწინეს" - "ბახალა” სასჯელის ბოლო თვეებს სპეციალური რეჟიმით მოიხდის და შაბათ-კვირას სახლში გაატარებს

"გი­ორ­გის არას­დროს არა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა არ ჰქო­ნია და ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს" - "ბა­ხა­ლა" სას­ჯე­ლის ბოლო თვე­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მით მო­იხ­დის და შა­ბათ-კვი­რას სახ­ლში გა­ა­ტა­რებს.

გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი (ბა­ხა­ლა) სას­ჯე­ლის ბოლო თვე­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მით მო­იხ­დის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას იგი შინ გა­ა­ტა­რებს.

მსა­ხი­ო­ბის ად­ვო­კა­ტის თქმით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა გი­ორ­გის ყოფა-ქცე­ვა და ჩათ­ვა­ლა, რომ "ის სო­ცი­უ­მის­თვის სა­ში­ში არ არის“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი და სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 2018 წლის 23 იან­ვრი­დან იმ­ყო­ფე­ბა. მას მსჯავ­რი და­ე­დო დიდი ოდე­ნო­ბით – 0.3726 გრა­მი ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის (სუ­ბუ­ტექ­სი) შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის საქ­მე­ზე. მსა­ხი­ო­ბი ბრალს არ აღი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩა­უ­დეს, რად­გან არ დას­თან­ხმდა პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნას მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, მის მუხლს შემ­დეგ ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი შე­ე­ხო და სას­ჯე­ლი 1/4-ით შე­უმ­ცირ­და.

გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე, გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი:

"გი­ორ­გი შა­ბათ-კვი­რას და­ტო­ვებს სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და ორ­შა­ბათს უკან დაბ­რუნ­დე­ბა. ესაა მთე­ლი სპეც­რე­ჟი­მი და ის სას­ჯე­ლის მოხ­დამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რაა..

მივ­მარ­თეთ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და დაგ­ვიკ­მა­ყო­ფი­ლა მო­თხოვ­ნა, მით უმე­ტეს, გი­ორ­გის არას­დროს არა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა არ ჰქო­ნია.

რო­გორც ჩანს, ესეც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, თა­ვი­დან­ვე ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ გი­ორ­გი სო­ცი­უ­მის­თვის არაა სა­ში­ში. გი­ორ­გის ერთი წელი დარ­ჩა სას­ჯე­ლის სა­ბო­ლოო მოხ­დამ­დე, უდო-ზე ერთი უარი მი­ვი­ღეთ, რაც გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი გვაქვს და ვე­ლო­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა“.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუმანჯი
4

კარგი ყოფაქცევის ნარკობარიგა!!! რას არ გაიგებს კაცი საქართველოში!!!

კ ო მ ბ ლ ე
6

სანიმუშო ყოფილა. მარა რა მიკვირს იცით? ესეთი სანიმუშო კაცი საციხედ როგორ გაიმეტეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"გიორგის არანაირი დარღვევა არ ჰქონია და ეს გაითვალისწინეს" - "ბახალა” სასჯელის ბოლო თვეებს სპეციალური რეჟიმით მოიხდის და შაბათ-კვირას სახლში გაატარებს

"გიორგის არანაირი დარღვევა არ ჰქონია და ეს გაითვალისწინეს" - "ბახალა” სასჯელის ბოლო თვეებს სპეციალური რეჟიმით მოიხდის და შაბათ-კვირას სახლში გაატარებს

"გიორგის არასდროს არანაირი დარღვევა არ ჰქონია და ეს გაითვალისწინეს" - "ბახალა" სასჯელის ბოლო თვეებს სპეციალური რეჟიმით მოიხდის და შაბათ-კვირას სახლში გაატარებს.

გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასჯელის ბოლო თვეებს სპეციალური რეჟიმით მოიხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ შაბათ-კვირას იგი შინ გაატარებს.

მსახიობის ადვოკატის თქმით, ადმინისტრაციამ გაითვალისწინა გიორგის ყოფა-ქცევა და ჩათვალა, რომ "ის სოციუმისთვის საშიში არ არის“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და საპატიმრო დაწესებულებაში 2018 წლის 23 იანვრიდან იმყოფება. მას მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით – 0.3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსი) შეძენა-შენახვის საქმეზე. მსახიობი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას მათთან თანამშრომლობაზე.

როგორც ცნობილი გახდა, მის მუხლს შემდეგ ამნისტიის კანონი შეეხო და სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა.

გიორგი მახარაძე, გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატი:

"გიორგი შაბათ-კვირას დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას და ორშაბათს უკან დაბრუნდება. ესაა მთელი სპეცრეჟიმი და ის სასჯელის მოხდამდე გაგრძელდება. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა..

მივმართეთ ადმინისტრაციას და დაგვიკმაყოფილა მოთხოვნა, მით უმეტეს, გიორგის არასდროს არანაირი დარღვევა არ ჰქონია.

როგორც ჩანს, ესეც გაითვალისწინეს, თავიდანვე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ გიორგი სოციუმისთვის არაა საშიში. გიორგის ერთი წელი დარჩა სასჯელის საბოლოო მოხდამდე, უდო-ზე ერთი უარი მივიღეთ, რაც გასაჩივრებული გვაქვს და ველოდებით გადაწყვეტილებას, ვნახოთ, რა იქნება“.