რაკეტები, სტრატეგიული ავიაცია, აკრძალული ფოსფორის ჭურვები - ყველაფერი დაფრინავს უკრაინის ქალაქებში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს.
მისივე თქმით, როდესაც საუბარია მოსალოდნელ ესკალაციაზე, საინტერესოა, რისი უნდა ეშინოდეს უკრაინელ ხალხს.
"როდესაც 2022 წლის ივნისში მესმის "ესკალაციის რისკის" შესახებ, ერთი კითხვა მიჩნდება: რისი უნდა გვეშინოდეს? იქნებ პუტინი ომს დაიწყებს? მაშ ახლა რა ხდება? ჭადრაკის თამაში?" - წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე".